იყო ინტერესი, უკრაინასა და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით, უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და წარმატებით ვართმევთ თავს-ირაკლი კობახიძე

იყო მარტივი ინტერესი, უკრაინასა და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით, უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ ამ ყველაფერს თავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში" განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და აქედან იწყება კოორდინაცია, იწყება ჯერ სანქციების მოთხოვნა, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა, შემდეგ იწყება უკვე უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევა, აქ იწყება აქციები ქუჩაში, რადიკალური ოპოზიციის აქციები.

 

„აქ სრული კოორდინაცია იყო უკრაინის ხელისუფლება იქ, რადიკალური ოპოზიცია აქ. კონკრეტული მოთხოვნები კონკრეტული ელჩების მხრიდან და ამას მერე დაემატა ევროპარლამენტის რეზოლუციები. ექვსი სხვადასხვა რეზოლუცია მიიღეს უკვე თვლაც აგვერია და ასევე შუალედში იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის უართან დაკავშირებით. შემდეგ წელიწადნახევარში გამოვიბრძოლეთ კანდიდატის სტატუსი. შემდეგ დაიწყო შანტაჟი მოლაპარაკების გახსნის თემით, იქ იყო მერე სანქციები, ბაიდენის ადმინისტრაცია, ბრიტანეთი სხვა მიმართულებებით ევროკავშირის ქვეყნები და ა.შ. ეს ყველაფერი იყო კოორდინირებული. სრული კოორდინაცია იყო ამ ყველაფრის უკან. იყო მარტივი ინტერესი, უკრაინას და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით. სრულიად ირანციონალური იქნებოდა ამ ყველაფერში შეყოლა.


გვესმოდა თავიდანვე რომ დიდ ძალასთან გვქონდა საქმე ამ არაფორმალურძალასთან, რომელიც მართავდა იმ დროისათვის პროცესებს აშშ-ში და ევროკავშირში, დღესაც ხედავთ, რამხელა გავლენა აქვთ. ვიცოდით წინააღმდეგობა დიდი იქნებოდა ჩვენი ამ უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა შეგნებულად შევედით ამ ბრძოლაში, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობდა იმისათვის, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები. ამიტომ უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ ამ ყველაფერს თავს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "გააუქმოს რეპრესიული კანონები, დაასრულოს ევროკავშირის წინააღმდეგ ნარატივების გავრცელება"
იყო ინტერესი, უკრაინასა და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით, უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და წარმატებით ვართმევთ თავს-ირაკლი კობახიძე
პრემიერი - მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით
,,არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი ''- პრემიერი
,,ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან''- პრემიერი
,,აბსურდია საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისისს ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს''- ირაკლი კობახიძე
„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ ''- პრემიერი
,,თურქმენეთში, ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით''- ირაკლი კობახიძე
,,აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძლიან მეგობრული შეხვედრა- აზერბაიჯანი ჩვენი გამორჩეული მეგობარია''- ირაკლი კობახიძე
,,საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი''- პრემიერი
,, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში''- ირაკლი კობახიძე
,,თუ, თავის დროზე, პოლიტიკურად იყო უფრო მეტად აქტუალური ვიზალიბერალიზაციის საკითხი, დღეს, რეალურად, ამ საკითხსაც დააკარგვინეს ყოველგვარი პოლიტიკური აქტუალობა''- ირაკლი კობახიძე
,,აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას''- კაია კალასი
,,მოლოდინი იმის, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებები იქნება ხისტი, რა თქმა უნდა არსებობს''- ვოლსკი
,,საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში - ეს ძალიან დადებითი ელემენტია''- ალენ ბერსე
უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა - 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში კაუჩუკის ექსპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
,,პრაგმატული პოლიტიკის მიზანია დეოკუპაცია''- ლევან მახაშვილი
მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს, ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის სახელით, ამის უფლებას არავის მივცემთ -შალვა პაპუაშვილი