,,თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ეს პატიმრები''- მიხეილ ყაველაშვილი
თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, „პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით რა შემთხვევაში გამოიყენებთ შეწყალების ბერკეტს? ეს კითხვა გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური პატიმრების შეწყალებაზე".
ყაველაშვილის თქმით, დღეს ვერ ისაუბრებს იმის შესახებ, რომ ვინმეს შეიწყალებს. მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ მოვლენების განვითარებას დააკვირდება. მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტული დანაშაულის გამო არიან დაპატიმრებული, უნდა აღიარონ თავიანთი შეცდომები და გააცნობიერონ არსებული რეალობა.
„შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე, ჩემი ადმინისტრაცია ეტაპობრივად ვახორციელებთ ხოლმე შეწყალებებს. შემდეგი შეწყალება ალბათ იქნება ნათლისღებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს და კონკრეტულად სხვა ქვეყნის მაგალითს, საკუთარ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მაგალითის მოყვანა, ჩემთვის მიუღებელია. ალბათ როგორმე მიხვალთ იმ ნიშნულამდე, გაითავისებთ, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოების, მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფალი ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. სწორედ ამ იურისდიქციაში უნდა დავრჩეთ ჩვენ. იმ ადამიანებს, ვინც დღეს დაპატიმრებული არიან და ვისაც „სინდისის პატიმრებს" ეძახით, კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი. არის კიდევ პოლიტიკური მოტივი, რის გამოც ის ადამიანები, ჩემი აზრით, იყვნენ მოტყუებული, დღემდე მოტყუებულ პროცესში არიან ზოგიერთები.
ირონიული კითხვაც დავსვი, პროდასავლელები თუ ხართ, რომელ დასავლეთს უჭერთ მხარს? რომელს უჭერთ მხარს, ამერიკის არსებულ ადმინისტრაციას, თუ ევროკავშირის ადმინისტრაციას, ერთმანეთთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში არიან დღეს. თქვენ რომელ მხარეს ხართ, ამერიკის, თუ ევროკავშირის ბიუროკრატიის? ის მოტყუებული ადამიანები, ახალგაზრდები გამჭვირვალობის კანონის გამო გამოიყვანეთ, მაგის გამო გინდოდათ, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოგეხდინათ. ახალმა ადმინისტრაციამ თავად გააუქმა ორგანიზაციები, რომლითაც იკვებებოდა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის გამოც რევოლუციის მოწყობა გინდოდათ საქართველოში. ეს რეალობა უნდა გაითავისონ იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც კიდევ მოტყუებული არიან, დაგყავთ ყოველ დღე და იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან ციხეში. აღიარონ თავისი შეცდომები, ამის მიხედვით ვნახოთ, დავაკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება. მე დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის თქმით, პროტესტი უკვე მილევად რეჟიმშია და ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რას აპროტესტებენ, ვინაიდან აღარავის ახსოვს გამჭვირვალობის კანონი და ბევრმა ქვეყანამ მიიღო ანალოგიური კანონმდებლობა.
„ჩვენ არ დაგვიკარგავს ის რეალობა, რაც მაშინ, დაპირისპირების დროს გამოიჩინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერით - ჩვენ დავიცავით მშვიდობაც, სტაბილურობაც. სხვა რეალობაა და აუცილებლად გასათავისებელია იმ ახალგაზრდების მხრიდანაც. თუ გაითავისებენ, რომ რეალობა შეცვლილია, თუ არ უნდათ, იმის იქით გაიხედონ და კვლავ რაღაც დავალებებით იმოქმედონ, კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, სადამდეა მისული პროცესი, მილევად რეჟიმში არიან, ძალით გამოჰყავთ ეს ხალხი. რას აპროტესტებენ, უკვე კითხვის ნიშანია. გამჭვირვალობის კანონი აღარავის გახსოვთ, რადგან დახურულია ეს თემა. ბევრმა ქვეყანამ მიმართა ანალოგიური კანონმდებლობის მიღებას საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. აღარ არის ის რეალობა, თუნდაც ორი და სამი წლის წინ რაც იყო. გვინდა, გავაგებინოთ ამ საზოგადოებას. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ გინდა თუ არა, ჩემი მხარდამჭერი გახდი, იყავი ამ სახელმწიფოს მყვარებელი და ამ რეალობაში დარჩი, არა ბელარუსის და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითით ვიცხოვროთ აქ.
ჩვენ ჩვენი რეალობა გვაქვს. ძალიან თანმიმდევრულები ვართ. გაბედოს აბა და ტრამპი გააკრიტიკოს რომელიმე თქვენმა ტელევიზიამ, გაბედოს და ლიზ ტრასი გააკრიტიკოს. ვერ აკეთებთ ამას. საზოგადოებას არ აქვს კითხვა, ეს ჩემი ხელისუფლება და ტრამპი თუ იმავეს საუბრობს, მაშინ რა განსხვავებაა მათ შორის? ესე იგი, რაღაც სხვა ხდება, სხვა რამესთან გვაქვს საქმე და ამ რეალობის აღქმაში თქვენ ხელს უშლით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მოტყუებული გყავთ. ზოგი დააფინანსეს და დღემდე ამ დაფინანსების საშუალებით გამოგყავთ პროტესტზე, მაგრამ ყველა კარგად ხედავს, რომ პროცესი პარალელურ რეჟიმში აბსოლუტურად განსხვავებულად ვითარდება. კიდევ მოვუწოდებ საზოგადოებას, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, მით უმეტეს იმ გარემოებაში, რომ ასეთი დაპირისპირებული პროცესები შეიქმნა ამერიკასა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და ყველა ქვეყანა ამას ცდილობს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
,, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს''- ირაკლი კობახიძე
,, არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი''- მიხეილ ყაველაშვილი
,,თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ეს პატიმრები''- მიხეილ ყაველაშვილი
,,ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი
,, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება''- პრემიერი
,,ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში''- პრემიერი
,, სახელმწიფო ვერ და არ უნდა იქცეს „ეშმაკის" ადვოკატად იმ პირებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშენებდნენ კორუფციულ სქემებს''- დავით ქართველიშვილი
ყველა ევროპული ქვეყანა საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, საქართველოში კი რაღაც აქციებს აწყობენ - გიორგი ფხაკაძე
ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარეს ირჩევენ
პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, აუცილებლად, ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას კრახამდე მიიყვანს - დავით მათიკაშვილი
,,ეს ძალები მიეჩვივნენ იმას, რომ ყოველთვის სხვა ეწირებოდა მათ ინტერესებს და სხვა კვდებოდა მათი უსაფრთხოებისთვის''- ვატო შაქარიშვილი
გაუკვირდათ, როდესაც ამერიკამ პირდაპირ ჩამოხსნა ფარდა და პირდაპირ უთხრა ევრობიუროკრატიას, რომ თუ ევროპაში პოლიტიკა არ შეიცვალა, უკვე ფაქტობრივად, ის ევროპა აღარ იქნება, რაც აქამდე იყო -გურამ მაჭარაშვილი
კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს -გრიგოლ გეგელია
ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება-საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ჩვენ უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება"
,,საქართველოსთან ყველას დიდი გული აქვს''- ირაკლი ხელაძე
არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია, სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს -ლევან მახაშვილი
ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია -თაზო დათუნაშვილი
პეტერ ფიშერი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, იმედია, მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე-ირაკლი კობახიძე
ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის, ჩვენთვის ფიშერის ფაილი დახურულია -შალვა პაპუაშვილი