რომ მდომოდა, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვიქნებოდი პარლამენტში, მოვიწყობდი ცხოვრებას, მაგრამ შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს სწორად არ მიმაჩნია -ლევან ხაბეიშვილი


მინდა, ჩემმა შვილებმა და ხალხმა იცოდეს, რომ მამამისი კრიმინალი არ არის, პატრიოტია, აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვცნობ თავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი შეეძლო და იქნებოდა პარლამენტში, მაგრამ უარი თქვა.

„წლების განმავლობაში ვარ პოლიტიკაში და უამრავი საჯარო განცხადება მაქვს გაკეთებული. რომ მდომოდა, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი შემეძლო და ვიქნებოდი პარლამენტში, მაგრამ ჩემი ნებით ვთქვი უარი. მოვიწყობდი ცხოვრებას და ვიქნებოდი კარგად, მაგრამ ჩემი შეგნებული ცხოვრებიდან არ მიმაჩნია ეს სწორად. ჩემზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. აბა, იფიქრეთ როგორია, შვიდი წელი გაატარო სამარტოო საკანში, პატიმრობაში მყოფ ადამიანს ეფიქრება ათას სისაძაგლეზე, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, ეს არის ის ტვირთი, რაც მე თავად ავიკიდე, რადგან როცა ფიქრობ, მართალი ადამიანი ხარ, გინდა, გახვიდე ბოლოში. ეს ჩემი ტვირთია. როგორ შეიძლება, ქრთამად ჩაითვალოს პოლიტიკოსის საჯარო დაპირება. ქრთამი იცით რა არის ბატონო მოსამართლე? მაშინ სხვა დანაშაულებიც მაქვს ჩადენილი და მიამატეთ. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ პედაგოგებს მოემატება ხელფასი, რადგან იმსახურებენ, პენსიონერებზეც მითქვამს, მათ შორის რა განსხვავებაა? რა განსხვავებაა, როცა გდდ-ს თანამშრომლებს ვეუბნებოდი საჯაროდ, არ ჩაიდინოთ უკანონობა და მიიღებთ ჯილდოს. არ არსებობს ჩემი მოწოდება, სადაც არ განვმარტავ რას ვგულისხმობ. სახლი მე არ მაქვს, ავტომობილი არ მაქვს, ერთი ბოტასი და ორი მაისური მაქვს, რომ მეთქვა, ჯიბიდან მოგცემთ ქრთამს-თქო, სიცილით მოკვდებოდნენ. ჩემი სიმდიდრე არის ჩემი სიმართლე და ჩემი ოჯახი. გდდ-ს ვეუბნებოდი, არ მოიქცეთ უკანონოდ, თუ სადმე მე ვამბობ რომ თქვენ არ დაემორჩილოთ, არ შეასრულოთ თქვენი უფლებამოსილება და გადაგიხდით, მე ვაღიარებ დანაშაულს. საქმეში სამი გდდ-ს თანამშრომლის ჩვენება დევს, რომლებიც ჩემი წინადადებით შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, სამი გდდ-ს გამო უნდა ვიყო შვიდი წელი ციხეში? მე მინდა, ჩემმა შვილებმა და ხალხმა იცოდეს, რომ მამამისი კრიმინალი არ არის და პატრიოტია. მოქმედება არ არის, მხოლოდ სიტყვებია, რომ ხაბეიშვილმა თქვა. აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვცნობ თავს. მხოლოდ ლაპარაკის გამო ვარ დაჭერილი. მართალი ვარ და ამას საქართველოს სასამართლოში თუ არა, ევროპულ სასამართლოში მაინც დავამტკიცებ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს -მიხეილ ყაველაშვილი
რომ მდომოდა, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვიქნებოდი პარლამენტში, მოვიწყობდი ცხოვრებას, მაგრამ შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს სწორად არ მიმაჩნია -ლევან ხაბეიშვილი
უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს -გია ვოლსკი
ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს შეუძლია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და პირიქით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ -ალექსანდრ ვუჩიჩი
ევროპაში მაჩვენეთ ქვეყანა, რომელიც ასეთი ეკონომიკური ზრდა აქვს, მინდა, მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს ასეთი საოცარი შედეგები -ალექსანდ ვუჩიჩი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრა გამართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის "დეზინფორმაციის რეესტრის" პრეზენტაცია გაიმართა
"სერბეთის სასახლეში" საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ევროპარლამენტში სულ უფრო ისმის მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული იდენტობა, თუმცა ჯერ კიდევ მძლავრობენ რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს მიაქანებენ ბნელი წარსულისკენ -შალვა პაპუაშვილი
ვინმეს თუ აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს, დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილი -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები, ემოციური, ისტორიული, ტრადიციული და სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ქვეყანა შორდება ევროკავშირს-გიტანას ნაუსედა
,,ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს''- თეა წულუკიანი
სერბეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
,,რეზოლუციას რომელსაც “ნაცმოძრაობამ” ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი''- ანა წითლიძე
,, ოცი წელია, რუსები საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს იკავებენ, ამ დროს ევროკავშირი ბედნიერად ვაჭრობდა რუსეთთან''- ბრანისლავ ონდრუში
,, ევროკავშირი ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას, მზად არის, ისევე, როგორც უკრაინელები, ქართველებიც ცეცხლში გააგზავნოს''- რუთ ფირმენიხი
,,ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს საქართველოსთან, როგორც პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტთან მოპყრობა''- კრისტიან ტერჰესი
,,უკვე თვეებია, საქართველო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედიაზეწოლის ქვეშაა''- ტიერი მარიანი
,, საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, ჩვენ არ გამოგვაქვს ვერდიქტი, ჩვენ გთავაზობთ გზამკვლევს''- დანიის ევროპის საქმეთა მინისტრი