რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ, არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე, ყველა გამოდის თავისი ინტერესებიდან, შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ -კახა კალაძე

საქართველოს ძალიან ბევრი სირთულე აქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

კერძოდ, კალაძე გამოეხმაურა კაია კალასის იმ განცხადებას, სადაც კალასი ამბობს: „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას".

კახა კალაძის თქმით, ყველა მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ყველაფერი ნათელი გახადა.

„ორმაგი სტანდარტის ბევრი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გადავხედოთ მათ მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას, რა თქმა უნდა, ტყუილითა და სიცრუით გაჯერებულს, რაც ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია. ამ ტიპის ბევრი სხვა განცხადებაც შეგვიძლია, მოვიყვანოთ, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამაზე დავიწყეთ საუბარი, რადგან შიგნიდან ბევრი რამ უკეთესად ჩანდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება, ბევრი რამ გაუგებარი იყო, თუმცა დღეს, მას შემდეგ, რაც მოხდა და რაც ხდება მსოფლიოში, ყველაფერი ხელის გულზე დევს, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ჩვენ არავის უნდა მოვუსმინოთ. რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ მეგობრული, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ - არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე და ჩვენს ქვეყანაზე. ყველა გამოდის თავისი ინტერესებიდან. შესაბამისად, ჩვენ გონიერი ხალხი ვართ, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე, ძალიან ბევრი სირთულე გვაქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება
პარლამენტმა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო
,,უკრაინას ფაქტობრივად უარი ათქმევინეს ნატოზე, ამიტომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ იგივე საქართველოსაც არ შეეხება''- ნიკოლოზ სამხარაძე
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება
რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ, არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე, ყველა გამოდის თავისი ინტერესებიდან, შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ -კახა კალაძე
საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ? პირიქით, ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე -კახა კალაძე
სამარცხვინოა ის ორმაგი მიდგომები, რომლებსაც ავლენს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით -ირაკლი კობახიძე
ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ეს ეხება მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც, ეს არის ერთგვარი საახალწლო საჩუქარი 30 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქისთვის -ირაკლი კობახიძე
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, საქართველო არის 40 საუკეთესო ქვეყანას შორის -ირაკლი კობახიძე
მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ -პრემიერი
გაირკვა, რომ ნატოს მხრიდან არავითარი ღია კარის პოლიტიკა არ არსებობდა, სინამდვილეში არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა-ირაკლი კობახიძე
თვალსაჩინოა, რომ ორმაგი სტანდარტებია, რომელსაც იყენებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით -ირაკლი კობახიძე
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია, ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა-ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "გააუქმოს რეპრესიული კანონები, დაასრულოს ევროკავშირის წინააღმდეგ ნარატივების გავრცელება"
იყო ინტერესი, უკრაინასა და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით, უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და წარმატებით ვართმევთ თავს-ირაკლი კობახიძე
პრემიერი - მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით
,,არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი ''- პრემიერი
,,ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან''- პრემიერი
,,აბსურდია საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისისს ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს''- ირაკლი კობახიძე