,, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას გარედან თავსმოხვეული მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ „იგლ ჰილსის" პროექტის განხორციელებას საქართველოში'''- მიხეილ ყაველაშვილი

 

BBC-ის ფილმი და „იგლ ჰილსის" წინააღმდეგ წასვლა და გამოსვლები, ეს ყველაფერი არის გარედან ინსპირირებული ძალების მიერ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმას, რომ საქართველო სუვერენულია და ვითარდება , - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთში „იგლ ჰილსის" მიერ განხორციელებულ პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას გარედან თავსმოხვეული მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ „იგლ ჰილსის" პროექტის განხორციელებას საქართველოში.

„განცვიფრებული ვიყავი, როცა ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, პირდაპირ თქვა, რომ ანალოგიურ სიტუაციაში ვიყავით ჩვენ და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია, რაც კი განხორციელებულა ბოლო წლებში სერბეთში და ბელგრადში და მან შემომთავაზა მე, რომ მენახა ეს ყველაფერი, უკვე განხორციელებული პროექტი. საზოგადოებას მინდა მივმართო, ყველამ ნახა, რა განხორციელდა, როგორი მასშტაბურია, როგორც ბელგრადისთვის, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად ითვლება ბელგრადში. მე ვთხოვ ჩვენს საზოგადოებას, თუ პირდაპირ არ შეუძლია, რომ ჩამობრძანდეს ბელგრადში, თავად იხილოს მედიის საშუალებით ან ვიდეოს საშუალებით, ნახოს ეს პროექტი რას წარმოადგენს. დღესდღეობით 9 მილიარდზე მეტი შემოსავალი აქვს ბიუჯეტში სერბეთის სახელმწიფოს 4.5 მილიარდამდე ინვესტიციაა განხორციელებული. ათი ათასამდე დასაქმებული პირია. შეძლებული მოქალაქეები იძენენ, ძირითადი ნაწილი სერბეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდანაც.

ეს არის მოცემულობა, შედეგი, რაც ჩვენ ჩვენი თვალით ვიხილეთ. რა თქმა უნდა, იქნება თხოვნა, რომ უფრო მეტად და კარგად გაშუქდეს ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მორჩეს ერთხელ და სამუდამოდ ეს ხელოვნურად შექმნილი სპეკულაცია გაუგებარი არაბიზაციის შესახებ. ეს არის უდიდესი კომპანია. ეს არის ფაქტი, რაზეც მე დღეს ვლაპარაკობ, რაც მე ჩემი თვალით ვნახე საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციასთან ერთად. მსგავსი პროექტი, რომელიც ჩემი თვალით ვიხილე აქ, რამხელა „ბენეფიტი" და რამხელა შესაძლებლობები აქვს სახელმწიფოსთვის, არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ასეთი ხელოვნურად დაგეგმილი გარედან თავსმოხვეული მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ ამ პროექტის განხორციელებას", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,საქართველო მხარს უჭერს, პრინციპების დონეზე საერთაშორისო ნორმების შესრულებას''- მაკა ბოჭორიშვილი
,, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას გარედან თავსმოხვეული მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ „იგლ ჰილსის" პროექტის განხორციელებას საქართველოში'''- მიხეილ ყაველაშვილი
,, მაკრონის განცხადება ნიშნავს, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ, თუ როგორ დასრულდეს უკრაინაში ომი და უფრო დიდ ესკალაციაში არ შევიდნენ ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
"იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ კამპანიას შალვა პაპუაშვილი ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს-შალვა პაპუაშვილი
"იგლ ჰილსის" წინააღმდეგ მტრობის სათავეში არიან "ნაციონალები", "ლელო", "ალტ ინფო" და ტყუილებს იგონებენ"-ნინო წილოსანი
ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიბაძონ, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და მათი ინტერესებით იმოქმედონ და არა მოჩვენებითი, ზემიზნების მსახურებით -შალვა პაპუაშვილი
ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე-პენიტენციური სამსახური
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
ყოველ წელს გვესმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, შეიძლება, ეს იყო მიამიტობა ან მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა არარეალური აღქმა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას-ბრიტანეთის მთავრობა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს -მიხეილ ყაველაშვილი
რომ მდომოდა, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვიქნებოდი პარლამენტში, მოვიწყობდი ცხოვრებას, მაგრამ შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს სწორად არ მიმაჩნია -ლევან ხაბეიშვილი
უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს -გია ვოლსკი
ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს შეუძლია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და პირიქით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ -ალექსანდრ ვუჩიჩი
ევროპაში მაჩვენეთ ქვეყანა, რომელიც ასეთი ეკონომიკური ზრდა აქვს, მინდა, მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს ასეთი საოცარი შედეგები -ალექსანდ ვუჩიჩი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრა გამართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის "დეზინფორმაციის რეესტრის" პრეზენტაცია გაიმართა
"სერბეთის სასახლეში" საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა