,,ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან''- პრემიერი

 

ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან. აქაც ველოდებით აშშ-ის პოზიციას. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავარია, რომ ქვეყანამ განაგრძოს იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც აქვს არჩეული.

„მთავარია, რომ ჩვენ განვაგრძოთ იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც გვაქვს არჩეული. რაც შეეხება აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობებს, აქაც აბსოლუტურად გაცხადებულია ჩვენი სურვილი და მიზანი. ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან. აქაც ველოდებით აშშ-ის პოზიციას. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ", - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა კობახიძემ ისაუბრა აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებზე და თქვა, რომ აშშ-ში აშკარად ჩანს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და ე.წ. „დიფ სთეითს" შორის, რომელთაც აქვთ გავლენა ჯერ კიდევ აშშ-ზე.

მისივე თქმით, თუ ტრამპის ადმინისტრაციასა და არაფორმალურ ძალებს შორის ბრძოლაში, საბოლოოდ, არაფორმალური ძალები გაიმარჯვებენ, ევროკავშირის უკუსვლის პროცესი იქნება შეუქცევადი, ხოლო თუ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში, მეტი შანსი ექნება ევროკავშირს პოზიციების გასაძლიერებლად.

„აქ მთავარი არ არის აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები, მთავარია, რა აინტერესებთ არაფორმალურ ძალებს და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ის, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება, ამ შემთხვევაში, ამერიკული დოკუმენტების ჩანაწერებიდან. არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ ომის, მათ შორის, ბოლო ომების და ბოლო ომის მთავარი მსხვერპლი მსოფლიოს დიდ სუბიექტებს შორის, რა თქმა უნდა იყო ევროკავშირი. მათ შორის, ყველაზე დიდი ზიანი მიიღო უკრაინამ, უკრაინის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, მაგრამ დიდ მოთამაშეებს შორის, ყველაზე მსხვილ მოთამაშეებს შორის, მთავარი მსხვერპლი ამ ომისა იყო - ევროკავშირი. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ეკონომიკა, ის უმძიმესი ეკონომიკური ზიანი, რომელიც მიიღო ევროკავშირმა და ეს ზიანი დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც თანდათან მოხდა ევროკავშირისა და რუსეთის დაშორიშორება. ამით ევროკავშირმა თანდათან დაკარგა წვდომა რუსულ ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის და მთლიანად ევროპის ეკონომიკის განვითარებისთვის და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებმა დაკარგეს წვდომა იაფ, რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. ეს იყო მთავარი მიზანი ჩვენი აზრით იმ ომის, რომელიც დაიწყო, საბოლოო ჯამში, ჯერ 2008 წელს საქართველოში, შემდეგ ორი ომი იყო უკრაინაში. მთავარი მსხვერპლი იყო ევროპა და ევროკავშირი. შედეგები არის სახეზე - ეკონომიკა ჩამოვიდა 30 %-დან 17.5 %-მდე, დაკარგეს იდენტობა, არის მძიმე პრობლემები ინდუსტრიაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ევროკავშირი არის მთავარი მსხვერპლი. რასაც ვკითხულობთ ჩვენ იმ დოკუმენტიდან, რომელიც გამოქვეყნდა, შეიძლება აღვიქვათ, როგორც ნიშანი იმისა, რომ ვიღაცას ეს საქმე აქვს ბოლომდე მისაყვანი - რასაც ჰქვია ევროკავშირის საბოლოო დასუსტება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. აშშ-ში აშკარად ჩანს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და ე.წ. „დიფ სთეითს" შორის, ანუ არაფორმალურ ძალებს შორის, რომელთაც აქვთ გავლენა ჯერ კიდევ აშშ-ზე და აქვთ არსებითი, გადამწყვეტი გავლენა ევროკავშირზე. მთავარი იქნება ის, თუ რით დასრულდება ეს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და არაფორმალურ ძალებს შორის. თუ არაფორმალური ძალები საბოლოოდ გაიმარჯვებენ, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის უკუსვლის პროცესი იქნება შეუქცევადი. თუ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში, მეტი შანსი აქვს ევროკავშირს, რომ გაიძლიეროს პოზიციები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესებს,"- განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერი - მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით
,,არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი ''- პრემიერი
,,ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან''- პრემიერი
,,აბსურდია საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისისს ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს''- ირაკლი კობახიძე
„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ ''- პრემიერი
,,თურქმენეთში, ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით''- ირაკლი კობახიძე
,,აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძლიან მეგობრული შეხვედრა- აზერბაიჯანი ჩვენი გამორჩეული მეგობარია''- ირაკლი კობახიძე
,,საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი''- პრემიერი
,, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,თუ, თავის დროზე, პოლიტიკურად იყო უფრო მეტად აქტუალური ვიზალიბერალიზაციის საკითხი, დღეს, რეალურად, ამ საკითხსაც დააკარგვინეს ყოველგვარი პოლიტიკური აქტუალობა''- ირაკლი კობახიძე
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას''- კაია კალასი
,,მოლოდინი იმის, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებები იქნება ხისტი, რა თქმა უნდა არსებობს''- ვოლსკი
,,საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში - ეს ძალიან დადებითი ელემენტია''- ალენ ბერსე
უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა - 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში კაუჩუკის ექსპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
,,პრაგმატული პოლიტიკის მიზანია დეოკუპაცია''- ლევან მახაშვილი
მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით, ამის უფლებას არავის მივცემთ -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -შალვა პაპუაშვილი
დონალდ ტრამპის საქმე არის დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში „ბიბისი“ პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა -შალვა პაპუაშვილი