პროკურატურამ პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე შვიდი პირი დააკავა

პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, გამოძიებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, გამორიცხეს რეალური მოძალადის მონაწილეობა ინციდენტში და დანაშაულის ჩადენაში ამხილეს სხვა, უდანაშაულო პირი, რომელმაც, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა.

ბრალდებულები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-370-ე მუხლის მეორე ნაწილით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის გამოძიებისათვის მიწოდების ორგანიზება) და 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის გამოძიებისათვის მიწოდება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს გირაო შეეფარდა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
აშშ-ის სანქციები გოჩა ლორთქიფანიძისა და ერდენებალსურენ დამდინის მიმართ წარმოადგენს თავდასხმას მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე -ჰააგის საერთაშორისო სასამართლო
აშშ-მ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ორ მოსამართლეს, გოჩა ლორთქიფანიძესა და ერდენებალსურენ დამდინს სანქციები დაუწესა
პროკურატურამ პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე შვიდი პირი დააკავა
პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა
საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს
"ადვოკატთა ასოციაცია" თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის - კანონმდებლობაში შემოდის ტერმინი „პროცესუუნარო“
,,ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნებას "უჩივის
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
საპატრულო პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა
პროკურატურამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მარნეულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ მოსწავლე დაჭრა
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად -ალექსანდრე დარახველიძე
პაატა სალია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს