ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიბაძონ, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და მათი ინტერესებით იმოქმედონ და არა მოჩვენებითი, ზემიზნების მსახურებით -შალვა პაპუაშვილი
ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მივიღეთ, მათ შორის გამოვყოფდი ინსტიტუციური რეფორმის მიმართულებით მიღებულ პროექტებს, რომლებმაც ინსტიტუციური მოწყობა იმ კონსტიტუციურ სისტემაში დააბრუნა, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩადებული და სხვადასხვა დანამატების სახით იყო საკმაოდ ეკლექტური, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც საშემოდგომო სესიის განმავლობაში გაწეული სამუშაო შეაჯამა.
მისი თქმით, ინსტიტუციური მოწყობის პროცესი დაახლოვდა კონსტიტუციურ მოწყობასთან, იმ ჩანაფიქრთან, რომელიც ჩადებულია კონსტიტუციაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით მიღებულ ცვლილებებზეც ისაუბრა.
„მეორე მიმართულება არის საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მიღებული სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის, განსაკუთრებით გარე ჩარევებისგან საქართველოს დემოკრატიის დაცვის მიმართულებით. წელს და საშემოდგომო სესიის განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მიღებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ყურადღება ასევე გაამახვილა ახალ საარჩევნო კოდექსზე და აღნიშნა, რომ კოდექსთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, კრიტიკა არ გამოთქმულა.
„ახალი „საარჩევნო კოდექსი" მივიღეთ და ზოგიერთი ჯგუფის მიერ საუბარი იყო მხოლოდ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე. რაც უფრო დრო გადის, ვფიქრობ, ყველა კარგად ხედავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, სხვა ქვეყნებშიც, ევროპაშიც მუდმივ ჩივილს იმაზე, თუ როგორ ხდება გარე ჩარევა არჩევნებში. ჩვენ აქაც ვხედავთ სრულ მხარდაჭერას ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან, რომ საქართველომ უზრუნველყოს ის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, გარე ჩარევის მაქსიმალური გამორიცხვით და ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამას უწყობს ხელს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ახალი „საარჩევნო კოდექსი" მივიღეთ და ამის მიღმა კრიტიკული რაიმე სხვა შენიშვნაც კი არ მოგვისმენია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა განათლების რეფორმის პაკეტზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა.
„რეფორმა განგრძობადი სამუშაოა, რომელსაც კვლავ დასჭირდება საქართველოს პარლამენტის არა მხოლოდ საკანონმდებლო ჩარევა, იმისთვის რომ შესაბამისი ჩარჩო შეიქმნას, არამედ, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება, რათა რეფორმამ, სრულად მიაღწიოს იმ მიზნებს, რომელიც დასახული არის უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმით. მართლაც ისტორიული პროცესი მიმდინარეობს, რომელიც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ზოგად და უმაღლეს განათლებას და რომელიც საქართველოს დაუბრუნებს საკუთარი უმაღლესი განათლებით სიამაყის გრძნობას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვამაყობდეთ ჩვენი უმაღლესი განათლებით, როგორც შეგვეძლო მათ შორის, იმ თაობებს, რომელთაც ძლიერი საუნივერსიტეტო თუ სასკოლო განათლება გვაქვს გამოვლილი. ჩვენ ვხედავთ რამდენად წარმატებული იყვნენ ქართველი მეცნიერები, სტუდენტები საერთაშორისო კონკურენციაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს შვილებს მივცეთ შესაძლებლობა, ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ სახელმწიფომ მისცეს უმაღლესი ხარისხის ზოგადი და უმაღლესი განათლება, იყოს კონკურენტუნარიანი მთლიანად მსოფლიოში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, იმ ტურბულენტობაში, რომელშიც რეგიონი ბოლო რამდენიმე წელია, იმყოფება, პარლამენტს, საპარლამენტო დიპლომატიის და საგარეო ურთიერთობის თვალსაზრისითაც, მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სხვადასხვა დელეგაციაში იყო ჩართული საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელების მხრივ და სხვადასხვა ორგანიზაციაში წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის ხმას", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზეც ისაუბრა.
„ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ამ წელს ვასრულებთ გამარჯვებული, იმ მხრივ, რომ გვაქვს რეგიონისთვის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. პირველად, საქართველოს ისტორიაში ათი ათას დოლარს გადააჭარბებს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი. პირველად, ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს და ამ მხრივ, გამორჩეული ვართ როგორც ეკონომიკური ზრდის წლიური შედეგებით, ისე, აბსოლუტური შედეგებით როგორც რეგიონში, ისე მათ შორის, კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ წარმატების მიღწევას ქვეყანა ახერხებს არათუ გარე მხარდაჭერის, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, გარედან ხელის შეშლის ფონზე.
