პრემიერ-მინისტრი ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს, - 5 000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორაკლი კობახიძე გაეცნო.

 

პროექტით, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, გათვალისწინებულია

მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზების,  სატრენაჟორო სივრცის, აუზის, მსაჯებისა და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების, საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და რეკრეაციული ზონის მოწყობა.

 

ქუთაისის   სპორტის სასახლე როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, ასევე კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების მასპინძლობას შეძლებს.

 

ახალი სპორტის სასახლე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი, მრავალფუნქციური პარკის აშენებას გეგმავს.

პარკი დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა და გააერთიანებს საბავშვო სათამაშო ზონებს, სპორტულ მოედნებს და სავარჯიშო სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელს, კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეებს, ღია სცენას, პავილიონებს და ღონისძიებების მოედნებს.

ქუთაისის პარკში, ასევე, უნდა განთავსდეს საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, მოეწყოს დეკორატიული ტბები და შადრევნები.

 

მთავრობის მეთაური, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ასევე გაეცნო ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, გამწვანების ახალი ზოლების გაშენებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას ითვალისწინებს.

 

პარკში ასევე მოეწყობა ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები და ამფითეატრი.

 

ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები პრემიერ-მინისტრმა მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 





მსგავსი სიახლეები
2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
რა ეღირება დოლარი და ევრო 20 დეკემბერს
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ახალ ეტაპზე გადადის -რევაზ სოხაძე
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
რა ეღირება დოლარი და ევრო 19 დეკემბერს
ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
"გამარჯვებას რა უნდა"- თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა
რა ეღირება დოლარი და ევრო 18 დეკემბერს
პრემიერ-მინისტრი ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
თიბისი 33 წლისაა თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
"არ მოგერიდოს, იკითხე"- დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა
Communal Hotels - თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია
რა ეღირება დოლარი და ევრო 17 ნოემბერს
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა