საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში" გაიმართა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.


გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა.


„ეროვნული გვარდია თავისი საამაყო ისტორიით, სახელმწიფოსადმი ურყევი ერთგულების ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოა. მინდა, ეროვნული გვარდიის იუბილე მივულოცო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა ვეტერან გვარდიელს - იმ მეომრებს, რომლებმაც წლების მანძილზე საკუთარი შრომით, ცოდნითა და გამძლეობით, მომავალი თაობებისთვის გვარდიის შემდგომი განვითარების მტკიცე საფუძველი შექმნეს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით, ასევე, მიმართა და იუბილე მიულოცა ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ.


საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, როგორც ვეტერან გვარდიელს, ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა, რომან ჯოხაძემ სპეციალური სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები კი უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული", „გენერალი მაზნიაშვილი", „გენერალი კვინიტაძე", „გიორგი ანწუხელიძე", „თეთრი გიორგი" დაჯილდოვდნენ. მათ, ასევე, გადაეცათ საშტატო იარაღები და სამკერდე ნიშნები - „ღირსეული გვარდიელი".


თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ეროვნული გვარდიის განვითარების, აღმშენებლობის, საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე მედლით - „თეთრი გიორგი" დააჯილდოვა. ღონისძიებას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.


საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა. გვარდია იყო პირველი სამხედრო შენაერთი, რომლის ბაზაზეც შემდგომში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. დღეს საქართველოს ეროვნული გვარდიის ამოცანას თავდაცვის ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება, საბრძოლო ოპერაციებისას მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, საომარი და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენს.

 





მსგავსი სიახლეები
აშშ-ის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა
იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს
ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის იუბილე აღინიშნა
ნატომ თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა
"დღეს ჯარში არის საუკუთესო პირობები, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა" - ჯუანშერ ბურჭულაძე
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა
რა გარდატეხას მოახდენს Leopard-ის ტანკები უკრაინაში და რატომ გააღიზიანა რუსეთი ამ ტიპის ტანკების გამოჩენამ
გორის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა
სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება ერთი წლის განმავლობაში 10 000 ლარით განისაზღვრა
"ეს არის რევოლუციური ცვლილება"- ჯუანშერ ბურჭულაძე
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
„ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს ომბუდსმენობის კანდიდატები, რომლებიც რეალურად არიან დამოუკიდებელნი"
"მაქსიმალურად ვცდილობთ ჯარისკაცებისთვის კომფორტული პირობების შექმნას"- ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა
"დაველოდოთ პირველი განადგურებულის კადრებს" - გიგა ინაშვილი
"თუ ეს ფაქტი დაფიქსირდა, ომი ახალ ფაზაში გადავა" - რას აანონსებს სამხედრო ექსპერტი "ჯორჯიან თაიმსთან"
"რუს ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურებათ" - BBC