,,ტერიტორიულ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლიათ''- ფრიდრიხ მერცი

 

უკრაინაში მშვიდობის დამყარების რეალური შანსი გვაქვს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბოლო დღეებში ჩვენ დავინახეთ დიდი დიპლომატიური იმპულსი, შესაძლოა, ყველაზე დიდი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ. ახლა ჩვენ გვაქვს შანსი უკრაინისთვის ნამდვილი სამშვიდობო პროცესის დასაწყებად", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მერცის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარეშე ბერლინში გამართული მოლაპარაკებების დროს დადებითი დინამიკა არ იქნებოდა.

„ჩვენ ვიცით ომის ფასი და ვიცით მშვიდობის ფასი", - განაცხადა მერცმა და ხაზი გაუსვა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის დიპლომატიურ ძალისხმევას.

მერცის თქმით, რუსეთი დროით თამაშობს და მაქსიმალურ მოთხოვნებს აყენებს, ამავდროულად კი ომს აგრძელებს.

„ეს ჩვენ გზიდან ვერ გადაგვახვევინებს. ჩვენ ხუთი მიზნისკენ მივისწრაფვით, რომლებზეც ჩვენ, უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები შევთანხმდით. პირველი ეხება ცეცხლის შეწყვეტისკენ სწრაფვას, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტს შეინარჩუნებს; მეორე, ეს ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს მხარდაჭერილი შეერთებული შტატებისა და ევროპელების სამართლებრივი და ფინანსური უსაფრთხოების გარანტიებით", - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მიერ უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება ნამდვილი პროგრესია.

„მესამე, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები. ეს არის ჩვენი ურთიერთგაგება, ეს არის ჩვენი საერთო წარმატება", - განაცხადა მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, ცეცხლის შეწყვეტამ არ უნდა იმოქმედოს უარყოფითად ნატო-სა და ევროკავშირის ერთიანობასა და სიძლიერეზე.

„და მეხუთე, ცეცხლის შეწყვეტამ უნდა შეინარჩუნოს უკრაინის ევროპული პერსპექტივა და ხელი შეუწყოს უკრაინის აღდგენას. გუშინ და დღეს ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ საერთო პოზიციაზე შეთანხმების კუთხით. კონფიდენციალურ საუბრებში ჩვენ დეტალურად ავხსენით ჩვენი პოზიციები და მოვუსმინეთ ერთმანეთს. იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს ჩვენ მივაღწევთ შემდგომ პროგრესს", - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ტერიტორიულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინელ ხალხს და ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლიათ.

„რაც შეეხება ტერიტორიულ საკითხს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლიათ, რომელიც აქ თავის ტერიტორიას იცავს. მინდა, კიდევ ერთხელ ნათლად განვაცხადო ეს. ეს უკრაინელი ხალხია, რომელიც თითქმის ოთხი წელია, დიდი მსხვერპლის ფასად იცავს თავის ტერიტორიას. აქაც ჩვენ სრულად ვეთანხმებით ერთმანეთს. უკრაინა მიიღებს გადაწყვეტილებას ასეთ ტერიტორიულ დათმობებზე. ჩვენ ერთმანეთს დეტალურად ავუხსენით ჩვენი პოზიციები კონფიდენციალურ შეხვედრებზე და ყურადღებით მოვუსმინეთ ერთმანეთს. იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს კიდევ უფრო მეტ პროგრესს მივაღწევთ. ამავდროულად, ჩვენ გვსურს დავარწმუნოთ მოსკოვი, შეწყვიტოს დროის გაწელვა და ცეცხლის შეწყვეტისკენ ისწრაფვოდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ, ევროპელები, გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას", - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მოლაპარაკებებში.

„ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გზის გასაკვლევად. ყველამ ვიცით ომის ფასი. ახლა დროა, ერთმანეთთან ვისაუბროთ მშვიდობის ფასზე. ეს მოიცავს უსაფრთხოების გარანტიების, ტერიტორიებისა და ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის საკითხებს. გუშინ და დღეს ბერლინში უკრაინელებს, ამერიკელებსა და ევროპელებს შორის ინტენსიური კონფიდენციალური მოლაპარაკებები გაიმართა. სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, პრეზიდენტ ტრამპის მომლაპარაკებლებმა, ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. მინდა, ძალიან ნათლად ვთქვა: მათი დაუღალავი ძალისხმევისა და პრეზიდენტ ტრამპის ერთგულების გარეშე, ჩვენ არ გვექნებოდა ის დადებითი იმპულსი, რომელიც ამჟამად გვაქვს, რაც შემდგომ პროგრესს განაპირობებს და უკრაინას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის არსებულ უფსკრულს ამცირებს", - განაცხადა მერცმა.

კანცლერის თქმით, შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული გარანტიები შესანიშნავია.

„ბერლინში აშშ-ის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი და ფინანსური გარანტიები ნამდვილად შესანიშნავია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რასაც ძალიან მივესალმები", - დასძინა მერცმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპმა „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და კომპენსაციის სახით ათი მილიარდი დოლარი მოითხოვა
"მე ვუჩივლებ BBC-ის. მათ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს და საშინელი სიტყვები ჩამიდეს, რომელიც არ მითქვამს" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინას მოლაპარაკებებზე უთხრეს, რომ ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში დონეცკიდან ძალების გაყვანას უნდა დათანხმდეს – „როიტერი“
,,ტერიტორიულ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლიათ''- ფრიდრიხ მერცი
,ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ ,რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების 90% გადაჭრილია ''- Sky News
„მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“- ფრიდრიხ მერცი
Volkswagen-მა პირველად 1937 წლიდან გერმანიაში ქარხანა დახურა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD
,,აშშ ითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონბასიდან, კიევი კი არ თანხმდება ამ მოთხოვნაზე''- მედია
,,ნატოში უკრაინის არგაწევრიანება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია''-პესკოვი
ილჰამ ალიევი გეგმავს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ამნისტიას, რომელიც დაახლოებით 20 000 მსჯავრდებულს შეეხება
ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
პუტინი დონბასს თუ მიიღებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას -კაია კალასი
ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონელ კოლეგას: ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ
„დოიჩე ველე“ - ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს
,,კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას''- ლიზ ტრასი
,,ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება''- ფრიდრიხ მერცი
,,მოსკოვს ჯერ არ უნახავს ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები სამშვიდობო გეგმის შესახებ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციული იყოს''- იური უშაკოვი
,, თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა''- ლიზ ტრასი