GCCA-მა "კატარის ავიახაზების" საქართველოს ფილიალს დარღვევა დაუდასტურა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „კატარის ავიახაზების" საქართველოს ფილიალის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელმა ისარგებლა „კატარის ავიახაზებით", რა დროსაც დაზიანდა მისი ჩემოდანი და მან აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა კომპანიას შესაბამისი რეაგირებისთვის, რაზეც „კატარის ავიახაზების" საქართველოს ფილიალისგან უარი მიიღო.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მომხმარებელმა კომპანიას მიმართა დადგენილი წესების თანახმად, 7-დღიან ვადაში, ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, თუმცა კომპანიის უარი დაეფუძნა იმ მიზეზს, რომ განაცხადი შევსებული არ იყო აეროპორტის ტერიტორიაზე.

სააგენტოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელი დაეყრდნო მოვაჭრის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც - ბარგის დაზიანების შემთხვევაში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ბარგის მიღებიდან შვიდი დღის ვადაში. აღნიშნული პირობა წარმოადგენს მომსახურების ხელშეკრულების არსებით კომპონენტს, რადგან იგი განსაზღვრავს მომხმარებლის უფლებას, მოითხოვოს მომსახურების შეუსრულებლობის/ნაკლოვანი შესრულების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება: ბარგის დაზიანების შეფასება და ზიანის ანაზღაურება.

გარდა ამისა, ვინაიდან GCCA-ი მსგავსი საქმეების განხილვისას ეყრდნობა საერთაშორისოდ მოქმედ წესებსა და კანონმდებლობას, ამ შემთხვევაში განსახილველ შემთხვევას ითვალისწინებს მონრეალის კონვენცია - „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ". კონვენციის თანახმად, დადგენილია გადამზიდველის პასუხისმგებლობა ბარგის განადგურების, დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში და განსაზღვრულია მომხმარებლის მიერ წერილობითი ფორმით მიმართვა კონკრეტული პასუხისმგებელი კომპანიის მიმართ, 7-დღიან ვადაში. საჩივრის განხილვის სხვა დამატებით ფორმალურ ბარიერებს კონვენცია არ ცნობს და ბათილად აცხადებს ნებისმიერ სახელშეკრულებო დათქმას, რომელიც მიზნად ისახავს მსგავს შემთხვევებში გადამზიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვას, ან შემცირებას.

ამასთან, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება გაუწიოს. განსახილველ შემთხვევაში კი, სწორედ 7-დღიანი ვადის დაცვა წარმოადგენდა მომსახურების პირობების ერთ-ერთ არსებით კომპონენტს, რომელიც მომხმარებლის მხრიდან დაცული იყო. შესაბამისად, ავიაკომპანიის უარი წარმოადგენს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობას.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში მომხმარებლის დარღვეული უფლება აღადგინოს.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
GCCA-მა "კატარის ავიახაზების" საქართველოს ფილიალს დარღვევა დაუდასტურა
,,ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1 იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება''- პრემიერი
16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა
საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ - მიხეილ ყაველაშვილი
ლალი მოროშკინას კულტურის დესპანის წოდება მიენიჭა
ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს
15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
თოვლმა უკვე ნახევარ მეტრს მიაღწია - რა მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება
ღვთის სასუფეველი - ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი''-მეუფე შიო
ქარმა მოგლიჯა ხეები, სახლებს სახურავები გადახადა, ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება - სტიქია კახეთში
მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – მეცნიერების კვლევა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ვრცელებს
წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
14 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი