საქართველოს შეუძლია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და პირიქით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ -ალექსანდრ ვუჩიჩი
ჩემთვის დიდი პატივია, სერბეთში მივიღო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქე და პრეზიდენტი, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ისტორიაში პირველად გვაქვს საშუალება, ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.
ვუჩიჩის თქმით, სერბეთსა და საქართველოს აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მაგრამ წარსულში ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე ქვეყნებს საკმარისად არ უმუშავიათ.
„სერბ და ქართველ ხალხს შორის სიახლოვე გახლავთ ისეთი, რომ მე ვუთხარი პრეზიდენტ ყაველაშვილს, რომ ბელგრადსა და სერბეთში იგი ვერ იპოვის ვერცერთ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია, ცუდი რამ თქვას საქართველოზე. აქ ყველას უყვარს საქართველო. იგი შეიგრძნობს სერბულ სტუმართმასპინძლობას. რატომ აღვნიშნე ეს ყველაფერი? ჩვენ დავნიშნეთ პირდაპირი ფრენები თბილისი-ბელგრადის მიმართულებით, რაც ეკონომიკური და სხვა თანამშრომლობის ნაყოფია. მე ამით ვამაყობ. მალე თბილისში გავხსნით საელჩოს, რომელიც იქნება რეალური სივრცე მრავალი ბიზნესინიციატივის დასაწყებად და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა", - განაცხადა ვუჩიჩმა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, დაწყებული მსოფლიო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ვითარებით, კავკასიის რეგიონში არსებული მდგომარეობით, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში არსებული სიტუაციით და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებით.
„ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გაერო-ს ქარტიისა და გაერო-ს რეზოლუციების მოთხოვნების დაცვა უმთავრესია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. მადლიერი ვარ საქართველოსი, რომ იგი პატივს სცემს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც სერბეთი სცემს პატივს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მოცემულობა არასდროს შეიცვლება არცერთი მხრიდან. ჩვენ ვართ შედარებით მცირე და საშუალო ზომის ქვეყნების წარმომადგენლები. ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და ამას მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ. ჩვენ მალე გვექნება შერეული კომიტეტის სხდომა და მალე დავიწყებთ სტრატეგიულ განხილვებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით სერბეთსა და საქართველოს შორის. ეს იქნება სასარგებლო ორივე ქვეყნისთვის", - აღნიშნა ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო ულამაზესი ქვეყანაა და მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.
„საქართველო გადის შავ ზღვაზე, რომელსაც საზღვარი აქვს რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან. მარტივად რომ ვთქვა, საქართველო უმნიშვნელოვანესი ადგილია მსოფლიოში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებთან - ჩვენც განვიცდით იმავეს და გვესმის საქართველოს პოზიცია. დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება მომავალ წელს შევა ძალაში, რადგან ამ საკითხზე მიმდინარეობს სერიოზული და სიღრმისეული დისკუსიები. ჩვენი მხრიდან შერეულ კომისიას ხელმძღვანელობს სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი. ვთვლით, რომ ამ ხელშეკრულების შედეგად, საქართველოდან პროდუქტებს მივიღებთ უფრო იაფად, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ეს არის კარგი შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესისა და მეწარმეებისთვის, რომ ნახონ საკუთარი პროდუქტის გასაღების ბაზრები საქართველოში.
ჩვენ ასევე განვიხილეთ თანამშრომლობის გაძლიერება სოფლის მეურნეობისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. დარწმუნებული ვარ, ამ სფეროებში დიდ პროგრესს მივაღწევთ. ასევე, ჩვენ დამატებით ვაუმჯობესებთ ჩვენს ურთიერთობებს და შევძლებთ, განვიხილოთ თანამშრომლობა ჩვენს სამხედრო სფეროში. ჩვენ ხშირ პოლიტიკურ კონსულტაციებს ვატარებთ, ერთმანეთს მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ გაერო-ს ორგანიზაციების, არამედ სხვა ინსტიტუტების დონეზე. მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში შეუძლია, ჰქონდეს სერბეთის მხარდაჭერის, ხმის იმედი და ასევე პირიქით, სერბეთს შეუძლია, ჰქონდეს საქართველოს მხარდაჭერის იმედი.
ჩვენ კიდევ გავმართავთ მრავალ შეხვედრას. ბატონი მიხეილ ყაველაშვილი გუშინ ჩამობრძანდა სერბეთში. დღეს და ხვალ ექნება ძალიან ბევრი შეხვედრა. თავი იგრძენით როგორც სახლში. ჩვენ სერბეთის მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს", - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
მსგავსი სიახლეები
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს -მიხეილ ყაველაშვილი
რომ მდომოდა, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვიქნებოდი პარლამენტში, მოვიწყობდი ცხოვრებას, მაგრამ შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს სწორად არ მიმაჩნია -ლევან ხაბეიშვილი
უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს -გია ვოლსკი
ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს შეუძლია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და პირიქით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ -ალექსანდრ ვუჩიჩი
ევროპაში მაჩვენეთ ქვეყანა, რომელიც ასეთი ეკონომიკური ზრდა აქვს, მინდა, მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს ასეთი საოცარი შედეგები -ალექსანდ ვუჩიჩი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრა გამართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის "დეზინფორმაციის რეესტრის" პრეზენტაცია გაიმართა
"სერბეთის სასახლეში" საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ევროპარლამენტში სულ უფრო ისმის მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული იდენტობა, თუმცა ჯერ კიდევ მძლავრობენ რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს მიაქანებენ ბნელი წარსულისკენ -შალვა პაპუაშვილი
ვინმეს თუ აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს, დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილი -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები, ემოციური, ისტორიული, ტრადიციული და სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ქვეყანა შორდება ევროკავშირს-გიტანას ნაუსედა
,,ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს''- თეა წულუკიანი
სერბეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
,,რეზოლუციას რომელსაც “ნაცმოძრაობამ” ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი''- ანა წითლიძე
,, ოცი წელია, რუსები საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს იკავებენ, ამ დროს ევროკავშირი ბედნიერად ვაჭრობდა რუსეთთან''- ბრანისლავ ონდრუში
,, ევროკავშირი ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას, მზად არის, ისევე, როგორც უკრაინელები, ქართველებიც ცეცხლში გააგზავნოს''- რუთ ფირმენიხი
,,ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს საქართველოსთან, როგორც პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტთან მოპყრობა''- კრისტიან ტერჰესი
,,უკვე თვეებია, საქართველო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედიაზეწოლის ქვეშაა''- ტიერი მარიანი
,, საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, ჩვენ არ გამოგვაქვს ვერდიქტი, ჩვენ გთავაზობთ გზამკვლევს''- დანიის ევროპის საქმეთა მინისტრი