,,საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით''- ირაკლი კობახიძე

 

ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში" განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით.

 

„შესაბამისად, რასაც ისინი გადაწყვეტენ, ის მოხდება ევროკავშირში. ეს ჩანაწერები რაც არის მოცემული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტში ევროკავშირის შესახებ, არ გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას, რადგან პირდაპირ ვხედავთ საფუძვლიან კრიტიკას, მაგრამ ეს საფუძვლიანი კრიტიკა არ ისმოდა მანამდე ამერიკულ დოკუმენტებში. რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით მთელი ამ 3-4 წლის განმავლობაში, ზუსტად იგივე წერია ამ დოკუმენტში. შეიძლება, ეს ვიღაცამ წაიკითხოს ისე, რომ პირიქით ამ ტენდენციების ხელშეწყობა შეიძლება გაგრძელდეს კონკრეტული ძალების მხრიდან, ვნახოთ, ამ მარჩიელობაში ჩვენ ვერ შევალთ. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ მუშაობენ ერთმანეთთან მსხვილი ძალები - აშშ და ევროკავშირი. უბრალოდ ჩვენს ინტერესებშია ევროკავშირი გაძლიერდეს და როგორც წერია ამ დოკუმენტში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შემოტრიალდეს დადებითისკენ ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც არის ევროკავშირში ჩამოყალიბებული. თუ ეს მოხერხდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო სუბიექტურად ჩვენთვის, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა, ჩვენ ყველას გული შეგვტკივა ევროპის კონტინენტზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, ევროპა გამორჩეული იყო ორი რამით ყველა სხვა დიდი სუბიექტისგან მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის მაღალი ხარისხი და იდენტობის მაღალი ხარისხი.

 

„2008 წელს ევროკავშირი იყო პირველ ადგილზე, როდესაც ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 19 ტრილიონზე მეტი, აშშ-ის იყო 15 ტრილიონი 2008 წელს და ჩინეთის იყო 4 ტრილიონი. ახლა ჩინეთი არის 18 ტრილიონი, აშშ თითქმის 30 ტრილიონი და ევროკავშირი არის დარჩენილი 19 ტრილიონზე. ხედავთ, როგორი ტენდენციებია მსოფლიოს მასშტაბით. ევროკავშირის ჰქონდა ერთი ძლიერი მხარე, ძლიერი კეთილდღეობის დონე, მაღალი დონე და მეორე ეს იყო იდენტობის მაღალი ხარისხი. ერთადერთი სუბიექტი იყო მსოფლიო მასშტაბით, რომელიც გამოირჩეოდა ერთდროულად ამ ორი რამით. მაღალი ხარისხი კეთილდღეობის და მაღალი ხარისხი იდენტობის. ხედავთ, რომ ევროკავშირი წლიდან წლამდე სწრაფი ტემპებით კარგავს ერთსაც და მეორესაც. კეთილდღეობასაც და იდენტობასაც. ეს კიდევ ერთხელ არის იმ არაფორმალური ძალების ინტერესების  შედეგი, რომლებიც კარნახობენ თავიდან ბოლომდე განვითარების ტენდენციებს ევროკავშირს. ეს თუ გაგრძელდა, ევროპას მძიმე მომავალი ექნება. ჩვენ შეგვტკივა გული არა მხოლოდ ევროკავშირზე როგორც ინსტიტუტების ერთობლიობაზე და პოლიტიკურ სუბიექტზე, ჩვენ პირველ რიგში ევროპის კონტინენტზე შეგვტკივა გული და იმ პროცესებზე, რაც დაკავშირებულია კეთილდღეობის შემცირებასა და იდენტობის დასუსტებასთან. ჩვენ ზოგადი იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირში ეს ტენდენციები შემობრუნდება, ამაში რა როლს  შეასრულებს აშშ, უნდა დაველოდოთ ჩვენ გაგვიჭრდება 100-პროცენტიანი პროგნოზის გაკეთება ამასთან დაკავშირებით. ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ აშშ-ს მხრიდან დადებითი გავლენა ექნება იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროკავშირში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არაფორმალური ძალები რა გავლენას მოახდენენ ევროკავშირში განვითარებულ პროცესებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერი - მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით
,,არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი ''- პრემიერი
,,ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან''- პრემიერი
,,აბსურდია საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისისს ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს''- ირაკლი კობახიძე
„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ ''- პრემიერი
,,თურქმენეთში, ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით''- ირაკლი კობახიძე
,,აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძლიან მეგობრული შეხვედრა- აზერბაიჯანი ჩვენი გამორჩეული მეგობარია''- ირაკლი კობახიძე
,,საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი''- პრემიერი
,, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,თუ, თავის დროზე, პოლიტიკურად იყო უფრო მეტად აქტუალური ვიზალიბერალიზაციის საკითხი, დღეს, რეალურად, ამ საკითხსაც დააკარგვინეს ყოველგვარი პოლიტიკური აქტუალობა''- ირაკლი კობახიძე
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას''- კაია კალასი
,,მოლოდინი იმის, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებები იქნება ხისტი, რა თქმა უნდა არსებობს''- ვოლსკი
,,საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში - ეს ძალიან დადებითი ელემენტია''- ალენ ბერსე
უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა - 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში კაუჩუკის ექსპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
,,პრაგმატული პოლიტიკის მიზანია დეოკუპაცია''- ლევან მახაშვილი
მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით, ამის უფლებას არავის მივცემთ -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -შალვა პაპუაშვილი
დონალდ ტრამპის საქმე არის დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში „ბიბისი“ პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა -შალვა პაპუაშვილი