ილონ მასკის ქონებამ $600 მილიარდს გადააჭარბა

ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის ქონების შეფასებამ $600 მილიარდს გადააჭარბა.


როგორც გავლენიანი გამოცემა Forbes-ი წერს, მასკის ქონების მკვეთრი ზრდა მისი კომპანიის, SpaceX-ის შეფასების $800 მილიარდამდე ზრდამ განაპირობა.

ამ მოცემულობით მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც აღნიშნულ ნიშნულს მიაღწია.

მულტიმილიარდელი კოსმოსური სფეროს ამერიკული გიგანტის აქციების 42%-ს ფლობს. შესაბამისად, მხოლოდ SpaceX-ში მისი ამჟამინდელი წილი $336 მილიარდით განისაზღვრება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის შეფასება ჯერ კიდევ აგვისტოში $400 მილიარდს არ სცდებოდა. ზრდა კი არამარტო წარმატებულმა სარაკეტო გამოცდებმა, არამედ საფონდო ბირჟაზე გამოჩენის დაანონსებამ განაპირობა. არსებობს მოლოდინი, რომ ბირჟაზე დალისტვის შემდეგ SpaceX-ის შეფასება $1.5 ტრილიონამდე გაიზრდება, რაც მომავალი წლის ბოლოსთვის მასკს ტრილიონერ ბიზნესმენად აქცევს.

როგორც ცნობილია, SpaceX-ი არ არის მასკის ერთადერთი კომპანია, რომელშიც ის დიდი მოცულობის წილებს ფლობს. მაგალითისთვის, ელექტრომობილების ამერიკული ინდუსტრიის გიგანტ Tesla-ში ბიზნესმენის წილი 12%-ია და $197 მილიარდადაა შეფასებული. მასკის ქონების ნაწილია აქციების 53%-იანი წილი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შექმნილ კომპანია xAI-შიც, რომლის საბაზრო შეფასებაც $60 მილიარდს შეადგენს.

აქვე უნდა განიმარტოს, რომ ილონ მასკის ქონება ბოლო 5 წელიწადში არნახული მასშტაბით გაიზარდა. ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში მისი ქონება $24.6 მილიარდს არ სცდებოდა. იმავე წლის აგვისტოში კი ქონების შეფასებამ $100 მილიარდს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მასკმა $500-მილიარდიან ნიშნულს სულ რაღაც ორი თვის წინ, 2025 წლის ოქტომბერში მიაღწია.

 





მსგავსი სიახლეები
ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე პარტიამ უარი თქვა დაესწროს პარლანენტის სხდომას, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოდის
,,უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა უსამართლო ომის შედეგად მიადგა''- მაკა ბოჭორიშვილი
პოლონეთის პრეზიდენტი: ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა იყოს მთავარი პირი, რომელიც დაინტერესებულია პოლონეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნით
,,უკრაინის მიერ შეთავაზებული საშობაო ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზეა დამოკიდებული''-პესკოვი
ბელგიამ უარყო ევროკომისიის მიერ შეთავაზებული დათმობები უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსებული 210 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გასაცემად
გერმანიასა და საფრანგეთში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა შემცირდა''- Politico
რუსეთს სურს მშვიდობა და არა ზავი, ჩვენ გვინდა ამ ომის შეჩერება, ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფა -დიმიტრი პესკოვი
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა
ილონ მასკის ქონებამ $600 მილიარდს გადააჭარბა
დონალდ ტრამპმა „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და კომპენსაციის სახით ათი მილიარდი დოლარი მოითხოვა
"მე ვუჩივლებ BBC-ის. მათ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს და საშინელი სიტყვები ჩამიდეს, რომელიც არ მითქვამს" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინას მოლაპარაკებებზე უთხრეს, რომ ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში დონეცკიდან ძალების გაყვანას უნდა დათანხმდეს – „როიტერი“
,,ტერიტორიულ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლიათ''- ფრიდრიხ მერცი
,ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ ,რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების 90% გადაჭრილია ''- Sky News
„მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“- ფრიდრიხ მერცი
Volkswagen-მა პირველად 1937 წლიდან გერმანიაში ქარხანა დახურა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD
,,აშშ ითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონბასიდან, კიევი კი არ თანხმდება ამ მოთხოვნაზე''- მედია
,,ნატოში უკრაინის არგაწევრიანება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია''-პესკოვი
ილჰამ ალიევი გეგმავს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ამნისტიას, რომელიც დაახლოებით 20 000 მსჯავრდებულს შეეხება