ევროპარლამენტში სულ უფრო ისმის მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული იდენტობა, თუმცა ჯერ კიდევ მძლავრობენ რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს მიაქანებენ ბნელი წარსულისკენ -შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო ხმამაღლა ისმის ევროპარლამენტში ევროპელი პატრიოტების ხმა, მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ევროპული იდენტობა და ევროკავშირი ეფუძნებოდეს ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, ევროკავშირში ჯერ კიდევ მძლავრად არიან ის რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს ევროპის ბნელი წარსულისკენ მიაქანებენ.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტში გუშინ გამართული დებატებისას ეს თვალნათლივ გამოჩნდა.

„ჩვენ ეს გუშინ თვალნათლივ დავინახეთ, როდესაც პირდაპირ ჩავხედეთ იმ ცივილიზაციურ უფსკრულს, რომლისკენაც ბრიუსელის ბიუროკრატია მიაქანებს დღეს ევროკავშირს. ვინმეს თუ აინტერესებს, რა არის ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, შეუძლია, ნახოს ევროპარლამენტის გუშინდელი სხდომა და ეს არის სრული ვიზუალიზაცია ცივილიზაციური უფსკრულისა, სადაც ევროპარლამენტის ეს პოლიტიკური ნაწილი დღეს იმყოფება. ჩვენ ვიხილეთ კომბინაცია იმ ყველაფრისა, რაც ევროპის ბნელი წარსულიდან მომდინარეობს. ეს არის ზიზღი, ეს არის ცივილიზაციური ქედმაღლობისა და აღმატებულობის პოზა, რომელსაც გუშინ ვუყურებდით. ეს არის ტყუილი, პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იყო გაჟღერებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ იმედგაცრუება აქვთ, როგორც ევროკავშირის მოქალაქეებს, ისე ქართველ ხალხს, რომელიც წევრობისკენ ისწრაფვის და ამავდროულად, ევროპული ღირებულებების შემოქმედია.

„რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც სრულად დასცილდნენ ევროპელი ხალხების დაკვეთას, არიან სრულად აღმსრულებლები რაღაც გეოპოლიტიკური, გლობალისტური მიზნებისა, რომლებსაც მათ ყურში უჩურჩულებენ არაფორმალური მმართველები. მეორე, ეს არის იმედგაცრუება ქართველი ხალხისთვის, რომელიც, გარდა იმისა, რომ მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, თავად არის შემოქმედი ევროპისა, ევროპული ცივილიზაციისა, ევროპული ღირებულებებისა. ჩვენ, ქართველები ვხედავთ, რომ ჩვენ თვალწინ ბრიუსელი ანგრევს ევროპულ ცივილიზაციას და ამას ვხედავთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს აშშ - ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს -მიხეილ ყაველაშვილი
რომ მდომოდა, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვიქნებოდი პარლამენტში, მოვიწყობდი ცხოვრებას, მაგრამ შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს სწორად არ მიმაჩნია -ლევან ხაბეიშვილი
უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს -გია ვოლსკი
ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს შეუძლია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და პირიქით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ -ალექსანდრ ვუჩიჩი
ევროპაში მაჩვენეთ ქვეყანა, რომელიც ასეთი ეკონომიკური ზრდა აქვს, მინდა, მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს ასეთი საოცარი შედეგები -ალექსანდ ვუჩიჩი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრა გამართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის "დეზინფორმაციის რეესტრის" პრეზენტაცია გაიმართა
"სერბეთის სასახლეში" საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ევროპარლამენტში სულ უფრო ისმის მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული იდენტობა, თუმცა ჯერ კიდევ მძლავრობენ რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს მიაქანებენ ბნელი წარსულისკენ -შალვა პაპუაშვილი
ვინმეს თუ აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს, დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილი -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები, ემოციური, ისტორიული, ტრადიციული და სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ქვეყანა შორდება ევროკავშირს-გიტანას ნაუსედა
,,ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს''- თეა წულუკიანი
სერბეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
,,რეზოლუციას რომელსაც “ნაცმოძრაობამ” ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი''- ანა წითლიძე
,, ოცი წელია, რუსები საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს იკავებენ, ამ დროს ევროკავშირი ბედნიერად ვაჭრობდა რუსეთთან''- ბრანისლავ ონდრუში
,, ევროკავშირი ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას, მზად არის, ისევე, როგორც უკრაინელები, ქართველებიც ცეცხლში გააგზავნოს''- რუთ ფირმენიხი
,,ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს საქართველოსთან, როგორც პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტთან მოპყრობა''- კრისტიან ტერჰესი
,,უკვე თვეებია, საქართველო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედიაზეწოლის ქვეშაა''- ტიერი მარიანი
,, საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, ჩვენ არ გამოგვაქვს ვერდიქტი, ჩვენ გთავაზობთ გზამკვლევს''- დანიის ევროპის საქმეთა მინისტრი