"რუსული აქტივების გამოყენების გეგმა ჩაიშალა. ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 90-მილიარდიან კრედიტს ბლოკის ბიუჯეტიდან გამოუყოფენ"-Financial Times

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) თავის 19 დეკემბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით: „რუსული აქტივების გამოყენების გეგმა ჩაიშალა. ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 90-მილიარდიან კრედიტს ბლოკის ბიუჯეტიდან გამოუყოფენ“ (ავტორები - ჰენრი ფოი, ლაურა დიუბუა, პაოლო ტამა და ბარბარა მოენსი, ბრიუსელიდან).


ბრიუსელში გამართული ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინას 90 მილიარდი ევროს კრედიტი გამოუყონ საერთო ბიუჯეტიდან მას შემდეგ, რაც წინადადება რუსეთის სუვერენული აქტივების გამოყენების თაობაზე ჩაიშალა.

ფინანსური ხელშეკრულება უკრაინისათვის უმნიშვნელოვანეს „მაშველ რგოლს“ წარმოადგენს, თანაც იმ მომენტში, როცა ევროპა ცდილობს თავისი უფლებები დაიცვას აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის მიზნით, რათა თითქმის ოთხწლიანი ომი დასრულდეს. „ჩვენ ვალდებულებები ავიღეთ და მათ შევასრულებთ“, - განაცხადა ევროპის კავშირის პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერების სამიტზე კრედიტის გამოყოფის საკითხი დადებითად გადაწყდა.
ევროკავშირის დედაქალაქები რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი ფულის - 210 მილიარდი ევროს გამოყენებისათვის უკრაინის სასარგებლოდ, რომლის ნაწილი ბელ;გიაში ინახება. ამ ფულით განზრახული იყო ე.წ „სარეპარაციო კრედიტის“ მიცემა კიევისათვის, რომელსაც უკრაინა მას შემდეგ დააბრუნებდა, როცა რუსეთი მას ომით გამოწვეულ ზარალს აუნაზღაურებდა [იმ იმედით, რომ კრემლი ომს წააგებდა და მას რეპარაციის გადახდა დაეკისრებოდა].

ბელგიამ მნიშვნელოვანი გარანტიები მოითხოვა იმ ფინანსური რისკების გასანეიტრალებლად, რომელიც მას დაემუქრება რუსეთის კუთვნილი ფულის განკარგვის გამო, მაგრამ ევროკავშირის რიგმა წევრებმა ბელგიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, ანუ კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.

სამიტის დაწყების წინ უკრაინამ განაცხადა, რომ მომავალი 2026 წლის დასაწყისისათვის უფულოდ რჩება და, აქედან გამომდინარე, მას ფინანსური კრახი ემუქრება, თუ ევროპა ფულად დახმარებას არ გაუწევს. შესაბამისად, ევროკავშირის ლიდერებმა კიევს აღუთქვეს, რომ ბრიუსელში სამიტს მანამ არ დაასრულებდნენ, სანამ რაიმე ფორმით უკრაინისათვის ფინანსურ დახმარების გაწევას არ შეათანხმებენ.

„გადაწყვეტილების მიუღებლობა კატასტროფა იქნებოდა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამიტის შემდეგ.

ევროკავშირის წევრები, პარასკევს ადრე დილიდან დაწყებული თითქმის 16 საათიანი დისკუსიის შემდეგ, შეთანხმდნენ ბლოკის საერთო ბიუჯეტიდან 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, უკრაინის დაფინანსებისათვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

უკრაინამ მიცემული კრედიტი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დააბრუნოს, როცა რუსეთი რეპარაციას გადაიხდის. „რუსული აქტივები კვლავ გაყინული დარჩება და საბოლოო ჯამში გამოყენებული იქნება უკრაინისათვის მიცემული 90-მილიარდიანი კრედიტის დასაფარავად, მას შემდეგ, თუ კრემლი უარს იტყვის დაკისრებული რეპარაციის გადახდაზე“, - თქვა ანტონიუ კოშტამ.

შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის გადასახადის გადამხდელთა ფულის გამოყენებას ითვალისწინებს და არა რუსული აქტივების დახარჯვას, დიდ პოლიტიკურ დარტყმად უნდა ჩაითვალოს გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენისათვის, რომლებიც სარეპარაციო სესხის მომხრეებად გამოდიოდნენ და ცდილობდნენ ძლიერი ზეწოლა მოეხდინათ ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის მიმართ, რათა იგი რუსული ფულის განკარგვაზე დათანხმებულიყო.

