ყოველ წელს გვესმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, შეიძლება, ეს იყო მიამიტობა ან მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა არარეალური აღქმა -შალვა პაპუაშვილი

ბრიტანეთის ყოფილი პემიერის, ბორის ჯონსონის გარდა, თავად ზელენსკიმაც განაცხადა, რომ მას ბაიდენის დროსაც მკაფიოდ ეუბნებოდნენ - უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ეს არის სამწუხარო მდგომარეობა, ნატო-ს გაფართოების გამო დაწყებული ომის ბოლოს, უკრაინას და სხვებს ეუბნებიან, რომ ნატო არ გაფართოვდება და არც არასდროს აპირებდა გაფართოებას.

„ნატო არ გაფართოვდება და არც არასდროს აპირებდა გაფართოებას, - სინამდვილეში, ეს ითქვა ბორის ჯონსონის პირით. უკრაინა ოთხი წელია, აწარმოებს, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი და ამ ომის ბოლოში ეუბნებიან, რომ არც არასდროს აპირებდნენ უკრაინის ნატო-ში მიღებას", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ყოველ წელს ისმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები.

„ჩვენ გვესმოდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ, 2008 წლის შემდეგ, წლიდან წლამდე, ყოველ წელს გვესმოდა ღია კარი, რომ აუცილებლად გახდებიან უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები. ყოველ წელს უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად გახდება, გახდება, გახდება წევრი. ახლა გაირკვა, რომ არც არასდროს ნდომებიათ თურმე უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში. ამას ორი ახსნა აქვს. ერთი, ეს არის მიამიტობა, შეიძლება, რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს ჰქონოდა. მეორე - ეს არის მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა აღქმა, ძალიან რომ უყვართ ხოლმე ევროპიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს" და ევროპელებსაც, რომ აგერ უკვე ღია კარის პირას არის მიმდგარი, უკვე სარკმელზეა, შეაბიჯებს, ამით შეგულიანებული წავიდეს ყველანაირ ესკალაციაზე, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2008 წელს, როგორც ეს უკრაინაში ვიხილეთ არაერთხელ.

საბოლოო ჯამში, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ომი რომ დაიწყო, არც ერთი ნატო-ელი ჯარისკაცი არ დამდგარა სანგარში. ეს არის სიმართლე, რასაც ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ასე აშკარად ვხედავთ. ეს არის სწორედ სამწუხარო რეალობა. სინამდვილეში, ამაში ახალიც არაფერი არ არის. ჩვენ, ქართველებს გვშველის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ვინაიდან სინამდვილეში არაფერი ახალი არ ხდება. ასე იყო მოწყობილი ყოველთვის სამყაროს პოლიტიკა, უბრალოდ, გარკვეული პერიოდი ძალიან კარგად ფუთავდნენ, გვაწვდიდნენ ლამაზად იმ წარმოსახვით რეალობას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გასულ კვირას ბერგენის უნივერსიტეტში, ჰოლბერგის დებატების დროს განაცხადა: „მე ვესწრებოდი პრაქტიკულად ნატო-ს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას 2016-დან 2022 წლამდე და არასდროს ყოფილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის და მრავალი სხვა სახელმწიფოს ვეტოს".

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პირდაპირ ჰკითხა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბაიდენს, შეეძლო თუ არა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება, რაზეც ბაიდენმა უპასუხა - „არა, თქვენ ნატო-ში არ იქნებით".

 





მსგავსი სიახლეები
,, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას გარედან თავსმოხვეული მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ „იგლ ჰილსის" პროექტის განხორციელებას საქართველოში'''- მიხეილ ყაველაშვილი
,, მაკრონის განცხადება ნიშნავს, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ, თუ როგორ დასრულდეს უკრაინაში ომი და უფრო დიდ ესკალაციაში არ შევიდნენ ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
"იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ კამპანიას შალვა პაპუაშვილი ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს-შალვა პაპუაშვილი
"იგლ ჰილსის" წინააღმდეგ მტრობის სათავეში არიან "ნაციონალები", "ლელო", "ალტ ინფო" და ტყუილებს იგონებენ"-ნინო წილოსანი
ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიბაძონ, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და მათი ინტერესებით იმოქმედონ და არა მოჩვენებითი, ზემიზნების მსახურებით -შალვა პაპუაშვილი
ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე-პენიტენციური სამსახური
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
ყოველ წელს გვესმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, შეიძლება, ეს იყო მიამიტობა ან მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა არარეალური აღქმა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას-ბრიტანეთის მთავრობა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს -მიხეილ ყაველაშვილი
რომ მდომოდა, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვიქნებოდი პარლამენტში, მოვიწყობდი ცხოვრებას, მაგრამ შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს სწორად არ მიმაჩნია -ლევან ხაბეიშვილი
უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს -გია ვოლსკი
ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს შეუძლია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და პირიქით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ -ალექსანდრ ვუჩიჩი
ევროპაში მაჩვენეთ ქვეყანა, რომელიც ასეთი ეკონომიკური ზრდა აქვს, მინდა, მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს ასეთი საოცარი შედეგები -ალექსანდ ვუჩიჩი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრა გამართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის "დეზინფორმაციის რეესტრის" პრეზენტაცია გაიმართა
"სერბეთის სასახლეში" საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ევროპარლამენტში სულ უფრო ისმის მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული იდენტობა, თუმცა ჯერ კიდევ მძლავრობენ რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს მიაქანებენ ბნელი წარსულისკენ -შალვა პაპუაშვილი