„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის - კანონმდებლობაში შემოდის ტერმინი „პროცესუუნარო“
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შედის და იმ ბრალდებულებს შეეხება, რომლებიც დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდნენ, პროცესუუნარო გახდნენ და მკურნალობას საჭიროებენ.
ცვლილებების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონით, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს და განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გრძელდება.
აღნიშნული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და დასკვნაში აღნიშნა, რომ ბრალდებულის მიერ საპროცესო უფლებებით სათანადოდ სარგებლობისათვის აუცილებელია, რომ იგი, სულ მცირე, ადეკვატურად აღიქვამდეს ბრალდების არსს, მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შინაარსს და ადვოკატთან ჰქონდეს ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი. საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნაში აღნიშნა, რომ იმ პირის დამნაშავედ ცნობა, რომელსაც არ შესწევს უნარი, ისეთი საპროცესო მოქმედებები განახორციელოს, რომლებიც ექსკლუზიურად მისი გასაკეთებელია და რომელთა სრულყოფილად ჩანაცვლება ვერ მოხდება თუნდაც საუკეთესო ადვოკატის მიერ, კონსტიტუციის მოთხოვნებს არ პასუხობს.
მომზადებული ცვლილებებით, კანონმდებლობაში ახალი ტერმინი „პროცესუუნარო" შემოდის. პროექტით, პროცესუუნარო პირია ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო არ შესწევს უნარი, ისეთი საპროცესო მოქმედება შეასრულოს, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.
თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდგომ პროცესუუნარო გახდება, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის მკურნალობის მიზნით საქმის არსებითი განხილვა, მაქსიმუმ, სამი თვის ვადით შეჩერდება ან არ დაიწყება. სამი თვის გასვლის შემდეგ კი პროცესი გაგრძელდება. სასამართლო გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს დღეს მოქმედი წესის შესაბამისად გამოიტანს.
პროექტით, თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება, თუ შუამდგომლობის ინიციატორი მხარე არის ბრალდების მხარე, ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა - აღნიშნული ვადა შეჩერდება.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე შვიდი პირი დააკავა
პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა
საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
"ადვოკატთა ასოციაცია" თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის - კანონმდებლობაში შემოდის ტერმინი „პროცესუუნარო“
,,ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნებას "უჩივის
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
საპატრულო პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა
პროკურატურამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მარნეულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ მოსწავლე დაჭრა
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად -ალექსანდრე დარახველიძე
პაატა სალია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს
"გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სუს-ში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია" - სუს-ი
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა