„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ ''- პრემიერი
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავადაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგადოება არის ჯანსაღი და პრაგმატული პოლიტიკის მომხრე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თურქმენეთში მისი ვიზიტის დროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ყოფნას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 35 წლის თავზე მსგავსი სტანდარტებით მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა.
„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ - მათ სურთ, რომ ხელისუფლებას გამოაცალონ ის პრაგმატული საფუძვლები, რომლებიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკის წარმოებისას. ამის გაგრძელება იყო ეს სპეკულაციური კამპანიაც. მე მახსენდება 1990 წელი, როცა კონკრეტულმა ადამიანებმა გადაკეტეს სამტრედიის რკინიგზა იმისათვის, რომ მოერღვიათ საბჭოთა სისტემა. სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვით უნდოდათ საბჭოთა სისტემის მოშლა და მორღვევა. დაახლოებით, ამ დონეზე არიან ეს ადამიანები. თუმცა მაშინ კიდევ ვერ გაამტყუნებდი იმ ადამიანებს, ქვეყანას ახალი მოპოვებული ჰქონდა დამოუკიდებლობა, არც ჰქონდა დამოუკიდებლობა მოპოვებული, პოლიტიკა მანამდე არც არსებობდა, გამოცდილება არ არსებობდა და მაშინ ცხელ გულზე შეიძლებოდა, ადამიანებს ასეთი რამ გაეკეთებინათ, მაგრამ დღეს, როდესაც 35 წლის თავზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი სტანდარტებით მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, ისინი დავალებებს ასრულებენ, იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც დღემდე აწარმოებდა. ეს არის ცარიელი სპეკულაციები, თვითონაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ აქედან მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგადოება არის ჯანსაღი და პრაგმატული პოლიტიკის მომხრე,"- განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
პრემიერი - მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით
,,არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი ''- პრემიერი
,,ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან''- პრემიერი
,,აბსურდია საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისისს ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს''- ირაკლი კობახიძე
„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ ''- პრემიერი
,,თურქმენეთში, ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით''- ირაკლი კობახიძე
,,აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძლიან მეგობრული შეხვედრა- აზერბაიჯანი ჩვენი გამორჩეული მეგობარია''- ირაკლი კობახიძე
,,საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი''- პრემიერი
,, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,თუ, თავის დროზე, პოლიტიკურად იყო უფრო მეტად აქტუალური ვიზალიბერალიზაციის საკითხი, დღეს, რეალურად, ამ საკითხსაც დააკარგვინეს ყოველგვარი პოლიტიკური აქტუალობა''- ირაკლი კობახიძე
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას''- კაია კალასი
,,მოლოდინი იმის, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებები იქნება ხისტი, რა თქმა უნდა არსებობს''- ვოლსკი
,,საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში - ეს ძალიან დადებითი ელემენტია''- ალენ ბერსე
უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა - 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში კაუჩუკის ექსპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
,,პრაგმატული პოლიტიკის მიზანია დეოკუპაცია''- ლევან მახაშვილი
მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით, ამის უფლებას არავის მივცემთ -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -შალვა პაპუაშვილი
დონალდ ტრამპის საქმე არის დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში „ბიბისი“ პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა -შალვა პაპუაშვილი