კობა კობალაძეს "მშვიდობის ელჩის" სიგელი გადაეცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფილმის - „აფხაზეთი მე ვარ" მე-7 ნაწილის ჩვენებასა და შემოქმედებით საღამოს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, სამოქალაქო ორგანიზაციამ „მშვიდობის ელჩები ქვეყნის მომავლისთვის", ორგანიზაციისადმი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, კობა კობალაძე „მშვიდობის ელჩის" სიგელით დააჯილდოვა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, "მშვიდობის ელჩის" სიგელები, ასევე, გადაეცათ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - ჯემალ გამახარიას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს - ბექა ღვაჩლიანს, მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია "ესთა"-ს პრეზიდენტს, რადიო "ჯაკოს" საავტორო გადაცემა "წახნაგების" დამფუძნებელსა და წამყვანს, თბილისის საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრს ევა ბაბალაშვილს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღმასრულებელი დირექტორის, მოადგილეს, თამარ ბაზღაძეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის პირველ მოადგილეს, პრესსპიკერს, ქეთევან ბერიკაშვილს.

"ინფორმაციისათვის, პროექტს - „აფხაზეთი მე ვარ", რომლის ფარგლებშიც უკვე გადაღებულია 7 დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი, სამოქალაქო ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩები ქვეყნის მომავლისთვის" მომავალშიც გააგრძელებს.

ორგანიზაცია სრულად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და მიზნად ისახავს აღნიშნული პოლიტიკის ლოკალურ დონეზე გატარებას სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის მეშვეობით,"- წერია ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, ამის დავიწყება შეუძლებელია და გახსენებს, რომ სახელმწიფოს უკან დგანან ოჯახები, სიყვარული-მიხეილ ყაველაშვილი
კობა კობალაძეს "მშვიდობის ელჩის" სიგელი გადაეცა
დღეს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღეა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი არითმოლოგიის მიმართულება ამოქმედდა
20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,2026 წლის ბიუჯეტში კვლავაც აქტუალური რჩება სოციალური საკითხები და ადამიანი''- მიხეილ სარჯველაძე
20 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
"სერბი და ქართველი ხალხი ძალიან აფასებენ ერთმანეთს''- მიხეილ ყაველაშვილი
2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ცესკოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა -შემოსავლების სამსახური
მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა
საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა „მეცნიერების სასახლეში“ უმასპინძლა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ამპუტანტ ფეხბურთელთა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება -მაია ბითაძე
2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა იქნება