22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია

მოულოდნელი სიხარულის ხატების გამოსახულება ასეთია: ოთახში ზემოთ მოთავსებულია ღვთისმშობლის ხატი, ქვემოთ კი მის წინაშე მუხლმოყრით მლოცველი ახალგაზრდა. წიგნში „დამარწყულებელი სასმისი" აღწერილია ამ ხატის მადლმოსილი ძალა: „ეს ხატი იმყოფებოდა ერთი ცოდვილის სახლში; ის არ ღალატობდა ჩვეულებას და ყოვლდღიურად მის წინაშე მთავარანგელოზის სიტყვებით ლოცულობდა: „გიხაროდენ, სახარულევანო".

ერთხელ საშინელი უსჯულოების ჩასადენად რომ მიდიოდა, ღვთისმშობლის ხატისკენ მიბრუნდა, რათა წასვლამდე მის წინაშე ელოცა და თავზარი დაეცა. მან დაინახა, რომ ხატი ადგილზე იძვროდა.

ღვთისმშობელი და მის ხელში ყრმა გაცოცხლებულიყვნენ: ყრმა ღმერთს ხელებზე, ფეხებზე და ფერდზე ჭრილობები გახსნოდა და სისხლი ნაკადულად ჩამოსდიოდა, - ისევე, როგორც ჯვარზე ვნებისას. როდესაც ამ კაცმა ყოველივე ეს იხილა, შიშით შეჰღაღადა: „ჰოი, დედ

ოფალო, ვინ ჩაიდინა ეს?" ღვთისმშობელმა უპასუხა: „შენ და სხვა ცოდვილები, ვითარცა იუდეველები, ჯვარს აცვამთ ძეს ჩემსას". „შემიწყალე მე, დედაო მოწყალეო!" - აღმოხდა ცოდვილს. ღვთისმშობელმა უპასუხა:

„მოწყალე დედას მიწოდებ მე და მწუხარებით კი აღმავსებ".

მაშინ უბედურმა უთხრა: „არა, დედოფალო, ნუ გარდაემატება ცოდვა ჩემი გულმოწყალებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ სასო ყოველთა ცოდვილთა, ევედრე ძესა შენსა და მამასა ჩემსა". მაშინ უფროსად კურთხეულმა დედამ ღვთის წინაშე აღავლინა ლოცვა: „ძეო და ღმერთო ჩემო, ჩემდა მომართ სიყვარულითა შეიწყალე ცოდვილი ესე და შეუნდე ყოველივე ბოროტნი საქმენი მისნი". ხილვა ამგვარად დამთავრდა.

ღვთაებრივმა ხმამ ცოდვილს სინანული აღუძრა და მას მოულოდნელი სიხარული მიენიჭა ღვთისმშობლის ხატისაგან, რომელმაც იგი დაღუპვისაგან იხსნა.

1838 წელს „მაყვალი შეუწველის" ეკლესიაში ამ ხატისგან სიყრუით ტანჯული ქალი განიკურნა. ხატის დღესასწაული ყოველთა წმიდათა კვირასა და 9 დეკემბერს (ძველი სტილით) აღესრულება.

თბილისში „მოულოდნელი სიხარულის" ხატის ასლი წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაშია დაბრძანებული.

 





მსგავსი სიახლეები
22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს ბარბარობას აღნიშნავს
13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
შობის მარხვა დაიწყო
23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
21 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს
წმინდა პაისი ათონელის შესახებ – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე
შეუძლებელია მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს - ვისაც უნდა, ჯეროვნად ადიდოს მოწამეები, უნდა ეცადოს, მიბაძოს მათ ღვაწლსა და შრომას-მეუფე შიო
დღეს წმიდა დიდმოწამენის, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღეა
12 თებერვალს ეკლესია აღნიშნავს სამი დიდი მღვდელმთავრის ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის და გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებას.
„თუ კაცი მოძებნის ძალას და მიმართავს ქრისტეს, იგი მას აუცილებლად შეეწევა და განკურნავს“ - მეუფე შიო
დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება
"სიტყვიერად ღმერთის ხსენება და "მამაო ჩვენოს" წამოძახილი არ ნიშნავს ღრმად მორწმუნეობას, არც კარგ ადამიანობას და სიკეთეს - არ მოტყუვდე"
30 ოქტომბერს მართალი ლაზარეს ხსენების დღეა
დღეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა
დღეს ჯვართამაღლებაა
მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება მარადიული სიცოცხლის მოპოვება, მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება ადამიანმა გამოასწოროს თავისი ცოდვები - მეუფე შიო
დღეს ღვთისმშობლობაა
მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება