ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი
უკიდურეს შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა, სრულად დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია და გადავიდეს ევროკავშირის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ, - ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის მიერ მომზადებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.
საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ „ევროკომისიამ გამოთქვა სერიოზული შეშფოთება საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების გამო, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით.
„კომისიამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ პრობლემების მოსაგვარებლად და შეასრულოს მისი რეკომენდაციები. ამის მიუხედავად, საქართველომ დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციები", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, „საქართველოში უკუსვლის სისტემური და განზრახ ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს განახლებული ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში". პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მექანიზმი ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს.
„ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე.
ამჟამად მოქმედი წესებისგან განსხვავებით, ახალი წესები უზრუნველყოფს ვიზების ერთგვაროვნად შეჩერებას ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში. ორმხრივი ვიზების გამონაკლისი დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის მეტად აღარ იქნება შესაძლებელი, როგორც კი ვიზების მოთხოვნა ევროკავშირის დონეზე ხელახლა დაწესდება. მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება, ვიზის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე. უკიდურეს შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს ვიზალიბერალიზაციის სტატუსი და გადავიდეს ევროკავშირის იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც ვიზა სჭირდებათ", - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ევროკავშირთან სავიზო პოლიტიკის ჰარმონიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი არ დაფიქსირებულა.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავიზო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის პოლიტიკისგან, ხოლო 2024-2025 წლებში საქართველომ კიდევ უფრო უკან გადადგა ნაბიჯები, მიუხედავად ევროკომისიის არაერთგზის რეკომენდაციებისა. ამასთან ერთად, ევროკომისია კვლავ პრობლემურად მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების რაოდენობას, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელთან შედარებით, მათი რაოდენობა შემცირებულია", - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ნახსენებია „საქართველოში არსებული უსაფრთხოების ახალი რისკები" და აღნიშნულია, რომ ეს „დაკავშირებულია რუსეთის გავლენასთან".
„მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორების უმეტესობა ასრულებს ანტიკორუფციულ ვალდებულებებს, საქართველომ ადრე გატარებული რეფორმების ნაწილი გააუქმა. ასევე არსებობს დოკუმენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული ხარვეზები, მათ შორის ყალბი ან თაღლითურად მიღებული პასპორტები და პირადობის მონაცემების შეცვლა, რაც ევროკავშირის უსაფრთხოების შემოწმებების თავიდან არიდებისთვის გამოიყენება. ეს პრობლემები უნდა აღმოიფხვრას, რათა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის სანდოობა იყოს დაცული", - აცხადებენ ევროკომისიაში.
ანგარიშში შემდგომ ნაბიჯებად დასახელებულია ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის გაგრძელება და ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოსთვის ყოველწლიურად ანგარიშის წარდგენა.
მსგავსი სიახლეები
,,ლევან მაჭავარიანი - ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც გვაქვს გაწეული''- ლევან მაჭავარიანი
2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
,,საქართველოსთვის საუკეთესო პოზიციაა, დარჩეს ნეიტრალური, ივაჭროს ყველასთან, აყვავდეს, როგორც ჰაბი და შეინარჩუნოს მთავრობა''- ლოურენს უილკერსონი
ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი
,,საქართველო მხარს უჭერს, პრინციპების დონეზე საერთაშორისო ნორმების შესრულებას''- მაკა ბოჭორიშვილი
,, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას გარედან თავსმოხვეული მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ „იგლ ჰილსის" პროექტის განხორციელებას საქართველოში'''- მიხეილ ყაველაშვილი
,, მაკრონის განცხადება ნიშნავს, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ, თუ როგორ დასრულდეს უკრაინაში ომი და უფრო დიდ ესკალაციაში არ შევიდნენ ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
"იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ კამპანიას შალვა პაპუაშვილი ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს-შალვა პაპუაშვილი
"იგლ ჰილსის" წინააღმდეგ მტრობის სათავეში არიან "ნაციონალები", "ლელო", "ალტ ინფო" და ტყუილებს იგონებენ"-ნინო წილოსანი
ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიბაძონ, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და მათი ინტერესებით იმოქმედონ და არა მოჩვენებითი, ზემიზნების მსახურებით -შალვა პაპუაშვილი
ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე-პენიტენციური სამსახური
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
ყოველ წელს გვესმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, შეიძლება, ეს იყო მიამიტობა ან მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა არარეალური აღქმა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას-ბრიტანეთის მთავრობა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს -მიხეილ ყაველაშვილი
რომ მდომოდა, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვიქნებოდი პარლამენტში, მოვიწყობდი ცხოვრებას, მაგრამ შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს სწორად არ მიმაჩნია -ლევან ხაბეიშვილი
უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს -გია ვოლსკი
ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს შეუძლია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და პირიქით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ -ალექსანდრ ვუჩიჩი