საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორთან, შეიხ საუდ ბინ აბდულა ალ-მუაჯიბთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსი ბიძინა ქუმსიაშვილი, საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და საუდის არაბეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურასა და საუდის არაბეთის სამეფოს პროკურატურას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი - პრედიკატი დანაშაულის, ტერორიზმის, მისი დაფინანსების და ფულის გათეთრების სფეროში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დელეგაციის წევრებთან ერთად ექსტრემისტული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ცენტრის (ETIDAL) სათავო ოფისში შეხვედრა გამართა ცენტრის გენერალურ მდივანთან დოქტორ მანსურ ალ-შამარისთან.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შეხვედრა გამართა, ეროვნული უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მეთაურთან, ბრიგადის გენერალთან ომარ ბინ აიდა ალ-ტალჰისთან.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე შვიდი პირი დააკავა
პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა
საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
"ადვოკატთა ასოციაცია" თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის - კანონმდებლობაში შემოდის ტერმინი „პროცესუუნარო“
,,ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნებას "უჩივის
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
საპატრულო პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა
პროკურატურამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მარნეულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ მოსწავლე დაჭრა
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად -ალექსანდრე დარახველიძე
პაატა სალია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს
"გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სუს-ში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია" - სუს-ი
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა