მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით, ამის უფლებას არავის მივცემთ -შალვა პაპუაშვილი

მარტა კოსის განცხადებაში იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უსმინოს ქართველ ხალხს. მას წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ქართველ ხალხს, გაგნებაში არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის უპატივისმცემლობა, მეურვეობითი დამოკიდებულების მცდელობა და ყველაზე სახიფათო გზა, რომელსაც ადგას ევროპული ბიუროკრატია.

„არ დავივიწყოთ, რომ ეს ის მარტა კოსია, რომლის პარტია „ალდე" თანამშრომლობს ტერორისტთან. ვიდრე „ალდე" და მარტა კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია. დღემდე „ალდე" არის პარტია, რომელიც თანამშრომლობს ტერორისტთან და რომლის თანამებრძოლიც არის ტერორისტი. ასე რომ, საქმე როდესაც გვაქვს ევროკომისართან, რომელიც არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიის წევრი, ამ საკითხს სერიოზულად ვერ განვიხილავთ. მინდა, გამოვყო ერთი საკითხი, ერთი წითელი ხაზი, რომელიც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ბრიუსელს. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულების მცდელობა, რომელიც აქვთ საქართველოს მიმართ.

მარტა კოსის განცხადებაშიც იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უსმინოს ქართველ ხალხს. რამდენადაც ვიცი, კოსი ოფიციალურად ნამყოფი არ არის საქართვფელოში, კერძო ვიზიტით თუ იყო, არ ვიცი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მარტა კოსი საქართველოში იმყოფებოდა, იყო, ჩვენს თავზე რომ გადაგვიფრინა და სომხეთსა და ბაქოში ჩავიდა. მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ქართველ ხალხს, გაგნებაში არ არის. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატი თავს აძლევს უფლებას, ამგვარი მორალური პედესტალით, მეურვეობითი დამოკიდებულებით ისაუბროს ქართველი ხალხის ხელისუფლებასთან, ეს არის ქართველი ხალხის უპატივისმცემლობა, ჩვენი ნაკლები ხარისხის ადამიანებად ჩათვლა, თითქოს ქართველებს არ შეგვიძლია ჩვენი თავის მართვა, ხელისუფლების არჩევა და ჩვენი ინტერესების წარმომადგენლების ყოლა ხელისუფლებაში. ეს არის ყველაზე სახიფათო გზა, რომელსაც ადგას ევროპული ბიუროკრატია. რამდენჯერმე ვისაუბრე, თუმცა, ვატყობ, ეს ყველაფერი არ ჰყოფნით და მაინც აგრძელებენ. ამიტომ, დღეიდან ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ.

ყველა უცხოელი, ვინც ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, არ არის ქართველი ხალხის მეგობარი, ის არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი მასზე ნაკლებია რაღაცით. საქართველოს მოსახლეობამ 2012 წელს, 2020 წელს, 2024 წელს მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას" და იმავე რაოდენობის, მილიონ ასი ათასმა ადამიანმა ახლახან, ორი თვის წინ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებას. რას ამბობს მარტა კოსი, რომ ეს ხალხი ხალხი არ არის? რაიმე ქვეადამიანები არიან და მაღალი კასტის წარმომადგენლები გველაპარაკებიან დაბალი კასტის წარმომადგენლებს?

ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის ნაცვლად და ქართველი ხალხის სახელით. არცერთ ქართველს არ მიუცია მისთვის არც ლეგიტიმაცია, არც უფლება, ისაუბრონ ქართველი ხალხის სახელით, ესაუბრონ ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას. ასეთი ევროპა არსებობდა, ოღონდ 100, 150, 200 წლის წინ, სხვა ხალხებს რომ ესაუბრებოდა, მეურვეობითი დამოკიდებულება რომ ჰქონდა, თითქოს მათ უკეთ იცოდნენ, როგორი იყო სხვა ხალხების ინტერესები. აქეთ ნუ მიაქანებენ, იმდენს ნუ იზამენ, რომ საბჭოთა კავშირს გადაასწრონ, ნუ დაუბრუნდებიან იმ ევროპას, რომელიც სხვა ხალხების სახელით საუბრობდა, თავს უფლებას აძლევდა, სხვა ხალხებისთვის ჭკუა ესწავლებინა. ამიტომ, რამდენი განცხადებაც იქნება, კომისარი იქნება თუ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც გაბედავს, ისაუბროს ქართველი ხალხის ნაცვლად, მისი სახელით, ყველას მივუთითებთ, რომ ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის უპატივისმცემლობა და წითელი ხაზი. კოსის ერთი ფრაზა - ხელისუფლება ხალხს უსმენს, ნიშნავს, რომ გვაუქმებენ, როგორც დამოუიკიდებელ ქვეყანას, გვაუქმებენ, როგორც ერს, როგორც სახელმწიფოს, ხალხს, რომელსაც აქვს თავისი სუვერენიტეტი და იბრძოლა ამისთვის. ამიტომ, ამის უფლებას არავის მივცემთ და შეეშვან ამ დამოკიდებულებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა: „იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია".

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერი - მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით
,,არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი ''- პრემიერი
,,ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან''- პრემიერი
,,აბსურდია საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისისს ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს''- ირაკლი კობახიძე
„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ ''- პრემიერი
,,თურქმენეთში, ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით''- ირაკლი კობახიძე
,,აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძლიან მეგობრული შეხვედრა- აზერბაიჯანი ჩვენი გამორჩეული მეგობარია''- ირაკლი კობახიძე
,,საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი''- პრემიერი
,, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,თუ, თავის დროზე, პოლიტიკურად იყო უფრო მეტად აქტუალური ვიზალიბერალიზაციის საკითხი, დღეს, რეალურად, ამ საკითხსაც დააკარგვინეს ყოველგვარი პოლიტიკური აქტუალობა''- ირაკლი კობახიძე
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას''- კაია კალასი
,,მოლოდინი იმის, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებები იქნება ხისტი, რა თქმა უნდა არსებობს''- ვოლსკი
,,საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში - ეს ძალიან დადებითი ელემენტია''- ალენ ბერსე
უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა - 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში კაუჩუკის ექსპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
,,პრაგმატული პოლიტიკის მიზანია დეოკუპაცია''- ლევან მახაშვილი
მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით, ამის უფლებას არავის მივცემთ -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -შალვა პაპუაშვილი
დონალდ ტრამპის საქმე არის დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში „ბიბისი“ პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა -შალვა პაპუაშვილი