უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს -გია ვოლსკი

ვრცელი ჩამონათვალია იმ კრიტერიუმებისა, რომლითაც შეიძლება, ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს 61 ქვეყანას და არა მხოლოდ საქართველოს. ამ ყველაფერს კონტროლის მექანიზმები აქვს და ეს საქართველოს კარგად აქვს აწყობილი. დარჩა ერთი საკითხი, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დამოკიდებულებას ეხება. აქ თვალთმაქცობა ისაა, რომ თავადვე აკეთებენ იმ პროცესების ორგანიზებას, რასაც კანონმა უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს. ვოლსკის განმარტებით, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს.

„საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია იმ კრიტერიუმებისა, რომლითაც შეიძლება, ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს 61 ქვეყანას და არა მხოლოდ საქართველოს, თუმცა, როგორც იცით, გაადვილებულიც არის. გადაწყვიტეს, კრიტერიუმად დაასახელონ, თუ იქნება თავშესაფრისთვის მიმართვა, საზღვრის კვეთა, ან მესამე ქვეყნებიდან ევროპაში შედინება. რასაკვირველია, ამ ყველაფერს კონტროლის მექანიზმები აქვს და ეს კონტროლი საქართველოს კარგად აქვს აწყობილი, აქ სადავო ნაკლებია. დარჩა ერთი საკითხი, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დამოკიდებულებას ეხება, მაგრამ თვალთმაქცობა და სიყალბე იმაში მდგომარეობს, რომ თავადვე აკეთებენ იმ პროცესების ორგანიზებას, რასაც კანონმა უნდა უპასუხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დაინგრევა. ამბობენ, რომ კანონი ნუ უპასუხებს იმას, რასაც ჰქვია ქუჩაში ცეცხლის დანთება, პოლიციელებზე თავდასხმა, პარლამენტის, თუ პრეზიდენტის შენობის რევოლუციური გზით დაკავება. გვეუბნებიან, არ უპასუხოთო და რასაკვირველია, ეს ვერ შესრულდება.

ევროსაბჭოს რეზოლუციაც ვერ იქნა მიღებული, რადგან სახელმწიფოებს ერთნაირი პოზიცია არ აქვთ. აქედან გამომდინარე, მიიღეს ე.წ. თავმჯდომარის დოკუმენტი, მთელი რიგი ქვეყნები ოპოზიციაში არიან, მათ შორის საქართველოს მიმართ დამოკიდებულების გამო. უნგრეთმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება, რომ რეზოლუციის ბლოკირება მოეხდინა. ეს არ ნიშნავს, რომ კენჭისყრაზე რომ გამოსულიყო, მას სხვები მხარს დაუჭერდნენ. ასეთივე მდგომარეობაა უვიზო რეჟიმის შეწყვეტის თაობაზე. სამართლიანობის ხარისხი, რომელიც ბრიუსელმა შემოგვთავაზა, არ ჯდება იმ სტანდარტში, რაც ევროკავშირს აქვს. ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ევროკავშირის რეგრესზე საუბრობს.

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. ეცდებიან, მაგრამ ეს ცალსახა დამოკიდებულება არ არის, ევროპაში ასე არ ფიქრობენ. ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 





მსგავსი სიახლეები
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს -მიხეილ ყაველაშვილი
რომ მდომოდა, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვიქნებოდი პარლამენტში, მოვიწყობდი ცხოვრებას, მაგრამ შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს სწორად არ მიმაჩნია -ლევან ხაბეიშვილი
უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს -გია ვოლსკი
ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს შეუძლია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და პირიქით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ -ალექსანდრ ვუჩიჩი
ევროპაში მაჩვენეთ ქვეყანა, რომელიც ასეთი ეკონომიკური ზრდა აქვს, მინდა, მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს ასეთი საოცარი შედეგები -ალექსანდ ვუჩიჩი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრა გამართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის "დეზინფორმაციის რეესტრის" პრეზენტაცია გაიმართა
"სერბეთის სასახლეში" საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ევროპარლამენტში სულ უფრო ისმის მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული იდენტობა, თუმცა ჯერ კიდევ მძლავრობენ რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს მიაქანებენ ბნელი წარსულისკენ -შალვა პაპუაშვილი
ვინმეს თუ აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს, დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილი -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები, ემოციური, ისტორიული, ტრადიციული და სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ქვეყანა შორდება ევროკავშირს-გიტანას ნაუსედა
,,ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს''- თეა წულუკიანი
სერბეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
,,რეზოლუციას რომელსაც “ნაცმოძრაობამ” ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი''- ანა წითლიძე
,, ოცი წელია, რუსები საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს იკავებენ, ამ დროს ევროკავშირი ბედნიერად ვაჭრობდა რუსეთთან''- ბრანისლავ ონდრუში
,, ევროკავშირი ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას, მზად არის, ისევე, როგორც უკრაინელები, ქართველებიც ცეცხლში გააგზავნოს''- რუთ ფირმენიხი
,,ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს საქართველოსთან, როგორც პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტთან მოპყრობა''- კრისტიან ტერჰესი
,,უკვე თვეებია, საქართველო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედიაზეწოლის ქვეშაა''- ტიერი მარიანი
,, საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, ჩვენ არ გამოგვაქვს ვერდიქტი, ჩვენ გთავაზობთ გზამკვლევს''- დანიის ევროპის საქმეთა მინისტრი