,,პრაგმატული პოლიტიკის მიზანია დეოკუპაცია''- ლევან მახაშვილი

 

პარლამენტის ევროინტეგრციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ის მინიმუმი, რაც საფუძვლად უნდა დაედოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას.

მისივე თქმით, რუსეთი დღემდე ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ კალუგინის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული" არ გახდება".

ლევან მახაშვილის განცხადებით, აუცილებელია, სიტყვები კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატოს.

„წესითა და რიგით, საქართველოს ყველა ხელისუფლების ინტერესი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება იმ მიზნით, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ეს უნდა იყოს და არის მთავარი ამოსავალი წერტილი ამ ურთიერთობების ნორმალიზების. ამ ნორმალიზებას სხვა მიზანი არ ექნება. ისეთ პირობაზე ვსაუბრობ, რაზეც მგონი, ყველა ვთანხმდებით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ის მინიმუმი, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ურთიერთობის ნორმალიზებას. რუსეთი დღემდე ახორციელებს საქართველოს ოკუპაციას. სიტყვები ერთია, მაგრამ აუცილებელია, სიტყვები კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატოს. ამ ნაწილში სერიოზული მანიშნებელი იქნება ის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მზაობა გამოთქვას. ეს იქნებოდა სერიოზული განაცხადი და არა უბრალოდ სიტყვების, არამედ პოლიტიკის დონეზე. ამიტომ, ნუ ვიჩქარებთ. ბოლო რამდენი წელია, ხმამაღლა ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომლის პრინციპია ის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს იმ მეზობლებთან, ვისთანაც ახლა გვაქვს. ხოლო რუსეთთან, რომელიც დღემდე აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, მშვიდობიანი და რაციონალური პოლიტიკა გვქონდეს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამაზე საუბარი მარტივია, არათუ დასამალია, არამედ შიგნით და გარეთ ვამბობთ, რომ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომლის მიზანია საქართველოს დეოკუპაცია. რაციონალური და საღი ნაბიჯების გადადგმისთვის მზად ვართ ერთი მიზნით და არაფერი ამის გარეშე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღგენა", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერი - მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით
,,არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი ''- პრემიერი
,,ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან''- პრემიერი
,,აბსურდია საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისისს ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს''- ირაკლი კობახიძე
„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ ''- პრემიერი
,,თურქმენეთში, ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით''- ირაკლი კობახიძე
,,აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძლიან მეგობრული შეხვედრა- აზერბაიჯანი ჩვენი გამორჩეული მეგობარია''- ირაკლი კობახიძე
,,საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი''- პრემიერი
,, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,თუ, თავის დროზე, პოლიტიკურად იყო უფრო მეტად აქტუალური ვიზალიბერალიზაციის საკითხი, დღეს, რეალურად, ამ საკითხსაც დააკარგვინეს ყოველგვარი პოლიტიკური აქტუალობა''- ირაკლი კობახიძე
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას''- კაია კალასი
,,მოლოდინი იმის, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებები იქნება ხისტი, რა თქმა უნდა არსებობს''- ვოლსკი
,,საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში - ეს ძალიან დადებითი ელემენტია''- ალენ ბერსე
უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა - 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში კაუჩუკის ექსპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
,,პრაგმატული პოლიტიკის მიზანია დეოკუპაცია''- ლევან მახაშვილი
მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით, ამის უფლებას არავის მივცემთ -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -შალვა პაპუაშვილი
დონალდ ტრამპის საქმე არის დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში „ბიბისი“ პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა -შალვა პაპუაშვილი