,,2026 წლის ბიუჯეტში კვლავაც აქტუალური რჩება სოციალური საკითხები და ადამიანი''- მიხეილ სარჯველაძე

 

ტრადიციისთვის არ გვიღალატია, სოციალური საკითხები და ადამიანი, როგორც ყურადღების მთავარი ცენტრი, კვლავაც აქტუალური რჩება ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.

სარჯველაძემ უპასუხა კითხვას: „2026 წლის ბიუჯეტი არის დამტკიცებული, რომლის პრიორიტეტადაც ჯანდაცვა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება. რა მიმართულება იქნება თქვენი სამინისტროსთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, რომლის მოგვარებასაც ისურვებდით 2026 წელს?"

„ვალდებული ვარ, ამას ხაზი გავუსვა, რომ როგორც კი შესაძლებლობა ჩნდება, ფინანსური შესაძლებლობები ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს. საბედნიეროდ, ეკონომიკური წინსვლის გათვალისწინებით, ბოლო დროს საქართველოს ნამდვილად აქვს ასეთი შესაძლებლობები. ქვეყნის პრიორიტეტია ადამიანების სოციალური დაცვა. ბევრი რამ გვაქვს გეგმაში, იგივე ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით და აქედან დაწყებული, მაგალითად, რუხის კლინიკის განვითარებით დამთავრებული. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. იქნება ახალი სერვისები, ბევრი საინტერესო სიურპრიზი ელოდება იმ რეგიონის და არა მხოლოდ იმ რეგიონის მოსახლეობას, ვინც არიან ბენეფიციარები.

არის ცალკეული მიმართულებები, რომლის გამოც ამ დრომდე საჭირო იყო დედაქალაქში ან რომელიმე სხვა შედარებით დიდ ქალაქში მოსახლეობის ჩასვლას, თუმცა ხელმისაწვდომობა გახდება იქვე, რეგიონში. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვნად გაამარტივებს სასურველ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ხელმისაწვდომობა გაჩნდა კარდიოლოგიის, არითმოლოგიის მიმართულებით, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს. ბუნებრივია, ყველა სიახლე იქნება დანერგილი. წინასწარ არ შემიძლია, ზუსტად ჩამოვთვალო, წლის განმავლობაში რისი დანერგვა მოხერხდება, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მუდმივად მზარდი შესაძლებლობები ექნება იქნება ამ დაწესებულებას. მთელი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, კვარტალი არ გასულა, რომ ახალი, მნიშვნელოვანი სერვისი არ დამატებოდა რუხის კლინიკის მიერ შეთავაზებული სერვისების სპექტრს. ეს გაგრძელდება და მაქსიმალურად დაიხუნძლება ქვეყნის მოსახლეობისთვის ყველაზე საჭირო სერვისებით. ეს არის ალბათ მთავარი ღირსება, რომელიც აქვს ამ კლინიკას იმასთან ერთად, რომ სერვისებიც არის უმაღლესი ხარისხის. რა თმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას, რომელიც უკავშირდება ცალკეული კლინიკური კერების შექმნას. ეს ეხება იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, არსებული სამედიცინო სერვისების განვითარებას, სადაც სახელმწიფო არის მიმწოდებელი. ამავდროულად, ეს უკავშირდება გარკვეული ხარჯების საკუთარ თავზე აღებას. ბუნებრივია, ცოცხალი პროცესია სამედიცინო სერვისები, რასაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურად მხარდაჭერა. ამ მიმართულებით ბევრი რამ გვაქვს გეგმაში. არის ცალკეული სერვისები, რომლებიც აუცილებლად მოითხოვს დანერგვას. საზოგადოდ, მედიცინა ვითარდება გარკვეული სიახლეებია როგორც მედიკამენტებით უზრუნველყოფის, ისე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. იგივე კიბოს დიაგნოსტიკის მიმართულებით არის ცალკეული სერვისები, რომლებიც დასანერგია ქვეყანაში. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება", - განაცხადა სარჯველაძემ.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამ დრომდე დაახლოებით მილიარდ ოთხას მილიონს თუ მოიცავდა, დაახლოებით ასი მილიონით იზრდება და მომდევნო წელს მილიარდ-ნახევარს გაუტოლდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, განაცხადა სარჯველაძემ

 

 





მსგავსი სიახლეები
20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,2026 წლის ბიუჯეტში კვლავაც აქტუალური რჩება სოციალური საკითხები და ადამიანი''- მიხეილ სარჯველაძე
20 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
"სერბი და ქართველი ხალხი ძალიან აფასებენ ერთმანეთს''- მიხეილ ყაველაშვილი
2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ცესკოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა -შემოსავლების სამსახური
მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა
საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა „მეცნიერების სასახლეში“ უმასპინძლა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ამპუტანტ ფეხბურთელთა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება -მაია ბითაძე
2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა იქნება
ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
ბრიტანულმა გამოცემა Independent-მა საქართველო 2026 წლის შვიდ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა