ცესკოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეების მიერ საარჩევნო სფეროში და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროგრამების, კურსების, სხვადასხვა ღონისძიებების მომზადება და განხორციელება, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა ან/და მათში მომხსენებლად ან სხვა სტატუსით მონაწილეობის მიღება.
მემორანდუმს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ მოაწერეს.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდებმა პირადად ცესკოს თავმჯდომარისგან მიიღეს ინფორმაცია არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვისა და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ცესკოს ახალი ვებპლატფრომის „დეზინფორმაციის რეესტრის" შესახებ.
ახალგაზრდების ინფორმირება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საქმიანობას წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად ცესკო წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, დღეს გაფორმებული მემორანდუმი კი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და განვითარებას შეუწყობს.
მსგავსი სიახლეები
2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ცესკოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა -შემოსავლების სამსახური
მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა
საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა „მეცნიერების სასახლეში“ უმასპინძლა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ამპუტანტ ფეხბურთელთა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება -მაია ბითაძე
2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა იქნება
ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
ბრიტანულმა გამოცემა Independent-მა საქართველო 2026 წლის შვიდ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა
საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთესთან (ყურაშვილი) დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
GCCA-მა "კატარის ავიახაზების" საქართველოს ფილიალს დარღვევა დაუდასტურა
,,ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1 იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება''- პრემიერი
16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16 დეკემბერის ამინდის პროგნოზი