ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტოუ: ევროკავშირის ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი კაია კალასია
ვროკავშირის ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი კაია კალასია, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ფიდიას პანაიოტოუმ. მან X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას იხსენებს და მას მიმართავს, რომ საკუთარი მოვალეობა შეასრულოს.
მისი თქმით, დიპლომატია მხოლოდ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობას არ ნიშნავს - ის ასევე გულისხმობს მტრებთან დიალოგს, საერთო ენისა და გამოსავლის მოსაძებნად.
„ის ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატია. ადამიანი, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის ხიდების აგებაზე. თუმცა, რამდენიმე დღის წინ მან შემდეგი რამ განაცხადა: „შესაძლოა, ამის საჯაროდ თქმა არ შემიძლია, მაგრამ მოვახერხე ზოგიერთი ქვეყნის დარწმუნება, რომ უარი ეთქვათ პუტინთან შეხვედრებზე". ქალბატონო კაია კალას, სერიოზულად ამბობთ ამას? ნამდვილად გჯერათ, რომ თქვენი დიპლომატიური საქმეა სხვების დარწმუნება, რომ არ ჩაერთონ დიპლომატიურ საქმიანობაში რუსეთთან? ეს ხუმრობაა? როგორც ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, თქვენ ზუსტად საპირისპირო უნდა გააკეთოთ.
მე მესმის, რომ პუტინი აგრესორია და უკრაინაში შეიჭრა, მაგრამ სწორედ ამის გამო უნდა ესაუბროთ მას. დიპლომატია მხოლოდ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობას არ ნიშნავს - ის ასევე გულისხმობს მტრებთან დიალოგს, საერთო ენისა და გამოსავლის მოსაძებნად.
ქალბატონო კაია კალას, ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური გადაწყვეტა უკრაინის ომის დასასრულებლად. რადგან მაშინ, როდესაც თქვენ ომის გაგრძელებას ხელს უწყობთ, აფინანსებთ და უარს ამბობთ რუსებთან საუბარზე მშვიდობის მისაღწევად, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ისინი ბრძოლის ველზე გამარჯვებას აგრძელებენ ასიათასობით უკრაინელისა და რუსის სიცოცხლის ფასად. გთხოვთ, კაია კალას, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა"- აცხადებს ევროპარლამენტარი.
მსგავსი სიახლეები
,,ცესკომ მიიღო დადგენილება, რომელიც უკრაინას ომის დროს შესაძლო არჩევნების ჩატარებასთან აახლოებს''- უკრაინული მედია
Euractiv: ევროკავშირმა რუსეთისგან 2024 წელს 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა
1990-იანი წლების შემდეგ პირველად, ვოლგოგრადის რეგიონიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით მარცვლეული გაიგზავნა
ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე მორიგი მასალები გამოაქვეყნდა, რომელიც 11 000-ზე მეტი ფოტოსა და საგამოძიებო დოკუმენტისგან შედგება
გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის-დანია მისი გარანტორია-ემანუელ მაკრონი
ტრამპის ადმინისტრაცია 30 კარიერულ დიპლომატს ელჩისა და საელჩოს სხვა მაღალი რანგის პოსტებიდან უკან იწვევს
,,ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,მადლობას გიხდით სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის''- ნიკოლ ფაშინიანი
"რუსეთი მზად არის, სამართლებრივად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე თავდასხმას არ აპირებს''- სერგეი რიაბკოვი
ვმუშაობთ რადიკალი მემარცხენეების ძალადობის ტალღის დასასრულებლად, ქრისტიანობა ამერიკის აღმსარებლობაა და სწორედ ამ მრწამსით იყო მოტივირებული ჩვენი კანონებისა და უფლებების გაგება -ჯეი დი ვენსი
,,შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს განიხილავს''- დავით არახამია
კორუფციული სკანდალი უკრაინის პრეზიდენტისთვის შესაძლოა კატასტროფად იქცეს
ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა-სტივ უიტკოფი
ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტოუ: ევროკავშირის ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი კაია კალასია
,, ჩვენ რუსეთზე ძლიერები ვართ''- მარკ რუტე
შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას განიხილავს
ელისეის სასახლე მიესალმება იმ ფაქტს, რომ პუტინი მზადაა მაკრონთან დასალაპარაკებლად
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა
ნაპოლეონმა და ჰიტლერმა ვერ დაამარცხეს რუსეთი, მაგრამ კაია კალასს გამოუვა? - ვიქტორ ორბანი
,,კიევისა და ევროპის მიერ სამშვიდობო გეგმაში შეტანილი ცვლილებები მშვიდობის მიღწევას არ უწყობს ხელს''- იური უშაკოვი