„25 რიცხვამდე სასარგებლოა გენერალური დასუფთავება, დაემშვიდობეთ ყველაფერს, რაც გამოუსადეგარია“ - ასტროლოგი

 

„მართლაც საოცარი და ძალიან საინტერესო დღე გვაქვს. 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა! ესაა ყველაზე მოკლე დღე და გრძელი ღამე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე წერს.

მისი თქმით, ამ დროს, მზე 3 დღით გარდაიცვლება და 25 დეკემბერს კვლავ იბადება და იბადება დიდი ენერგიით, თხის რქის პირველ გრადუსზე.

„ყოველი წლის, 21-22 დეკემბრის რიცხვებში ნამდვილად მისტიკური წუთების წინაშე ვდგებით, თუ რატომ ამას დაბლა მოგახსენებთ:

ამ დროს, მზე 3 დღით გარდაიცვლება. ფაქტობრივად, აჩერებს თავის ძლიერ ნათებას, მისი ენერგოტონუსი მკვეთრად დაცემულია, ხოლო 3 დღის შემდეგ კი 25 დეკემბერს კვლავ იბადება და იბადება დიდი ენერგიით, თხის რქის პირველ გრადუსზე!

ძალიან ბევრი ადამიანი, ზამთარს 1 დეკემბერს ეგებება, მაგრამ პირწმინდად ვამბობ, ზამთარი დგება, მაშინ, როცა დღის მანათობელი შედის თხის რქის ზოდიაქოში და ეს უწევს ზამთრის მზებუდობას!

და მაინც, კიდევ რა საიდუმლოებით მოცული ამბები გვაქვს ამ დღეებში? რას შეიძლება რომ წავაწყდეთ?

ესაა დღე, როცა მზე იცვამს შავებს, როცა სამყაროში ჩამოწოლილია ქაოსი და ჩვენ თუ მოვიშველიებთ ბიბლიურ სცენარსაც, სამყარომ ასეთი მძიმე პერიოდები ქრისტეს შობამდე ნამდვილად გაიარა.

22 დეკემბერს, ბნელ და მძიმე დროში, ღვთისმშობლის დედას, ,,წმინდა ანას", ეუწყა წმინდა მარიამის ჩასახვა, ხოლო 25 რიცხვში კი თავად ღვთისმშობელმა შვა სამების მეორე ჰიპოსტატსი, ძე ღმერთის სახით. აბა, საინტერესოა, არა?

ზამთრის მზებუდობა კი ციკლურად გვაქვს. ეს დღე დგება, ხან 21 რიცხვში, ხან 22-ში, გააჩნია საზომს, მაგრამ ზუსტად ამ მოვლენასთანაა კავშირში. 22 რიცხვზე თუ ჩავეძიებით, გამოვა რომ მზის ჩასვენების ეტაპთან ერთად, ერთგვარი ,,ხარების'' დღეცაა, რადგანაც მარიამის დედას ეუწყა მასზე ფეხმძიმობა, მალე კი მესიის მოვლინება!

ამიტომ, მზის უენერგიობა და დროებითი მწუხარება, მართლაც დროებითია, რადგანაც მალე მოკრებილი ძალით ინათებს და მაცხოვარი დაიბადება!

მზე თხის რქაში იმოძრავებს უკვე, წინა ხაზზე მეტი პრაგმატიზმი, პრაქტიკა და შეუპოვრობა წამოვა, ამიტომ მეტი ყურადღება გვმართებს ხარისხსა და შედეგებზე.

25 რიცხვამდე სასარგებლოა გენერალური დასუფთავება, თუნდაც სახლში, სამსახურსა და ოფისში. დაემშვიდობეთ ყველაფერ იმას, რაც დრომოჭმული და უბრალოდ გამოუსადეგარია. მეტი დაისვენეთ, მისაღებია ლოცვა, სულიერი ვარჯიში, დიალოგი საკუთარ თავთან, ღმერთთან, მფარველ ანგელოზთან.

ასეთი დღეები, უფრო მეტადაა სასარგებლო სტერილური ნაბიჯებისთვის!" - წერს ასტროლოგი.

 

 





მსგავსი სიახლეები
22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
„25 რიცხვამდე სასარგებლოა გენერალური დასუფთავება, დაემშვიდობეთ ყველაფერს, რაც გამოუსადეგარია“ - ასტროლოგი
ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა
დღეს საქართველოში უნალექო და უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი
დღეს კოსმიური პორტალი იხსნება! - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს
ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი კონცერტი ჩაშალეს, მომღერალი ლაშა ღლონტი სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს
21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21  დეკემბერის ამინდის პროგნოზი
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და მისმა მეუღლემ, თამარმა, განსაკუთრებული პატივი მიაგეს ვუჩიჩების ოჯახს''- ალექსანდრ ვუჩიჩი
პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, ამის დავიწყება შეუძლებელია და გახსენებს, რომ სახელმწიფოს უკან დგანან ოჯახები, სიყვარული-მიხეილ ყაველაშვილი
კობა კობალაძეს "მშვიდობის ელჩის" სიგელი გადაეცა
დღეს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღეა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი არითმოლოგიის მიმართულება ამოქმედდა
20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,2026 წლის ბიუჯეტში კვლავაც აქტუალური რჩება სოციალური საკითხები და ადამიანი''- მიხეილ სარჯველაძე
20 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
"სერბი და ქართველი ხალხი ძალიან აფასებენ ერთმანეთს''- მიხეილ ყაველაშვილი