,, საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, ჩვენ არ გამოგვაქვს ვერდიქტი, ჩვენ გთავაზობთ გზამკვლევს''- დანიის ევროპის საქმეთა მინისტრი
„ერთი წლის წინ, ათასობით ქართველი ქუჩაში გამოვიდა საკუთარი დემოკრატიული უფლებების, სამოქალაქო თავისუფლების და პირველ ყოვლისა, ძლიერი ევროპული მისწრაფებების დასაცავად. მათი გზავნილი და მათი სურვილი, იყვნენ ევროპის ნაწილი, თანმიმდევრული და გაბედული იყო, პოლიტიკური ზეწოლის, შეზღუდვების, დაშინებისა და საზოგადოებრივი სივრცის შევიწროების მცდელობების მიუხედავად, ბევრმა მათგანმა გამორჩეული გამძლეობა გამოიჩინა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის ევროპის საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა, მათ შორის ევროპარლამენტმა რამდენჯერმე გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო.
„ჩვენი შეშფოთება ეხება კანონის უზენაესობის გაუარესებას, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას და 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიზანმიმართული დეზინფორმაციითა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების გავრცელებით", - აღნიშნა დანიის ევროპის საქმეთა მინისტრმა.
მარი ბიერეს თქმით, წელს საქართველო ჩამოშორდა პარლამენტებს შორის რეგიონულ თანამშრომლობას მაშინ, როდესაც დიალოგი ყველაზე მეტად არის საჭირო.
„საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა ერევანში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაში. საბჭოში გამართულმა დისკუსიებმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი. სამწუხაროდ, საქართველო ნათლად განიცდის უკუსვლას ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებით, რომელთა შესრულების გათვალისწინებით მიენიჭა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა და ეს ასე იქნება, ვიდრე ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება. ამისთვის საჭიროა ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსის, ჟურნალისტის და აქტივისტის გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების ჩატარება ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიული ნარატივების შეწყვეტა.
თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება. ჩვენ არ გამოგვაქვს ვერდიქტი. ჩვენ ვთავაზობთ ევროპული მომავლის გზამკვლევს, რომელიც შეესაბამება ქართველების უმრავლესობის სურვილს. როდესაც პროტესტის ერთი წლისთავს ვიხსენებთ, მოდით, პატივი მივაგოთ ათასობით ქართველს, სტუდენტს, ჟურნალისტს, აქტივისტსა და რიგით მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად იბრძოდნენ დემოკრატიისთვის. მათ ძალადობა, დაშინება და უსამართლო დაკავებები დახვდათ, მაგრამ ისინი არ დანებდნენ. მათი გამბედაობა შეხსენებაა, რომ ევროპული ღირებულებები საქართველოში ცოცხალია", - განაცხადა მარი ბიერემ.
მსგავსი სიახლეები
სერბეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
,,რეზოლუციას რომელსაც “ნაცმოძრაობამ” ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი''- ანა წითლიძე
,, ოცი წელია, რუსები საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს იკავებენ, ამ დროს ევროკავშირი ბედნიერად ვაჭრობდა რუსეთთან''- ბრანისლავ ონდრუში
,, ევროკავშირი ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას, მზად არის, ისევე, როგორც უკრაინელები, ქართველებიც ცეცხლში გააგზავნოს''- რუთ ფირმენიხი
,,ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს საქართველოსთან, როგორც პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტთან მოპყრობა''- კრისტიან ტერჰესი
,,უკვე თვეებია, საქართველო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედიაზეწოლის ქვეშაა''- ტიერი მარიანი
,, საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, ჩვენ არ გამოგვაქვს ვერდიქტი, ჩვენ გთავაზობთ გზამკვლევს''- დანიის ევროპის საქმეთა მინისტრი
,, აშშ-ის ადმინისტრაციასთან დიალოგს ვაწარმოებთ - იმედი მაქვს, იგივე მოხდება ევროპის შემთხვევაშიც''- პუტინი
ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს გენერალურ პროკურორს წერილით მიმართავს
"როცა მოწოდებებია: "ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ" - რა ვიცი, დააწერონ ქვეყანას პირდაპირ "გაუქმებულია, გაუქმებულია" და თავად აიღონ ქვეყნის მართვა ხელში" - ლევან მახაშვილი
,,ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა''- გიორგი გახარია
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება
პარლამენტმა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო
,,უკრაინას ფაქტობრივად უარი ათქმევინეს ნატოზე, ამიტომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ იგივე საქართველოსაც არ შეეხება''- ნიკოლოზ სამხარაძე
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება
რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ, არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე, ყველა გამოდის თავისი ინტერესებიდან, შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ -კახა კალაძე
საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ? პირიქით, ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე -კახა კალაძე
სამარცხვინოა ის ორმაგი მიდგომები, რომლებსაც ავლენს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით -ირაკლი კობახიძე
ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ეს ეხება მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც, ეს არის ერთგვარი საახალწლო საჩუქარი 30 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქისთვის -ირაკლი კობახიძე