2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
19 დეკემბერს გამართულ BSEC-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 51-ე სხდომის ფარგლებში, საქართველო 6 თვის ვადით (2026 წლის 1 იანვარი - 30 ივნისი) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართულმა მხარემ, წევრ სახელმწიფოებს, თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო და აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაკავშირებადობას, მდგრადობასა და თანამშრომლობის გაძლიერებას.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) 51-ე სხდომაში. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ პოზიტიურად შეაფასა ბულგარეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის პირობებში გამართული ღონისძიებები.
„ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის მნიშვნელობაზე, რაც BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამასთან, ხაზი გაესვა რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით.
ყურადღება გამახვილდა დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში, საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის საჭიროებაზე", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
რა ეღირება დოლარი და ევრო 20 დეკემბერს
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ახალ ეტაპზე გადადის -რევაზ სოხაძე
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
რა ეღირება დოლარი და ევრო 19 დეკემბერს
ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
"გამარჯვებას რა უნდა"- თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა
რა ეღირება დოლარი და ევრო 18 დეკემბერს
პრემიერ-მინისტრი ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
თიბისი 33 წლისაა თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
"არ მოგერიდოს, იკითხე"- დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა
Communal Hotels - თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია
რა ეღირება დოლარი და ევრო 17 ნოემბერს
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა