პრემიერი - მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით
ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას, ამ წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ისტორიაში პირველად გადასცდება 100 მლრდ-ს, ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს, ხოლო მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით - 30 000 დოლარს.
„100 მლრდ-ს პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა, ასევე ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს გადასცდება პირველად და მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 30 000 აშშ დოლარს. ასევე, სავარაუდოდ, სავალუტო რეზერვები გადასცდება პირველად ისტორიაში 6 მლრდ აშშ დოლარს. უპრეცედენტო ეკონომიკური შედეგებით ვასრულებთ 2025 წელს. ბუნებრივია, ეს ზრდა აისახა პირდაპირ ბიუჯეტის ზრდაზე და ამან მოგვცა ყველა მიმართულებით დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობა. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება კვლავ სოციალური სფერო და ბიუჯეტის მესამედზე მეტი მოხმარდება სოციალურ დანახარჯებს, ეს არის, მათ შორის, ჯანდაცვის დანახარჯები, ეს არის პენსიები, სოციალური შემწეობები და ა.შ. ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვექნება სერიოზული დაფინანსება, 8.2 მლრდ ლარი იქნება დაახლოებით მთლიანი კაპიტალური დანახარჯები, რაც არის გათვალისწინებული ბიუჯეტში და ეს ეკონომიკის სტიმულირებას დამატებით უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის, განათლების რეფორმა, რასაც თავისი ბიუჯეტი სჭირდება და ესეც გათვალისწინებული და ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში. ყველა მიმართულებით გვექნება თანმიმდევრული ზრდა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის დამატებით სტიმულირებასა და განვითარებას, რაც არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი,"- განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
პრემიერი - მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით
,,არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი ''- პრემიერი
,,ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან''- პრემიერი
,,აბსურდია საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისისს ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს''- ირაკლი კობახიძე
„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ ''- პრემიერი
,,თურქმენეთში, ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით''- ირაკლი კობახიძე
,,აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძლიან მეგობრული შეხვედრა- აზერბაიჯანი ჩვენი გამორჩეული მეგობარია''- ირაკლი კობახიძე
,,საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი''- პრემიერი
,, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,თუ, თავის დროზე, პოლიტიკურად იყო უფრო მეტად აქტუალური ვიზალიბერალიზაციის საკითხი, დღეს, რეალურად, ამ საკითხსაც დააკარგვინეს ყოველგვარი პოლიტიკური აქტუალობა''- ირაკლი კობახიძე
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას''- კაია კალასი
,,მოლოდინი იმის, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებები იქნება ხისტი, რა თქმა უნდა არსებობს''- ვოლსკი
,,საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში - ეს ძალიან დადებითი ელემენტია''- ალენ ბერსე
უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა - 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში კაუჩუკის ექსპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
,,პრაგმატული პოლიტიკის მიზანია დეოკუპაცია''- ლევან მახაშვილი
მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით, ამის უფლებას არავის მივცემთ -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება -შალვა პაპუაშვილი
დონალდ ტრამპის საქმე არის დასტური, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში „ბიბისი“ პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა -შალვა პაპუაშვილი