„ყველაფერი კეთდებოდა, ძირი გამოთხროდა საქართველოს ეკონომიკას, ძირი გამოთხროდა საქართველოს უსაფრთხოებას და მშვიდობას, ძირი გამოთხროდა საქართველოში დემოკრატიას. სამყაროში არის რთული პერიოდი. სამწუხაროდ, მეგობრები სანთლით არის საძებარი. რატომღაც, ამ რთულ ვითარებაში, ბევრმა საქართველოს მიმართ მტრული პოლიტიკის გასატარებლად მოიცალა და ჩვენ, ჩვენი პრობლემების დაძლევაში ვართ, რომელიც ოკუპაციის გამოწვევებს და ოკუპაციის დასრულების მიზანს გულისხმობს. ამას ზემოდან კიდევ გვიმატებენ წაქეზებას გამწვავებისკენ, ესკალაციისკენ, შუღლისკენ, ყველაფერ იმისკენ, რაც კი არის ევროპულობის ანტონიმი და ამას აკეთებენ ევროკავშირის დროშით ხელში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, ცივილიზაციური სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის დროშით ხელში წვავ საქართველოს პარლამენტს, ძალადობრივი შტურმით ცდილობ პრეზიდენტის სასახლის აღებას, ისვრი „მოლოტოვის" კოქტეილს.
„ეს ყველაფერი დღეს საქართველოში ხდება მხოლოდ მათი მხრიდან, ვისაც ევროკავშირის დროშა უჭირავს ხელში და ეს არის ევროკავშირის ცივილიზაციური სირცხვილი, რასთანაც სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპული ძალა დღეს საქართველოში საკუთარ თავს აიგივებს. ჩვენ ვუყურებთ ტენდენციებს, მათ შორის, ევროპაში პატრიოტული ძალების მომძლავრებას, დარწმუნებული ვართ, ის უმცირესობის მთავრობები, რომლებიც დღეს თავს ახვევენ ზოგიერთს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს, მოუსმენ საკუთარ ხალხს და ის ყრუ კედელი ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპულ ბიუროკრატიასა და ევროპელ ხალხს შორის დაინგრევა. ბრუსელის ბიუროკრატია მიყვება თავის ხალხის სურვილს, რომ ევროპა კვლავ იყოს მშვიდობის სივრცე და არა გამალებული შეიარაღების და მესამე მსოფლიო ომისთვის მზადების სივრცე, რომ ევროპა იყოს ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცე და არა ეკონომიკური დაღმასვლის სივრცე და რომ იყოს ევროპა ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სივრცე და არა გამოგონილი იდეოლოგიების საკუთარ სივრცეში გავრცელების და სხვა ქვეყნებისთვის თავზე მოხვევის სივრცე.
ამ წინასაახალწლო სურვილებით ვეგებებით მომავალ წელს, კვლავ მობილიზებული, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე დაყრდნობით. ის, რაც ქართველმა ხალხმა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან იცოდა და რასაც დღეს უკვე ხედავენ ხალხები არის ის, რომ ეროვნული ინტერესი არის ნებისმიერი გადაწყვეტილების ამოსავალი. ასე შეიქმნა ერები, ასე შეიქმნა სახელმწიფოები, ასე იქნება გაერთიანებებიც, როდესაც ის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება. ვუსურვებ ყველას, რომ ყველა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს მოუსმინოს. ჩვენი სურვილი სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ არის ის, რომ მიბაძონ საქართველოს ხელისუფლებას, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და იმოქმედონ საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა მოჩვენებითი, გლობალისტური, ზემიზნების მსახურებით, რომელიც საბოლოო ჯამში, ირკვევა, რომ მხოლოდ ქიმერაა და ისე ადვილად იცვლება მისი ავტორების მხრიდან, როგორც მათი გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური სურვილები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
,, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას გარედან თავსმოხვეული მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ „იგლ ჰილსის" პროექტის განხორციელებას საქართველოში'''- მიხეილ ყაველაშვილი
,, მაკრონის განცხადება ნიშნავს, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ, თუ როგორ დასრულდეს უკრაინაში ომი და უფრო დიდ ესკალაციაში არ შევიდნენ ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
"იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ კამპანიას შალვა პაპუაშვილი ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს-შალვა პაპუაშვილი
"იგლ ჰილსის" წინააღმდეგ მტრობის სათავეში არიან "ნაციონალები", "ლელო", "ალტ ინფო" და ტყუილებს იგონებენ"-ნინო წილოსანი
ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიბაძონ, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და მათი ინტერესებით იმოქმედონ და არა მოჩვენებითი, ზემიზნების მსახურებით -შალვა პაპუაშვილი
ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე-პენიტენციური სამსახური
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
ყოველ წელს გვესმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, შეიძლება, ეს იყო მიამიტობა ან მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა არარეალური აღქმა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას-ბრიტანეთის მთავრობა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს -მიხეილ ყაველაშვილი
რომ მდომოდა, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვიქნებოდი პარლამენტში, მოვიწყობდი ცხოვრებას, მაგრამ შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს სწორად არ მიმაჩნია -ლევან ხაბეიშვილი
უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს -გია ვოლსკი
ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს შეუძლია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და პირიქით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ -ალექსანდრ ვუჩიჩი
ევროპაში მაჩვენეთ ქვეყანა, რომელიც ასეთი ეკონომიკური ზრდა აქვს, მინდა, მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს ასეთი საოცარი შედეგები -ალექსანდ ვუჩიჩი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრა გამართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის "დეზინფორმაციის რეესტრის" პრეზენტაცია გაიმართა
"სერბეთის სასახლეში" საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ევროპარლამენტში სულ უფრო ისმის მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული იდენტობა, თუმცა ჯერ კიდევ მძლავრობენ რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს მიაქანებენ ბნელი წარსულისკენ -შალვა პაპუაშვილი