"ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს"-უცხოური პრესა
იაპონური ჟურნალი „შუკან გენდაი“ (週刊現代»//«Shūkan Gendai») აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით: „ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს“ (ავტორი - ტოსიხიკო სიობარა).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„ამას წინათ ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის მთავრობას, ახლახან გაბედა და უკრაინაში არსებული კორუფციის შესახებ სტატია გამოაქვეყნა - „ზელენსკის ადმინისტრაცია კორუფციას ხელს უწყობდაო“, მაგრამ ერთხელაც არ ახსენებს თვითონ პრეზიდენტის ბრალს. არადა, პრეზიდენტი, რომლის მთავრობაც კორუფციულია, განა შეიძლება პატიოსან მმართველად ჩავთვალოთ და დამნაშავე არაფერში არ იყოს?“ - ნათქვამია „შუკან გენდაის“ სტატიის დასაწყისში.
ავტორი განსაკუთრებით ვრცლად უკეთებს ანალიზს უკრაინის ენერგეტიკულ კომპანია „უკრენერგოში“ მომხდარ სკანდალური კორუფციის ფაქტს. კომპანიაში ბოლო წლებში საკადრო ცვლილებები მთავრობის რეკომენდაციებით განხორციელდა, პირადად იულია სვირიდენკოს მითითებით, რომელიც იმ დროს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ფუნქციებს ასრულებდა. იულია სვირიდენკო კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკის ფავორიტ ქალბატონს წარმოადგენდა. ვლადიმერ კუდრიცკი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებდა „უკრენრგოს“ გენდირექტორის პოსტს, ეწინააღმდეგებოდა ისეთი ადამიანების დანიშვნებს საპასახისმგებლო პოსტებზე, რომლებიც გამოუცდელები იყვნენ და არაფერი არ გაეგებოდათ ენერგეტიკაში.
საბოლოო ჯამში „უკრენერგოში“ სიტუაცია უკან-უკან წავიდა და კომპანიაში ქაოსი გამეფდა. საკვირველი ისაა, რომ უკრაინის ევროპელი სპონსორები - ბანკები, მთავრობები და საერთაშორისო ინსტიტუტები შექმნილ სიტუაციას კარგად ხედავდნენ, მაგრამ მათ გადაწყვიტეს არაფერი არ შეეცვალათ. მარტივად რომ ვთქვათ, ევროპის პოლიტიკური ლიდერები შეშფოთებულნი იყვნენ მხოლოდ რუსული აგრესიით, უკრაინის შიგნით მიმდინარე პროცესებზე კი თვალს ხუჭავდნენ. შედეგი ყველამ იცის: ქვეყანაში კორუფცია ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ომის დროს პირდაპირ აყვავდა, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო. იგივე სიტუაცია შეიქმნა სახელმწიფო კომპანია „ენერგო ატომში“, რომლის ხელმძღვანელებმა დასავლეთის მიერ ნაჩუქარი 600 მილიონი დოლარი პირადი სარგებლობისათვის დახარჯეს.
„წარმოიდგინეთ სიტუაცია: რუსეთთან გაგანია ომი მიდის, ამ დროს კი თანამდებობის პირები მოსახლეობისათვის გამიზნულ ფულს პირადი მოხმარებისათვის ხარჯავენ, მასშტაბურ კორუფციულ სქემებს ახორციელებენ.
უკრაინის ხელისუფლების სათავეში მდგომნი იმდენად დალპნენ, რომ არ ერიდებიან თავდაცვისათვის გამოყოფილი ფულის დატაცებას“, - წერს ავტორი, - როგორც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მასალები მოწმობენ, უეჭველია, კორუფცია იყო კომპანია Fire Point-შიც, რომელიც რაკეტებს „ფლამინგოებს“ (ე.წ. უკრაინულ „სასწაულებრივ იარაღს“) და დრონებს ამზადებს. სინამდვილეში რაკეტებიც და დრონებიც დაბალი ხარისხის აღმოჩნდა. ვის შეეძლო ამ ყველაფრის ორგანიზება? მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. მხოლოდ მას აქვს თავდაცვის მინისტრის დანიშვნის უფლება. მხოლოდ მას შეეძლო თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოს „იღლიაში ამოდება“. მხოლოდ პრეზიდენტს და სხვა არავის.
