პუტინი თვლის, რომ ივანიშვილმა გადააგდო და შეიძლება, არც ცდებოდეს ამაში- მიხეილ სააკაშვილი
დიქტატორმა გადაწყვიტა ევროპის შემდეგ, ახლა უკვე რუსებისთვის ესწავლებინა ჭკუა, ოღონდ მგონია, რომ ამისთვის რუსეთისგან მაგრად მოხვდება ღრანჭში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტზე ხელის მოწერა რუსეთის გაღიზიანებისკენაა მიმართული.
„ის რომ უკრაინის მხარდაჭერას „ქოცებმა" ხელი მოაწერეს, ეს უდავოდ დადებითი ფაქტია. თუმცა არ ვეთანხმები მათ ვინც ამ სახეცვლილებას მხოლოდ საერთაშორისო ქიმიური გამოძიების შიშს მიაწერს, სიტუაცია ბევრად უფრო ღრმაა და არ დაიჯერებთ, მაგრამ მიმართულია რუსეთის გასაღიზიანებლად.
კარგად უნდა მოვუსმინოთ მოსკოვიდან მესიჯებს, რომლებშიც ორივე, ლავროვი და ზახაროვაც ახლახან აცხადებდნენ, რომ ვერ ხედავენ „საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის საფუძველს". რეალობაა ის, რომ პუტინი თვლის, რომ ივანიშვილმა გადააგდო და შეიძლება, არც ცდებოდეს ამაში.
საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, შესაძლებლობების ფარგლებში რუსეთისთვის ესიამოვნებინა - ევროკავშირზე უარი თქვა, მე ხანგრძლივ ტყვეობაში ვყავარ, ოსებისთვის ბოდიშის მოხდა დააანონსა, წულუკიანმა საქართველო ომში გაამტყუნა, აზერბაიჯანს ტვირთი გადაუკეტა, მაგრამ რად გინდა! - ასეთი იზოლირებული და დასუსტებული საქართველოსგან რუსეთი ითხოვს, მისი აზრით, ივანიშვილის დაპირებულ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის" აღიარებას, როგორც პირველ ნაბიჯს ამ გზაზე, მათთან ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებას; ითხოვს დსთ-ში დაბრუნებას და საბაჟო კავშირში შესვლას, ითხოვს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ახლავე და საქართველოში რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას. აქვს კიდევ ორი მოთხოვნა, რასაც მე გარკვეული მიზეზების გამო აქ არ გავახმოვანებ.
ხოდა, დიქტატორმა გადაწყვიტა ევროპის შემდეგ, ახლა უკვე რუსებისთვის ესწავლებინა ჭკუა. ოღონდ მგონია, რომ ამისთვის რუსეთისგან, რომელსაც არ აინტერესებს არგუმენტი, რომ ქართველების ამჟამინდელი განწყობების კვალობაზე ივანიშვილი უფრო შორს ვერ წავა, სინამდვილეში მაგრად მოხვდება ღრანჭში. სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს", - წერს სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის დაშლა სავსებით რეალურად მესახება
ისევ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ისმის ევროსტრუქტურებიდან, კიდევ ერთხელ დაანახეს მთელ მსოფლიოს თავიანთი ანტიქართული სახე -დავით მათიკაშვილი
პუტინი თვლის, რომ ივანიშვილმა გადააგდო და შეიძლება, არც ცდებოდეს ამაში- მიხეილ სააკაშვილი
,,ევროპის ლიდერებმა არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებით მოახერხეს პროცესებს მიღმა დარჩენილიყვნენ''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ლევან მაჭავარიანი - ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც გვაქვს გაწეული''- ლევან მაჭავარიანი
2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
,,საქართველოსთვის საუკეთესო პოზიციაა, დარჩეს ნეიტრალური, ივაჭროს ყველასთან, აყვავდეს, როგორც ჰაბი და შეინარჩუნოს მთავრობა''- ლოურენს უილკერსონი
ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი
,,საქართველო მხარს უჭერს, პრინციპების დონეზე საერთაშორისო ნორმების შესრულებას''- მაკა ბოჭორიშვილი
,, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას გარედან თავსმოხვეული მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ „იგლ ჰილსის" პროექტის განხორციელებას საქართველოში'''- მიხეილ ყაველაშვილი
"მაკრონის განცხადება ნიშნავს, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ, თუ როგორ დასრულდეს უკრაინაში ომი და უფრო დიდ ესკალაციაში არ შევიდნენ ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
"იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ კამპანიას შალვა პაპუაშვილი ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს-შალვა პაპუაშვილი
"იგლ ჰილსის" წინააღმდეგ მტრობის სათავეში არიან "ნაციონალები", "ლელო", "ალტ ინფო" და ტყუილებს იგონებენ"-ნინო წილოსანი
ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიბაძონ, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და მათი ინტერესებით იმოქმედონ და არა მოჩვენებითი, ზემიზნების მსახურებით -შალვა პაპუაშვილი
ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე-პენიტენციური სამსახური
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
ყოველ წელს გვესმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, შეიძლება, ეს იყო მიამიტობა ან მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა არარეალური აღქმა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას-ბრიტანეთის მთავრობა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს -მიხეილ ყაველაშვილი