Communal Hotels - თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია

ბუტიკ სასტუმროს კონცეფცია მცირე ზომის, ინდივიდუალური ხასიათის მქონე სასტუმროს გულისხმობს, რომელიც სტანდარტულ, ქსელურ მოდელს არ მიჰყვება და სტუმარს არა უბრალოდ განთავსებას, არამედ უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ასეთი სასტუმროები გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით, რომელიც ხშირად კონკრეტულ ისტორიას, იდეას ან ადგილობრივ კონტექსტს ეყრდნობა.

კომუნალ ბუტიკ სასტუმროების კონცეფციაც ასეთია: თბილისის ისტორიულ უბნებში, თელავსა და ქუთაისში მდებარე ოთხივე  მათგანს ინდივიდუალური სტილი, იმ ქალაქისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა და სამზარეულო აქვს.

როდესაც სტუმარმასპინძლობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდა და 2017 წელს,  საკუთარი საქმის წამოწყება გადაწყვიტა, კაწა  სამსონაძემ ზუსტად იცოდა, რომ ერთ სასტუმროზე არ გაჩერდებოდა.

„ჩემი და მეუღლის ჩანაფიქრი თავიდანვე იყო, რომ საქართველოს  საუკეთესო კუთხეებში life style, ბუტიკ სასტუმროები მოგვეწყო. იმ პერიოდში, მსგავსი ნიშა არ არსებობდა და  ჩვენი წამოწყებაც მოთხოვნადი აღმოჩნდა. როდესაც პირველი სასტუმროს კარი სტუმრებისთვის გაიღო, ბაზარმა გვაჩვენა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“, -გვიყვება კაწა, რომელიც  კომუნალის თითოეული სივრცის კონცეფციის დამუშავებაში დიდ ენერგიას დებს. ამიტომაა, რომ ყველა მათგანი ერთი მხრივ ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა, მეორე მხრივ კი, ბრენდის  საერთო ხედვის ნაწილია.

კონცეპტუალური რესტორნებისა და ბუტიკ სასტუმროების ქსელი - Communal Hotels თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი და მესამე ადგილის მფლობელი გახდა ნომინაციაში-  „საუკეთესო პროდუქტი “. „ერთია, როგორ გაფასებენ სტუმრები  და მეორეა - პროფესიონალი ჟიურის თვალით დანახული შენი ბიზნესი. ნამდვილად საინტერესო გამოწვევა და გამოცდილება იყო. კარგი შანსი აღმოჩნდა სხვა კუთხით დაგვენახა ის პროდუქტი, რომელსაც ვქმნით“,- ამბობს კაწა.

ფრაზა და ემოცია,რომელსაც სტუმრები ყველაზე ხშირად იმეორებენ კი ისაა, რომ მათ თავი სახლში იგრძნეს. ადამიანი კი მხოლოდ სახლში გრძნობს თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ. დაბრუნებაც ხომ ასეთ ადგილას გინდება? ფაქტიც ასეა: უცხოელი თუ ქართველი სტუმრებიც კვლავ უბრუნდებიან კომუნალის სასტუმროს.

„პატარა სივრციდან გამომდინარე, ადამიანები ერთად დიდ დროს ატარებენ. საუბრობენ, აზრებს ცვლიან. ეს კამერულობა ურთიერთობებს ქმნის. თუ ვინმესთან კომუნიკაცია არ გსიამოვნებს, კომუნალი ნამდვილად ვერ გახდება შენთვის საყვარელი ადგილი“.

კომუნალის ისტორია აჩვენებს, რომ მკაფიო ხედვა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომა ბუტიკ სასტუმროს კონცეფციას რეალურ ღირებულებად აქცევს. ეს არის ბრენდი, რომელიც ზრდას სიჩქარით კი არა, ხარისხით ზომავს. თავადაც ამბობენ, რომ ყოველი მომდევნო პროექტი წინასთან შედარებით უკეთესია.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

 

(R)





მსგავსი სიახლეები
2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
რა ეღირება დოლარი და ევრო 20 დეკემბერს
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ახალ ეტაპზე გადადის -რევაზ სოხაძე
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
რა ეღირება დოლარი და ევრო 19 დეკემბერს
ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
"გამარჯვებას რა უნდა"- თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა
რა ეღირება დოლარი და ევრო 18 დეკემბერს
პრემიერ-მინისტრი ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
თიბისი 33 წლისაა თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
"არ მოგერიდოს, იკითხე"- დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა
Communal Hotels - თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია
რა ეღირება დოლარი და ევრო 17 ნოემბერს
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა