,,ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი''- პრემიერი
ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესების ოპტიმიზმის ზოგადი და კონკრეტული საფუძველი ასევე არის ომის დამთავრება უკრაინაში.
„ევროკავშირი დღითიდღე სუსტდება, წლიდან წლამდე სუსტდება. მე არაერთხელ ვთქვი და რაზეც ვსაუბრობდი, პირდაპირ ჩაიწერა აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში. პირდაპირ თქვეს, ოღონდ იქ ციფრები რატომღაც სხვანაირად იყო მოყვანილი, 14% თქვეს, სინამდვილეში 17,5%-მდე არის ჩამოსული მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის ეკონომიკის წილი 30%-დან. 2008 წელს იყო 30% და შარშან იყო 17,5% და წელს სავარაუდოდ დამატებით 17%-მდე შემცირდება. ევროკავშირს წლიდან წლამდე უკუსვლა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ყველა მიმართულებით არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტენდენციები არის ძალიან მძიმე. ომის დამთავრება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი. ევროკავშირის დასუსტება იქნება თუ არა ის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე სამართლიანად საუბარს, ეს არ ვიცი. ჩვენთვის მთავარი ინტერესია, ევროკავშირში შემობრუნდეს ის ტენდენციები, რომელიც დღეს არის. უკუსვლა თუ იქნება ასე გაგრძელებული, ეკონომიკური, დემოკრატიული, ადამიანის უფლებების კუთხით და ა.შ, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც იცვლება მთლიანად მოცემულობა, რადგან ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა ჩვენთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამ პირობებში, ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირშ შემობრუნდეს ის უარყოფით ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
პრემიერი - მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით
,,არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი ''- პრემიერი
,,ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან''- პრემიერი
,,აბსურდია საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისისს ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს''- ირაკლი კობახიძე
„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ ''- პრემიერი
,,თურქმენეთში, ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით''- ირაკლი კობახიძე
,,აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძლიან მეგობრული შეხვედრა- აზერბაიჯანი ჩვენი გამორჩეული მეგობარია''- ირაკლი კობახიძე
,,საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი''- პრემიერი
,, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,თუ, თავის დროზე, პოლიტიკურად იყო უფრო მეტად აქტუალური ვიზალიბერალიზაციის საკითხი, დღეს, რეალურად, ამ საკითხსაც დააკარგვინეს ყოველგვარი პოლიტიკური აქტუალობა''- ირაკლი კობახიძე
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას''- კაია კალასი
,,მოლოდინი იმის, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებები იქნება ხისტი, რა თქმა უნდა არსებობს''- ვოლსკი
,,საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში - ეს ძალიან დადებითი ელემენტია''- ალენ ბერსე
უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა - 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში კაუჩუკის ექსპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
,,პრაგმატული პოლიტიკის მიზანია დეოკუპაცია''- ლევან მახაშვილი
მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით, ამის უფლებას არავის მივცემთ -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -შალვა პაპუაშვილი
დონალდ ტრამპის საქმე არის დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში „ბიბისი“ პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა -შალვა პაპუაშვილი