"იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ კამპანიას შალვა პაპუაშვილი ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს-შალვა პაპუაშვილი
შეხედეთ აქტორებს, ვინ არიან, საიდან ფინანსდებიან, ვინ არიან მათი მფარველები გარეთ და მარტივად ჩანს, რომ ის, რაც ვერ მოხერხეს პოლიტიკურად, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემხოთ, ახლა უნდათ ეს ეკონომიკური დივერსიით გააკეთონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ კამპანიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი კარგად ხედავს ყველაფერს.
„ზოგადად, როდესაც ერთ ნარატივს ავრცელებს „ნაცმოძრაობა" და „ალტინფო", მგონი, საზოგადოებისთვის ადვილია დასკვნების გამოტანა, საიდან არის ნაკარნახევი ეს ნარატივი. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. რა თქმა უნდა, სურვილი არის ქვეყნის დაზიანება. ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს. ისტორიაში როდესაც უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც არ აქვს ერთი ნაკლიც კი და მხოლოდ სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, თითოეული ადამიანისთვის, ვისთვისაც რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ამ პროექტის წინააღმდეგ როცა ვხედავთ ნარატივებს, აქ გასაგებია, რომ ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებულია გარედან. შეხედეთ აქტორებს ვინ არიან, შეხედეთ, საიდან ფინანსდებიან, ვინ არიან მათი მფარველები გარეთ და მარტივად ჩანს, რომ ის, რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკურად, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემხოთ, ახლა უნდათ, ეს ეკონომიკური დივერსიით გააკეთონ.
მაგრამ მარტივი შეცდომა დაუშვეს, როდესაც იჩქარეს იმისთვის, რომ ჰქონოდათ შეიძლება მაქსიმალური დაფარვა პროპაგანდისტული. ეს დავალება მისცეს „ნაციონალურ მოძრაობასაც" და „ალტინფოსაც" ერთად, ერთ ნარატივზე ასაუბრებენ „ნაციონალურ მოძრაობას" და ალტინფოს. ამით უკვე საზოგადოებისთვის ნათელი ხდება - ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ეწინააღმდეგება, ისტორიული გამოცდილებით დადასტურებულია, რომ ის არის სასარგებლო საქართველოსთვის და პირიქით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" იწონებს ხოლმე, ის არ არის საქართველოსთვის სასარგებლო. ასე რომ, ყველას შეუძლია, დასკვნა გამოიტანოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი
,,საქართველო მხარს უჭერს, პრინციპების დონეზე საერთაშორისო ნორმების შესრულებას''- მაკა ბოჭორიშვილი
,, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას გარედან თავსმოხვეული მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ „იგლ ჰილსის" პროექტის განხორციელებას საქართველოში'''- მიხეილ ყაველაშვილი
,, მაკრონის განცხადება ნიშნავს, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ, თუ როგორ დასრულდეს უკრაინაში ომი და უფრო დიდ ესკალაციაში არ შევიდნენ ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
"იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ კამპანიას შალვა პაპუაშვილი ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს-შალვა პაპუაშვილი
"იგლ ჰილსის" წინააღმდეგ მტრობის სათავეში არიან "ნაციონალები", "ლელო", "ალტ ინფო" და ტყუილებს იგონებენ"-ნინო წილოსანი
ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიბაძონ, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და მათი ინტერესებით იმოქმედონ და არა მოჩვენებითი, ზემიზნების მსახურებით -შალვა პაპუაშვილი
ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე-პენიტენციური სამსახური
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
ყოველ წელს გვესმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, შეიძლება, ეს იყო მიამიტობა ან მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა არარეალური აღქმა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას-ბრიტანეთის მთავრობა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს -მიხეილ ყაველაშვილი
რომ მდომოდა, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვიქნებოდი პარლამენტში, მოვიწყობდი ცხოვრებას, მაგრამ შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს სწორად არ მიმაჩნია -ლევან ხაბეიშვილი
უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს -გია ვოლსკი
ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს შეუძლია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და პირიქით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ -ალექსანდრ ვუჩიჩი
ევროპაში მაჩვენეთ ქვეყანა, რომელიც ასეთი ეკონომიკური ზრდა აქვს, მინდა, მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს ასეთი საოცარი შედეგები -ალექსანდ ვუჩიჩი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრა გამართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის "დეზინფორმაციის რეესტრის" პრეზენტაცია გაიმართა