„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD

უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც ზელენსკი არ აპირებს | წერს გერმანული გამოცემა BILD ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.  ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლების 14 დეკემბრის შეხვედრის შესახებ გამოცემა გარკვეულ დეტალებს ავრცელებს.  "მაგიდაზე ომის „გაყინვის" ამერიკული 28-პუნქტიანი გეგმა დევს, რომელსაც კიევი მოსკოვის სასარგებლოდ მიკერძოებულად მიიჩნევს.  ძირითადი დავა ტერიტორიულია. გეგმის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები „დე ფაქტო აღიარებულია, როგორც რუსული", ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ფრონტის ხაზები გაყინულია." | ნათქვამია სტატიაში.  BILD-ის ცნობით, კიევი მზადაა დროებით „გაყინოს" ფრონტი და ფაქტობრივად დაკარგოს კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს მოთხოვნას, გაიყვანოს უკრაინული ჯარები დონეცკის რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან.  გამოცემის ცნობით, აშშ-მა კომპრომისი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც: უკრაინა დონეცკის რეგიონში დაახლოებით 5,600 კვადრატული კილომეტრით დაიხევა უკან და იქ „დემილიტარიზებული ეკონომიკური ზონა" შეიქნება. მოსკოვმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა იმ დათქმით, თუ იქ რეგულარული არმიის ნაცვლად, ეროვნულ გვარდიას შეიყვანს.  „ჩვენ ამას არ მივიღებთ. ეს უკრაინის არმიის კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა" | განუცხადა BILD-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.  პასუხად, კიევმა საკუთარი წინადადება წამოაყენა, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააჟღერა.  „თუ უკრაინის ჯარები უკან დაიხევენ, ვთქვათ, ხუთიდან ათ კილომეტრამდე, რატომ არ უნდა დაიხიონ რუსეთის ჯარებმაც იმავე მანძილზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე?" | ხაზგასმით აღნიშნა მან. 





მსგავსი სიახლეები
"მე ვუჩივლებ BBC-ის. მათ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს და საშინელი სიტყვები ჩამიდეს, რომელიც არ მითქვამს" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინას მოლაპარაკებებზე უთხრეს, რომ ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში დონეცკიდან ძალების გაყვანას უნდა დათანხმდეს – „როიტერი“
,,ტერიტორიულ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლიათ''- ფრიდრიხ მერცი
,ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ ,რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების 90% გადაჭრილია ''- Sky News
„მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“- ფრიდრიხ მერცი
Volkswagen-მა პირველად 1937 წლიდან გერმანიაში ქარხანა დახურა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD
,,აშშ ითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონბასიდან, კიევი კი არ თანხმდება ამ მოთხოვნაზე''- მედია
,,ნატოში უკრაინის არგაწევრიანება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია''-პესკოვი
ილჰამ ალიევი გეგმავს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ამნისტიას, რომელიც დაახლოებით 20 000 მსჯავრდებულს შეეხება
ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
პუტინი დონბასს თუ მიიღებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას -კაია კალასი
ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონელ კოლეგას: ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ
„დოიჩე ველე“ - ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს
,,კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას''- ლიზ ტრასი
,,ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება''- ფრიდრიხ მერცი
,,მოსკოვს ჯერ არ უნახავს ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები სამშვიდობო გეგმის შესახებ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციული იყოს''- იური უშაკოვი
,, თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა''- ლიზ ტრასი
პარიზში მშვიდობის მარში გაიმართა - დემონსტრანტებმა ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლა მოითხოვეს