არასახარბიელო საქმეებში (რბილად რომ ვთქვათ) ეჭვმიტანილია უკრაინის პირველი ლედი ელენე ზელენსკაია - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლიც. მან მილიარდერ რუსლან შოსტაკის ფონდთან ერთად თხოვნით მიმართა თურქეთის პრეზიდენტის მეუღლეს ემინე ერდოღანს, რომ უკრაინის ბავშვთა სახლების ობლები შეეფარებინა. თურქეთი თხოვნას დათანხმდა და 159 ობოლი ბავშვი მიიღო. მაგრამ საქველმოქმედო პროექტი „ბავშვობა ომის გარეშე“ სათანადოდ ვერ განხორციელდა: პრეზიდენტის ცოლმა ყურადღება ვერ მიაქცია როგორ დაიხარჯა ფონდის 140 მილიონი დოლარი. სინამდვილეში კი არასრულწლოვანი ბავშვები თურქეთში ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდნენ, განსაკუთრებით კი გოგონები, რომლებიც დაფეხმძიმდნენ. საქმე, როგორც იტყვიან, „ჩაიფარცხა“. ერთადერთი, ვინც „დაისაჯა“, იყო უფროსი აღმზრდელი, რომელიც ფიზკულტურის მასწავლებლად ჩამოაქვეითეს. რუსლან შოსტაკმა კი სახელმწიფო ჯილდო მიიღო.
უკრაინაში წარმატებით მოქმედებს მობილიზაციისაგან გათავისუფლების კორუმპირებული სისტემა - ჭეშმარიტად საშიში მასშტაბებით.
როგორც ცნობილია, გარკვეული პროფესიის წარმომადგენლები შეიძლება დროებით იყონ გათავისუფლებულები სამხედრო სამსახურისაგან, მათი სპეციალობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო.ეს პრივილეგია აქვთ პროკურატურის, პოლიციის, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის, ასევე სხვადასხვა საწარმოების მუშაკებს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობენ. ასეთი რამ ბევრ ქვეყანაში ხდება, მაგრამ უკრაინაში სისტემამ კორუმპირებული ხასიათი მიიღო: უკრაინის სამინისტროებს უფლება აქვთ ისეთი ბრძანებები გამოსცენ, რომელთა მიხედვით, რიგ კომპანიებს თავიანთი თანამშრომლების სამხედრო მობილიზაციიდან გათავისუფლება შეუძლიათ. შექმნილი სისტემა უფლებას აძლევს კორპორაციების ხელმძღვანელებს სამუშაოზე მიიღონ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივად, სამხედრო სამსახურში უნდა იქნენ გაწვეულნი და ფრონტზე უნდა იბრძოდნენ. შემოწმებით გაირკვა, რომ ბევრ შემთხვევაში ასეთი თანამშრომლები“ სამსახურებში არც დადიან, საკმარისია ხელფასი არ აიღონ, ან ხელმძღვანელებს დამატებითი ფული გადაუხადონ. „თეთრი ბილეთების“ მფლობელები 10-15 ათას დოლარს იხდიან, სამინისტროების ჩინოვნიკები და კომპანიების უფროსები კი ფულს ნიჩბებით ხვეტავენ! (ჩამოთვლილია კომპანიები COFCO Agri Resources, Тедіс-Україна და სხვები).
„უკრაინაში სახეზეა პლუტოკრატიის უმაღლესი ფორმა - სიცოცხლე ფულზე იცვლება. კორუფციის საზარელმა ჰიდრამ უკრაინა მთლიანად შთანთქა“, - წერს ავტორი.
