ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.

„როიტერის" ცნობით, სანქციების მიზეზი ბელარუსიდან მეტეოროლოგიური ბუშტების ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრაა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა და ლიეტუვის უსაფრთხოებას საფრთხე არაერთხელ შეუქმნა.

„დღეს ევროკავშირის საბჭომ წარმოადგინა ახალი კრიტერიუმი იმ პირების, ერთეულებისა და ორგანოების სიისთვის, რომლებიც სარგებლობენ, ჩართული არიან ან ხელს უწყობენ ბელარუსის რესპუბლიკისთვის განკუთვნილ ქმედებებს ან პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობას, უსაფრთხოებას ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებში. დღევანდელი გადაწყვეტილება მოჰყვა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში მეტეოროლოგიური ბუშტების ბოლოდროინდელ შეჭრას", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი კრიტერიუმი საშუალებას მისცემს ევროკავშირს, დააწესოს შემზღუდავი ზომები იმ პირების მიმართ, რომლებიც გეგმავენ, ხელმძღვანელობენ, ეწევიან მხარდაჭერას ან ხელს უწყობენ უცხოური ინფორმაციის მანიპულირებას და ჩარევას.

გარდა ამისა, ევროკავშირს შეეძლება სანქციების დაწესება იმ პირებისა და ერთეულების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან ქმედებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკური საქმიანობის ან საზოგადოებრივი ინტერესების მომსახურების ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას.

პარალელურად კი, 13 დეკემბერს აშშ-მა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა. საპასუხოდ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა. მათ შორის არიან ოპოზიციონერი აქტივისტი მარია კოლესნიკოვა და ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკიც.

 





მსგავსი სიახლეები
"მე ვუჩივლებ BBC-ის. მათ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს და საშინელი სიტყვები ჩამიდეს, რომელიც არ მითქვამს" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინას მოლაპარაკებებზე უთხრეს, რომ ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში დონეცკიდან ძალების გაყვანას უნდა დათანხმდეს – „როიტერი“
,,ტერიტორიულ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლიათ''- ფრიდრიხ მერცი
,ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ ,რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების 90% გადაჭრილია ''- Sky News
„მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“- ფრიდრიხ მერცი
Volkswagen-მა პირველად 1937 წლიდან გერმანიაში ქარხანა დახურა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD
,,აშშ ითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონბასიდან, კიევი კი არ თანხმდება ამ მოთხოვნაზე''- მედია
,,ნატოში უკრაინის არგაწევრიანება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია''-პესკოვი
ილჰამ ალიევი გეგმავს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ამნისტიას, რომელიც დაახლოებით 20 000 მსჯავრდებულს შეეხება
ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
პუტინი დონბასს თუ მიიღებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას -კაია კალასი
ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონელ კოლეგას: ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ
„დოიჩე ველე“ - ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს
,,კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას''- ლიზ ტრასი
,,ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება''- ფრიდრიხ მერცი
,,მოსკოვს ჯერ არ უნახავს ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები სამშვიდობო გეგმის შესახებ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციული იყოს''- იური უშაკოვი
,, თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა''- ლიზ ტრასი
პარიზში მშვიდობის მარში გაიმართა - დემონსტრანტებმა ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლა მოითხოვეს