"ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან"

უკრაინული გამოცემა „ზერკალო ნედელი“ (Дзеркало тижня) სათაურით: "ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან" (ავტორი - ივან ჩეპაიკინი), რომელშიც გადმოცემულია უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, ამჟამად კი დიპლომატის ვალერი ზალუჟნის მიერ ტელეეთერში გაკეთებული განცხადების შინაარსი.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ამჟამად კი დიპლომატმა ვალერი ზალუჟნიმ შეშფოთება გამოხატა უკრაინის მომავალი სავარაუდო სიტუაციის გამო, რომელსაც ქვეყანას ბედი უმზადებს.

ამას წინათ თადარიგის გენერალი და უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნი მონაწილეობდა ფორუმში „ვეტერანები როგორც ახალი პოლიტიკური სუბიექტი: ურთიერთდამოკიდებულების წესები ომისშემდგომ უკრაინაში“. იგი სიტყვით გამოვიდა და გამაფრთხილებლად განაცხადა პოტენციური რისკების შესახებ ვეტერანების მიმართ, აგრეთვე ისაუბრა უკრაინაში შესაძლო სამოქალაქო ომის გაჩაღების საფრთხის შესახებაც.

„სამწუხაროდ, კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ კი, ვეტერანები, ვიღაცამ ქვეყნის მტრებად გამოგვაცხადა, რაც დღევანდელ რეალობას წარმოადგენს. და რა შეიძლება მოხდეს ხვალ? თუ საბრძოლო გამოცდილების მქონე ადამიანები, იარაღით ხელში, დაინახავენ იმას, რომ მკვეთრად უმცირდებათ შემოსავლები, ხდებიან უმუშევრები, არ აქვთ საცხოვრებელი ბინები და საკუთარი თავის რეალიზებას ვერ შეძლებენ, ისინი მოწყვლადები გახდებიან პროვოკაციების მიმართ. ისინი შეიძლება მაცდური იოლი ფულით მოიხიბლონ“... - აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.

ექს-მთავარსარდალმა საფრთხეებს შორის დაასახელა აგრეთვე დამნაშავეობის ზრდა და კრიმინოგენური სიტუაციის გართულება უკრაინის დასახლებული პუნქტებში, ქალაქებსა და სოფლებში.

ვალერი ზალუჟნიმ პარალელები ისტორიული პარალელები გააკეთა და უკრაინის მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სიტუაციას შეადარა, როცა უკრაინაში, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, დამნაშავეობა მკვეთრად იყო გაზრდილი.
გარდა ამისა, დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული უკრაინაში ავღანეთის პრეცედენტიც განმეორდეს: „შესაძლოა, პოლიტიკური დესტაბილიზება მოხდეს და თვით სამოქალაქო ომიც კი დაიწყოს“, - თქვა ვალერი ზალუჟნიმ.

ყოფილმა მთავარსარდალმა ხაზი გაუსვა, რომ ვეტერანების ადაპტაცია მშვიდობიან ცხოვრებასთან სერიოზული გამოწვევა იქნება როგორ თვითონ ყოფილი მებრძოლებისათვის, ასევე სახელმწიფოსათვის.

უფრო ადრე დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სავარაუდოდ, სწრაფად არ დასრულდება და რამდენიმე წლით „გაიყინება“. მისი თქმით, ორივე მხარე - უკრაინაც და რუსეთიც ისარგებლებენ დაზავების პერიოდით და უკეთ მოემზადებიან სამხედრო დაპირისპირების განახლებისათვის.

წყარო: 





მსგავსი სიახლეები
"რუსული აქტივების გამოყენების გეგმა ჩაიშალა. ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 90-მილიარდიან კრედიტს ბლოკის ბიუჯეტიდან გამოუყოფენ"-Financial Times
"ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან"
"თურქეთის ინიციატივა: შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება?"-TRT
"ომის კავშირებითი კილო: "ეს რომ თავიდანვე გვცოდნოდა"-Українська правда
ევროკავშირის პრობლემა არა ბელგია, არამედ ტრამპია -Politico
"მრავალეროვნული სამხედრო ძალები - უკრაინის დასაცავად" -BBC
"ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს"-უცხოური პრესა
აშშ უკრაინას, დონბასის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს -Axios
"ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის"-Daily Express
"დონალდ ტრამპი: "ზელენსკი სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს - იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს"-The Daily Telegraph
"აშშ-ის ელჩი თურქეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს"-Cumhuriyet
"კიევი - განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?"-Neue Zürcher Zeitung
"უკრაინა ცეცხლს ეთამაშება!"-Cumhuriyet
"დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ჯარისკაცები არ ჰყოფნის"-The Economist
"რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება"-The Daily Telegraph
"თუ ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული სკანდალი არ დაამხობს, მაშინ პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების მსხვერპლი გახდება"-The Daily Telegraph
"კრემლთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა: ტრამპს შეუძლია უარი თქვას უკრაინასთან და რუსეთთან შუამავლობაზე?"-The Daily Telegraph
"მოლაპარაკების შემდეგ ომის დასასრული არ მოახლოებულა"-BBC
"მზად არიან თუ არა საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისთვის?"-Le Journal du Dimanche
"დონალდ ტრამპი შესაძლოა ზოგადად ინტერვენციის წინააღმდეგია,მაგრამ ლათინური ამერიკაში მისთვის მონროს დოქტრინა ძალაში რჩება"-The Daily Telegraph