,,არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი ''- პრემიერი

 

„ბიბისის" სტანდარტები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არის ფაქტობრივად ნულამდე დასული. ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც  არის ამ ტელევიზიაში შექმნილი, თუმცა ჩვენთვის პრინციპულია, რომ ვამხილოთ ის ტყუილი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაავრცელეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში" განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ბიბისის" წინააღმდეგ დავის დაწყება ძალიან მალე იგეგმება.

„ზეგ გვაქვს შეკრება, სადაც სარჩელის შინაარსსაც განვიხილავთ და მალე დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი პროცესი. პირველ რიგში შევიტანთ შესაბამის სარჩელს იქაურ მარეგულირებელ კომისიაში, ბრიტანულ კომისიაში და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ შესაბამის ინსტანციებს. 10 მილიარდს მოვითხოვთ თუ არა, არ ვიცით. ფინანსური მოთხოვნა ნაკლებად აქტუალურია, ჩვენთვის მთავარია, რომ ის სამარცხვინო ტყუილი უარყოს „ბიბისიმ", რომელიც მათ გაავრცელეს სრულიად შეგნებულად, დაკვეთით და  დავალებით და ამაში მე ვარ დარწმუნებული. დანარჩენი დადგინდება კონკრეტული განხილვის საფუძველზე. 

რამდენად სამარცხვინო იყო ეს ტყუილი შეგვიძლია, ამაზე ვიმსჯელოთ. არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი და ამ პირობებში შენ ამტკიცებ, რომ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. საოცარი ტყუილია,  ხომ არ შეიძლება ვიღაცას დააბრალო ატომური ბომბის ჩაგდება, როდესაც აფეთქებული არ არის არაფერი. საოცრებაა, რაც აქვთ ნათქვამი ამ სიუჟეტში. მსხვერპლი არ არსებობს და საუბრობენ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე, ამიტომ ჩვენ პრინციპულად გავყვებით ამ პროცესს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ბიბისი", ვამხილოთ ამ სამარცხვინო ტყუილის გავრცელებაში. 

„ბიბისის" სტანდარტები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არის ფაქტობრივად ნულამდე დასული. ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც  არის ამ ტელევიზიაში შექმნილი, თუმცა ჩვენთვის პრინციპულია, რომ ვამხილოთ ის ტყუილი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაავრცელეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

 





მსგავსი სიახლეები
პრემიერი - მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით
,,არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი ''- პრემიერი
,,ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან''- პრემიერი
,,აბსურდია საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისისს ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს''- ირაკლი კობახიძე
„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ ''- პრემიერი
,,თურქმენეთში, ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით''- ირაკლი კობახიძე
,,აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძლიან მეგობრული შეხვედრა- აზერბაიჯანი ჩვენი გამორჩეული მეგობარია''- ირაკლი კობახიძე
,,საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი''- პრემიერი
,, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,თუ, თავის დროზე, პოლიტიკურად იყო უფრო მეტად აქტუალური ვიზალიბერალიზაციის საკითხი, დღეს, რეალურად, ამ საკითხსაც დააკარგვინეს ყოველგვარი პოლიტიკური აქტუალობა''- ირაკლი კობახიძე
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას''- კაია კალასი
,,მოლოდინი იმის, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებები იქნება ხისტი, რა თქმა უნდა არსებობს''- ვოლსკი
,,საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში - ეს ძალიან დადებითი ელემენტია''- ალენ ბერსე
უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა - 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში კაუჩუკის ექსპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
,,პრაგმატული პოლიტიკის მიზანია დეოკუპაცია''- ლევან მახაშვილი
მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით, ამის უფლებას არავის მივცემთ -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -შალვა პაპუაშვილი
დონალდ ტრამპის საქმე არის დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში „ბიბისი“ პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა -შალვა პაპუაშვილი