პარლამენტმა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო

 

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 89 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანას.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან ამოღებული იქნება ის ნორმები, რომლებიც სამართალდარღვევების ჩამდენ პირებს შესაძლებლობას აძლევს, კანონით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მიმართონ შესაბამის საქმის განმხილველ ორგანოს.

ცვლილება ასევე მოიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც, ის პირი, რომელსაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩადენილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე (სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები) ან/და 123-ე (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა) მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა, იგი მაინც მიიჩნევა ადმინისტრაციულ სახდელდადებულად. ​

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ეტაპობრივად განხორციელდება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

 

 





მსგავსი სიახლეები
,, აშშ-ის ადმინისტრაციასთან დიალოგს ვაწარმოებთ - იმედი მაქვს, იგივე მოხდება ევროპის შემთხვევაშიც''- პუტინი
ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს გენერალურ პროკურორს წერილით მიმართავს
"როცა მოწოდებებია: "ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ" - რა ვიცი, დააწერონ ქვეყანას პირდაპირ "გაუქმებულია, გაუქმებულია" და თავად აიღონ ქვეყნის მართვა ხელში" - ლევან მახაშვილი
,,ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა''- გიორგი გახარია
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება
პარლამენტმა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო
,,უკრაინას ფაქტობრივად უარი ათქმევინეს ნატოზე, ამიტომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ იგივე საქართველოსაც არ შეეხება''- ნიკოლოზ სამხარაძე
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება
რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ, არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე, ყველა გამოდის თავისი ინტერესებიდან, შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ -კახა კალაძე
საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ? პირიქით, ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე -კახა კალაძე
სამარცხვინოა ის ორმაგი მიდგომები, რომლებსაც ავლენს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით -ირაკლი კობახიძე
ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ეს ეხება მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც, ეს არის ერთგვარი საახალწლო საჩუქარი 30 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქისთვის -ირაკლი კობახიძე
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, საქართველო არის 40 საუკეთესო ქვეყანას შორის -ირაკლი კობახიძე
მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ -პრემიერი
გაირკვა, რომ ნატოს მხრიდან არავითარი ღია კარის პოლიტიკა არ არსებობდა, სინამდვილეში არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა-ირაკლი კობახიძე
თვალსაჩინოა, რომ ორმაგი სტანდარტებია, რომელსაც იყენებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით -ირაკლი კობახიძე
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია, ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა-ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "გააუქმოს რეპრესიული კანონები, დაასრულოს ევროკავშირის წინააღმდეგ ნარატივების გავრცელება"
იყო ინტერესი, უკრაინასა და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით, უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და წარმატებით ვართმევთ თავს-ირაკლი კობახიძე