ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის დაშლა სავსებით რეალურად მესახება
ევრობიუროკრატია ცალკეულ ეროვნულ ქვეყნებს ბალანსის დაცვის საშუალებას არ აძლევს, რაც მის გარდაუვალ კრახს გამოიწვევს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" პარტია „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დაშლა სავსებით რეალურია.
სეფასვილის თქმით, დროა ევროკავშირმა შეარბილოს პოლიტიკა და საშუალება მისცეს ცელკეულ ქვეყნებს, დაიცვას თავისი მოსახლეობის კეთილდღეობა.
„ევროკავშირის დაშლა სავსებით რეალურად მესახება. თუ გავიხსენებთ ევროკავშირის ისტორიას ვნახავთ, რომ მარტივი არ იყო მისი ზეეროვნული ხასიათის ინსტიტუციების შექმნა და განვითარება. ერთიანი ბაზრის შექმნასაც ბევრი შიდა წინააღმდეგობა ხვდა წილად. სხვადასხვა ქვეყნებს, მაგალითად - გერმანიას და საფრანგეთს ევროინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის შიგნით ყოველთვის ჰქონდათ გარკვეული ტიპის კრიზისები. თუმცა, ამ კრიზისების დაძლევას ეროვნული და ევროკავშირის ინტერესების დაბალანსებით ახდენდნენ. ახლა კი, ევრობიუროკრატია ცალკეულ ეროვნულ ქვეყნებს ბალანსის დაცვის საშუალებას არ აძლევს, რაც მის გარდაუვალ კრახს გამოიწვევს. ევრობიუროკრატიამ უკან უნდა დაიხიოს და ისეთი დირექტივები შეიმუშავოს, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის ცალკეულ წევრებს, ისე დააკმაყოფილონ საერთო ზეეროვნული მოთხოვნები, რომ ძალიან დიდი საფრთხე არ შეუქმნან თავიანთ მოსახლეობას.
რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საგარეო ურთიერთობების დოქტრინა გამოაქვეყნა, გაჟონა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც იტალია, ავსტრია, პოლონეთი და უნგრეთი განიხილებოდა ქვეყნებად, რომელთაც უნდა დაეტოვებინათ ევროკავშირი. ეს არ არის შემთხვევით. თავად ის ფაქტი, რომ ამაზე საუბრობენ ექსპერტები, მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი განვითარების სცენარი სავსებით რეალურია.
ევროკავშირმა დროა, შეარბილოს პოლიტიკა და საშუალება მისცეს ცალკეულ ეროვნულ ქვეყნებს, დაიცვან თავიანთი მოსახლეობის კეთილდღეობა," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის დაშლა სავსებით რეალურად მესახება
ისევ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ისმის ევროსტრუქტურებიდან, კიდევ ერთხელ დაანახეს მთელ მსოფლიოს თავიანთი ანტიქართული სახე -დავით მათიკაშვილი
პუტინი თვლის, რომ ივანიშვილმა გადააგდო და შეიძლება, არც ცდებოდეს ამაში- მიხეილ სააკაშვილი
,,ევროპის ლიდერებმა არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებით მოახერხეს პროცესებს მიღმა დარჩენილიყვნენ''- მაკა ბოჭორიშვილი
,,ლევან მაჭავარიანი - ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც გვაქვს გაწეული''- ლევან მაჭავარიანი
2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
,,საქართველოსთვის საუკეთესო პოზიციაა, დარჩეს ნეიტრალური, ივაჭროს ყველასთან, აყვავდეს, როგორც ჰაბი და შეინარჩუნოს მთავრობა''- ლოურენს უილკერსონი
ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი
,,საქართველო მხარს უჭერს, პრინციპების დონეზე საერთაშორისო ნორმების შესრულებას''- მაკა ბოჭორიშვილი
,, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას გარედან თავსმოხვეული მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ „იგლ ჰილსის" პროექტის განხორციელებას საქართველოში'''- მიხეილ ყაველაშვილი
"მაკრონის განცხადება ნიშნავს, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ, თუ როგორ დასრულდეს უკრაინაში ომი და უფრო დიდ ესკალაციაში არ შევიდნენ ''- მიხეილ ყაველაშვილი
,,საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
"იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ კამპანიას შალვა პაპუაშვილი ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს-შალვა პაპუაშვილი
"იგლ ჰილსის" წინააღმდეგ მტრობის სათავეში არიან "ნაციონალები", "ლელო", "ალტ ინფო" და ტყუილებს იგონებენ"-ნინო წილოსანი
ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიბაძონ, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და მათი ინტერესებით იმოქმედონ და არა მოჩვენებითი, ზემიზნების მსახურებით -შალვა პაპუაშვილი
ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე-პენიტენციური სამსახური
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
ყოველ წელს გვესმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, შეიძლება, ეს იყო მიამიტობა ან მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა არარეალური აღქმა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას-ბრიტანეთის მთავრობა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას დიდი ფასი აქვს -მიხეილ ყაველაშვილი