„ევროპამ გაიმარჯვა, რადგან ფინანსური წესრიგი შენარჩუნდა... დიახ, ეს ნამდვილად გამარჯვებაა“, - თქვა ბარტ დე ვევერმა სამიტის შემდეგ, - „ჩვენ შევძელით თავი აგვერიდებინა ფინანსური განუკითხაობისა და ქაოსისათვის, ერთიანობა შევინარჩუნეთ“.

ფრიდრიხ მერცმა სამიტის შედეგი შეაფასა როგორც „ძალზე პრაქტიკული და კარგი გადაწყვეტილება, რომელიც თავისი სამომავლო შედეგებით ჰგავს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხანია ვიხილავდით, მაგრამ აშკარად ერთობ რთული გადასაწყვეტი იყო“. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ამ კრედიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააბრუნებს, როცა რუსეთის მას კომპენსაციას გადაუხდის (ანუ ომით გამოწვეულ ზარალას აუნაზღაურებს).

ბელგიამ სამიტის დროს, რისკების თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის წევრებისაგან კატეგორიულად მოითხოვა „განუსაზღვრელი გარანტიები“, რადგან რუსეთი მას საჩივრით დაემუქრა, თუ ბრიუსელი მოსკოვის კუთვნილ ფულს უკრაინას მისცემდა. ევროკავშირის ლიდერებმა უარი თქვეს ბელგიის ესოდენ მაქსიმალისტური მიდგომის დაკმაყოფილებაზე.
საბოლოოდ კი, როგორც ირკვევა, იტალიისა და საფრანგეთის მოწოდებით, სამიტმა ალტერნატიული წინადადების განხილვა დაიწყო, რომლის თანახმად, უკრაინის დაფინანსებისათვის ევროკავშირის საერთო ბიუჯეტით ისარგებლებდნენ.

„90-მილიარდიანი კრედიტის მიცემა უკრაინისათვის არანაირ ფინანსურ ვალდებულებას არ აკისრებს ჩეხეთს, სლოვაკეთს და უნგრეთს“, - ნათქვამია სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. სწორედ ამ სამმა სახელმწიფომ განაცხადა სამიტის წინ, რომ ისინი მხარს არ დაუჭერდნენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფას უკრაინის დაფინანსებისათვის. „დიახ, ისინი ამჟამად ვალდებულები არ არიან თანხა რეალურად გამოყონ, მაგრამ ჩვენ მათ ვაიძულებთ [პოლიტიკური] ფასი გადაიხადონ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა.


წყარო: 





მსგავსი სიახლეები
"რუსული აქტივების გამოყენების გეგმა ჩაიშალა. ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 90-მილიარდიან კრედიტს ბლოკის ბიუჯეტიდან გამოუყოფენ"-Financial Times
"ვალერი ზალუჟნის ვარაუდი: ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანები უკრაინას სამომავლოდ რეალურ საფრთხეს შეუქმნიან"
"თურქეთის ინიციატივა: შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება?"-TRT
"ომის კავშირებითი კილო: "ეს რომ თავიდანვე გვცოდნოდა"-Українська правда
ევროკავშირის პრობლემა არა ბელგია, არამედ ტრამპია -Politico
"მრავალეროვნული სამხედრო ძალები - უკრაინის დასაცავად" -BBC
"ზელენსკის კორუმპირებული მთავრობა მხილებულია, მაგრამ სამი ევროპელი ლიდერი მის მხარდაჭერას მაინც აგრძელებს"-უცხოური პრესა
აშშ უკრაინას, დონბასის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს -Axios
"ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის"-Daily Express
"დონალდ ტრამპი: "ზელენსკი სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს - იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს"-The Daily Telegraph
"აშშ-ის ელჩი თურქეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს"-Cumhuriyet
"კიევი - განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?"-Neue Zürcher Zeitung
"უკრაინა ცეცხლს ეთამაშება!"-Cumhuriyet
"დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ჯარისკაცები არ ჰყოფნის"-The Economist
"რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება"-The Daily Telegraph
"თუ ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული სკანდალი არ დაამხობს, მაშინ პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების მსხვერპლი გახდება"-The Daily Telegraph
"კრემლთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა: ტრამპს შეუძლია უარი თქვას უკრაინასთან და რუსეთთან შუამავლობაზე?"-The Daily Telegraph
"მოლაპარაკების შემდეგ ომის დასასრული არ მოახლოებულა"-BBC
"მზად არიან თუ არა საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისთვის?"-Le Journal du Dimanche
"დონალდ ტრამპი შესაძლოა ზოგადად ინტერვენციის წინააღმდეგია,მაგრამ ლათინური ამერიკაში მისთვის მონროს დოქტრინა ძალაში რჩება"-The Daily Telegraph