,,ლევან მაჭავარიანი - ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც გვაქვს გაწეული''- ლევან მაჭავარიანი
სამწუხაროა, რომ ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინისთვის გვაქვს გაწეული. ერთადერთი არ შევეხიდეთ ჩვენი მოქალაქეებით და არ აღმოვჩნდით იმ ომში, რომელიც ჩვენი საომარი არ იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უკრაინის მხარდამჭერ ათასობით რეზოლუციას შეუერთდა და ერთადერთი რაზეც უარი თქვა, თავისი მოქალაქეების სიცოცხლის გაღება იყო. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეს არ აპატია ევრობიუროკრატიამ საქართველოს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინისთვის გვაქვს გაწეული. პირიქით, მუდმივად ცრუ ბრალდებები, მცდელობები იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში აჟიოტაჟი შემოეტანათ, რაღაცნაირად ომში ჩავერთეთ. ეს ქვეყანა ომშია და ჩვენ ვაჟკაცურად ვიქცევით, პრაგმატულ პოლიტიკას ვატარებთ. კითხვები, რაც დასასმელი იქნება ამ აქტორებთან და რაზეც პასუხები უნდა მოვთხოვოთ, მაგისი დროც დადგება. რაც შეეხება მხარდაჭერას, ათასობით რეზოლუციაა საერთაშორისო არენაზე, რასაც „ქართულმა ოცნებამ" მხარი დაუჭირა და ათობით ქვეყანა იკავებდა ამისგან თავს, ვინაიდან არ სურდათ რუსეთის გაღიზიანება. ჩვენ ყველაფერში გვაქვს მხარი დაჭერილი. 30 ათასამდე უკრაინელი გვყავს შეფარებული, სოციალური დახმარებები დანიშნული, ბავშვებისთვის სასწავლებლები გახსნილი. ჰუმანიტარული დახმარებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ვიკავებთ მსოფლიოში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ევრობიუროკრატების მხრიდან, ზუსტად იმ დღიდან, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, მუდმივად გვესმის, თითქოს რუსეთის მხარეს ვიჭერთ და ასე შემდეგ, რაც აბსურდია. ჩამოვთვალე, რამდენ რამეში დავუდექით გვერდით, ერთადერთი არ შევეხიდეთ ჩვენი მოქალაქეებით და ჩვენ არ აღმოვჩნდით იმ ომში, რომელიც ჩვენი საომარი არ იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება ოთხი წლის განმავლობაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უკრაინა იქნა გამოყენებული „პროქსი ომში" და რეალურად ეს არის ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის".
მსგავსი სიახლეები
,,ლევან მაჭავარიანი - ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც გვაქვს გაწეული''- ლევან მაჭავარიანი
2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
,,საქართველოსთვის საუკეთესო პოზიციაა, დარჩეს ნეიტრალური, ივაჭროს ყველასთან, აყვავდეს, როგორც ჰაბი და შეინარჩუნოს მთავრობა''- ლოურენს უილკერსონი
ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი
,,საქართველო მხარს უჭერს, პრინციპების დონეზე საერთაშორისო ნორმების შესრულებას''- მაკა ბოჭორიშვილი
,, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას გარედან თავსმოხვეული მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ „იგლ ჰილსის" პროექტის განხორციელებას საქართველოში'''- მიხეილ ყაველაშვილი
,, მაკრონის განცხადება ნიშნავს, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ, თუ როგორ დასრულდეს უკრაინაში ომი და უფრო დიდ ესკალაციაში არ შევიდნენ ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
"იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ კამპანიას შალვა პაპუაშვილი ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს-შალვა პაპუაშვილი
"იგლ ჰილსის" წინააღმდეგ მტრობის სათავეში არიან "ნაციონალები", "ლელო", "ალტ ინფო" და ტყუილებს იგონებენ"-ნინო წილოსანი
ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიბაძონ, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და მათი ინტერესებით იმოქმედონ და არა მოჩვენებითი, ზემიზნების მსახურებით -შალვა პაპუაშვილი
ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე-პენიტენციური სამსახური
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
ყოველ წელს გვესმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, შეიძლება, ეს იყო მიამიტობა ან მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა არარეალური აღქმა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას-ბრიტანეთის მთავრობა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს -მიხეილ ყაველაშვილი
რომ მდომოდა, გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვიქნებოდი პარლამენტში, მოვიწყობდი ცხოვრებას, მაგრამ შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს სწორად არ მიმაჩნია -ლევან ხაბეიშვილი
უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს -გია ვოლსკი
ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება -ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს შეუძლია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და პირიქით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ -ალექსანდრ ვუჩიჩი