ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის უსაფრთხოებისა და მძღოლებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.
უწყების ცნობით, ნიშნებზე მითითებულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე დასაშვები სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 80 კმ/სთ-ს. აღნიშვნები ეხება შემდეგ კატეგორიებს: "C", "CE", "C1", "C1E", "D", "DE", "D1", "D1E" - დიდი და საშუალო სატვირთო ავტომობილები, მისაბმელიანი სატვირთოები, დიდი ავტობუსები, მინი ავტობუსები და მისაბმელიანი ავტობუსები.
„ნიშნები განთავსებულია სატრანსპორტო კვანძების გამომსვლელებთან იმისთვის, რომ მძღოლებმა ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ და თვალსაჩინოდ მიიღონ ინფორმაცია მოძრაობის პირობების შესახებ. ეს მათ დაეხმარება სწორად დაგეგმონ გადაადგილება და უსაფრთხოდ განაგრძონ გზა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს შეზღუდვები ახალი არ არის, განსაზღვრულია „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 ნაწილის „დ", „ე" და „ვ" ქვეპუნქტებით და მოქმედებს 2013 წლიდან. ახალი საგზაო ნიშნების განთავსება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მძღოლებმა აღნიშნული წესების შესახებ ინფორმაცია მიიღონ წინასწარ, თვალსაჩინოდ და გასაგებად.
ამასთან, მძღოლებს ვაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას.
გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ საგზაო ნიშნებს და გაითვალისწინოთ მოქმედი წესები", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა
დღეს საქართველოში უნალექო და უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი
დღეს კოსმიური პორტალი იხსნება! - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს
ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი კონცერტი ჩაშალეს, მომღერალი ლაშა ღლონტი სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს
21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და მისმა მეუღლემ, თამარმა, განსაკუთრებული პატივი მიაგეს ვუჩიჩების ოჯახს''- ალექსანდრ ვუჩიჩი
პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, ამის დავიწყება შეუძლებელია და გახსენებს, რომ სახელმწიფოს უკან დგანან ოჯახები, სიყვარული-მიხეილ ყაველაშვილი
კობა კობალაძეს "მშვიდობის ელჩის" სიგელი გადაეცა
დღეს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღეა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი არითმოლოგიის მიმართულება ამოქმედდა
20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,2026 წლის ბიუჯეტში კვლავაც აქტუალური რჩება სოციალური საკითხები და ადამიანი''- მიხეილ სარჯველაძე
20 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
"სერბი და ქართველი ხალხი ძალიან აფასებენ ერთმანეთს''- მიხეილ ყაველაშვილი
2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ცესკოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა -შემოსავლების სამსახური