პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფერარი თბილისის" პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, „ფერარი თბილისის" პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საავტომობილო სამყაროს ფლაგმანის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საქართველოში არსებული სტაბილური და მიმზიდველი ბიზნესგარემოს კიდევ ერთი დასტურია.
"ალბათ 15-20 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, საქართველოში „ფერარის" ცენტრი გაიხსნებოდა, არავინ დაიჯერებდა, თუმცა დღეს ეს შემდგარი ფაქტია. ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს დღე. ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანა ვითარდება, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური აქტივობისთვის შესაფერისი გარემო და ამის გამოხატულებაა დღევანდელი დღეც - ის, რომ „ფერარი" შემოვიდა საქართველოში.
„ფერარი" ეს არის საავტომობილო ინდუსტრიის ფლაგმანი, ნამდვილი ლიდერი, ეს არის იტალიური ხარისხის ეტალონი და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ „ფერარი" დღეს არის ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „ფერარის" ევროპისა და აფრიკის პრეზიდენტს რენო დე პოლის და „ნაზარ ჰოლდინგის" დამფუძნებელ ალი ნაზარს და მათ წარმატებები უსურვა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, „ნაზარ ჰოლდინგის" დამფუძნებელმა ალი ნაზარმა, "ფერარის" ევროპისა და აფრიკის პრეზიდენტმა რენო დე პოლიმ და „ფერარი თბილისის" გენერალურმა მენეჯერმა თამარ სახეიშვილმა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
"სერბი და ქართველი ხალხი ძალიან აფასებენ ერთმანეთს''- მიხეილ ყაველაშვილი
2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ცესკოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა -შემოსავლების სამსახური
მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა
საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა „მეცნიერების სასახლეში“ უმასპინძლა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ამპუტანტ ფეხბურთელთა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება -მაია ბითაძე
2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა იქნება
ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
ბრიტანულმა გამოცემა Independent-მა საქართველო 2026 წლის შვიდ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა
საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთესთან (ყურაშვილი) დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
GCCA-მა "კატარის ავიახაზების" საქართველოს ფილიალს დარღვევა დაუდასტურა
,,ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1 იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება''- პრემიერი