შესაძლოა, ბევრს ჰგონია, რომ უკრაინაში დემოკრატიაა გამეფებული. მაგრამ განა კორუფციის დროს დემოკრატიაზე ლაპარაკი შეიძლება? ადამიანებს დევნიან, მათზე ძალადობენ და კლავენ. უკრაინა ტერორის სამეფოა (ჩამოთვლილია რიგი ფაქტები: ქალაქ კრივოი როგის ოპოზიციური მერის სიკვდილი, რომელსაც მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელი დაუპირისპირდა; ერთ-ერთი დეპუტატის სიკვდილი იმავე „ხალხის მსახურის“ ჩინოვნიკთან დაპირისპირების შემდეგ, რომელიც თვითმკვლელობად შეფასდა და საქმე „ჩაიფარცხა“... ამ საქმეებში ფიგურირებს პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ბირთვი.
და ამ დროს ვოლოდიმირ ზელენსკის, კორუმპირებული ქვეყნის მეთაურს, ყოველთვის ხელგაშლით ხვდება ევროპის „სულელი სამეული“ - კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი. საოცარია, რატომ არიან ისინი ჩაციკლულნი ვოლოდიმირ ზელენსკზე, რომელიც მათი მხარდაჭერით, ყველანაირ სამშვიდობო გეგმას უარყოფს? რატომ უჭერენ ისინი მხარს ტირანს და დიქტატორ ვოლოდიმირ ზელენსკის? კითხულობენ თუ არა ისინი „ნიუ-იორკ თაიმსს“ და „ვაშინგტონ პოსტს“?, ან „დეილი ტელეგრაფს“?
„სამეულს“ ჰგონია, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტია მომავალი წლის შუალედურ არჩევნებში დამარცხდება, ამერიკელები უპირატესობას ისევ დემოკრატებს მიანიჭებენ, დონალდ ტრამპის დიპლომატიური გეგმები ჩაიშლება და აშშ ისევ უკრაინისაკენ შებრუნდება. მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა, მეგობრული „სამეული“ ცდილობს უკრაინას დახმარება გაუწიოს. ისინი ყურადღებას არ აქცევენ კორუფციას, ტერორს... მათ არ აინტერესებთ იმ მდგომარეობის მიზეზი, რაშიც უკრაინაა ჩავარდნილი...
წყარო:
მსგავსი სიახლეები
"თურქეთის ინიციატივა: შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება?"-TRT
"ომის კავშირებითი კილო: "ეს რომ თავიდანვე გვცოდნოდა"-Українська правда
ევროკავშირის პრობლემა არა ბელგია, არამედ ტრამპია -Politico
"მრავალეროვნული სამხედრო ძალები - უკრაინის დასაცავად" -BBC
"ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს"-უცხოური პრესა
აშშ უკრაინას, დონბასის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს -Axios
"ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის"-Daily Express
"დონალდ ტრამპი: "ზელენსკი სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს - იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს"-The Daily Telegraph
"აშშ-ის ელჩი თურქეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს"-Cumhuriyet
"კიევი - განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?"-Neue Zürcher Zeitung
"უკრაინა ცეცხლს ეთამაშება!"-Cumhuriyet
"დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ჯარისკაცები არ ჰყოფნის"-The Economist
"რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება"-The Daily Telegraph
"თუ ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული სკანდალი არ დაამხობს, მაშინ პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების მსხვერპლი გახდება"-The Daily Telegraph
"კრემლთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა: ტრამპს შეუძლია უარი თქვას უკრაინასთან და რუსეთთან შუამავლობაზე?"-The Daily Telegraph
"მოლაპარაკების შემდეგ ომის დასასრული არ მოახლოებულა"-BBC
"მზად არიან თუ არა საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისთვის?"-Le Journal du Dimanche
"დონალდ ტრამპი შესაძლოა ზოგადად ინტერვენციის წინააღმდეგია,მაგრამ ლათინური ამერიკაში მისთვის მონროს დოქტრინა ძალაში რჩება"-The Daily Telegraph
"ტრამპი პაციფისტია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის იგი საშიში:ამერიკის პრეზიდენტი უკრაინას თავს ახვევს ქვეყნისთვის საზიანო სამშვიდობო გეგმას"- The Daily Telegraph
"რატომ სჭირდება ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ პუტინმა ტრამპის სამშვიდობო გეგმა უარყოს"-The Daily Telegraph