ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა.

ირაკლი ყანდაშვილმა 1 473 ხმა მიიღო, მეორე ტურში მონაწილე თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა კი - 1 366.

მეორე ტურში სულ 2 855 ადვოკატმა მისცა ხმა.

„მადლობა ყველა ადვოკატს ამ პროცესში მონაწილეობისთვის. მოხარული ვარ, რომ მივიღე საკმაოდ დიდი ნდობა და მეძლევა საშუალება, ჩემს საყვარელ პროფესიას ვემსახურო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ჩვენ, თითოეული ადვოკატი ვართ ერთი დიდი ოჯახი. მე აქ ვერ ვხედავ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ ყველანი ვართ პროფესიის სამსახურში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა ადვოკატს, მზად ვარ, ვემსახურო პროფესიას", - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის შედეგად ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ხმათა უმრავლესობა 2-მა ადვოკატმა, ირაკლი ყანდაშვილმა და ირაკლი ჩომახაშვილმა მოაგროვეს. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109.

 

2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი 6 კანდიდატი იყო: ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრანი ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.

 

ამასთან, 14 დეკემბერს ასოციაციაში გამართულ კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.

 

 





მსგავსი სიახლეები
ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილ უფროსს, კახა გვანცელაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავრცელებს
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა
,,ამ ეტაპზე არ ვიცნობთ საქმეს, არ ვიცით, რაში გვედება ბრალი''- გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
კაცი მოკლა, მისი ცოლი კი დაჭრა - შსს ზუგდიდში მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას, ალი იერლიქაიას შეხვდა
ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, საბოტაჟის საქმეზე, 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ადვოკატი "ცენტრალ თაუერის" საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო
მონასტრის გაქურდვის ფაქტზე 47 წლის მამაკაცი დააკავეს
მასშტაბური სპეცოპერაცია რომში - დაკავებულია 39 წლის ქართველი
შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული -პროკურატურა
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი