საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთესთან (ყურაშვილი) დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთესთან (ყურაშვილი) დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) ბოლო პერიოდში, მასმედიის საშუალებით თუ ამბიონიდან ქადაგებებისას, გამუდმებით გამოთქვამდა საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრების თუ ცალკეული სასულიერო პირების მისამართით უსამართლო ბრალდებებს და აკეთებდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს.
აღნიშნულის გამო, ამა წლის 16 სექტემბერს მასთან შედგა გასაუბრება, სადაც მან განაცხადა, რომ გაითვალისწინებდა და შეწყვეტდა მსგავს განცხადებებს, თუმცა ეს პირობა 28 სექტემბერს დაარღვია.
ამის შემდეგ იგი ორგზის იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზეც, რომელზეც არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისთვის ერთხელ საყვედური გამოეცხადა, ხოლო მეორედ ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა.
შემდეგ, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, არქიმანდრიტ დოროთეს კომისიის სახელით გაეგზავნა წერილი, რომელშიც იყო შეგონება და ქრისტესმიერ ძმობაში დაბრუნებისკენ მოწოდება(რომელსაც ვასაჯაროვებთ). თუმცაღა, მიუხედავად ზემოაღნიშნული ღონისძიებებისა, არქიმანდრიტმა დოროთემ კვლავ გააგრძელა უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებები საეკლესიო იერარქების მიმართ, რის გამოც, იგი ისევ იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზე მიმდინარე წლის 16 დეკემბერს.
გამომდინარე იქიდან, რომ არქიმანდრიტმა დოროთემ კომისიაზე დაბარების ცნობის მიღების შემდეგ, ქადაგებისას და, ასევე, სატელევიზიო გამოსვლებისას კვლავ გამოთქვა ეკლესიის იერარქების მისამართით შეურაცხყოფა და უსამართლო ბრალდებები, 15 დეკემბერს, ქორეპისკოპოსების, სინოდალური კომისიის წევრი მღვდელმთავრების, აგრეთვე ცალკეული სასულიერო პირების - საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერისა და პატრიარქის მდივნის მიერ გადაწყდა, შუამდგომლობით მიემართათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის არქიმანდრიტ დოროთესთვის (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების შეჩერების თაობაზე. მისმა უწმინდესობამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა", - ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
ბრიტანულმა გამოცემა Independent-მა საქართველო 2026 წლის შვიდ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა
საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთესთან (ყურაშვილი) დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
GCCA-მა "კატარის ავიახაზების" საქართველოს ფილიალს დარღვევა დაუდასტურა
,,ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1 იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება''- პრემიერი
16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა
საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ - მიხეილ ყაველაშვილი
ლალი მოროშკინას კულტურის დესპანის წოდება მიენიჭა
ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს
15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
თოვლმა უკვე ნახევარ მეტრს მიაღწია - რა მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება
ღვთის სასუფეველი - ეს არის სიყვარულის სასუფეველი, ურთიერთსიყვარულის სასუფეველი''-მეუფე შიო
ქარმა მოგლიჯა ხეები, სახლებს სახურავები გადახადა, ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება - სტიქია კახეთში